VEEV ONE დიაგნოსტიკა

ისარგებლე ჩვენი ონლაინ ინსტრუქციებით, რომლებიც დაგეხმარება იპოვო გამოსავალი მოწყობილობის პრობლემებთან დაკავშირებით.
რა უნდა გააკეთო თუ VEEV ONE™ მოწყობილობიდან სითხე ჟონავს?
VEEV ONE-ის კარტრიჯები (პოდები) შექმნილია სითხის გაჟონვის თავიდან ასარიდებლად. შესაძლოა მოწყობილობის გამოყენებამ ან კარტრიჯის შეფუთვიდან ამოღებამ გამოიწვიოს თავსახურის ან კარტრიჯის გარშემო მცირე რაოდენობით სითხის წვეთების დატოვება, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ მოაშორე სითხე სუფთა საწმენდით. არ გამოიყენო ისეთი მოწყობილობა, რომელიც არის ტექნიკურად გაუმართავი, დაზიანებული, გატეხილი ან რომლიდანაც სითხე ჟონავს. იმ შემთხვევაში, თუ VEEV ONE-ის ელ. სითხე მოგხვდება კანზე, მაშინვე ჩამოიბანე წყლითა და საპნით.
Რას ნიშნავს, როდესაც LED ნათება ციმციმებს VEEV ONE-ის მოწყობილობაზე?
თუ შენი მოწყობილობის ნათურები ციმციმებს, ეს შეიძლება პროგრამულ გაუმართაობაზე მიგანიშნებდეს
1. მოციმციმე წითელი ნათება
ეს შეიძლება მიგანიშნებდეს იმაზე, რომ მოწყობილობაში კარტრიჯი (პოდი) არასწორად არის მოთავსებული. ამისათვის, ამოიღე და თავიდან მოათავსე იგი, ან მოათავსე მოწყობილობაში ახალი კარტრიჯი . თუ ნათურები კვლავ გააგრძელებს ციმციმს, მაშინ გადატვირთე მოწყობილობა.
2. მოციმციმე თეთრი ნათება
თუ შენი მოწყობილობა თეთრად ციმციმებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის ჩვეული სამუშაო ტემპერატურისგან (0 -40 °C). განსხვავებულ გარემოში იმყოფება, ამიტომ თავდაპირველ ტემპერატურულ დიაპაზონზე დასაბრუნებლად რამდენიმე წუთია საჭირო.
3. თუ მოწყობილობის ქვედა ნათურა თეთრად ციმციმებს 5-ჯერ
ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობას დატენვა სჭირდება. მოწყობილობის დატენვისთვის, გამოიყენე მხოლოდ ოფიციალური დამტენი კაბელი და სერტიფიცირებული AC დამტენის გადამყვანი.
4. თუ მოწყობილობის ზედა ნათურა თეთრად ციმციმებს 5-ჯერ
ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მოწყობილობის კარტრიჯში (პოდში) სითხე თავდება. VEEV ONE™-ს აქვს გამჭირვალე ავზი, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტივად შეგიძლია შეამოწმო ელ. სიგარეტის სითხის დონე: თუ ის ძალიან დაბალია, მაშინ შენ ვეღარ შეძლებ მოწყობილობის გამოყენებას.
5. თუ ქვედა ნათურა თეთრად ციმციმებს ორჯერ
თეთრად ორჯერ ციმციმი შეიძლება გამოიწვიოს ნაფაზის ხანგრძლივად შესუნთქვამ. გაითვალისწინე, რომ შესუნთქვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წამს: თუ ნაფაზის ხანგრძლივობა 5 წამს აღემატება , მოწყობილობა შეწყვეტს აეროზოლის მოწოდებას.
რა უნდა გააკეთო, როდესაც მოწყობილობაზე სტატუსის მაჩვენებელი ნათურები არ ინთება?
თუ ღილაკის დაჭერის შემდეგ სტატუსის მაჩვენებელი ნათურა არ ინთება, მოწყობილობა შეიძლება დამჯდარია ან მას გადატვირთვა სჭირდება. მოწყობილობის გადასატვირთად, დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს 10 წამის განმავლობაში, სანამ ნათურები არ ჩაქრება და შემდეგ ნათება ორჯერ აციმციმდება.

იხილე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.

დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 19:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე