IQOS 3 MULTI დიაგნოსტიკა

ისარგებლე ჩვენი ონლაინ ინსტრუქციებით, რომელიც დაგეხმარება იპოვო გამოსავალი მოწყობილობის პრობლემებთან დაკავშირებით.

შესაძლოა შენს მოწყობილობას დატენვა სჭირდება

1. შეამოწმე, ჩართულია თუ არა IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობა ღილაკზე თითის დაჭერით 1 წამის განმავლობაში. თუ ელემენტის სტატუსის მაჩვენებელი არ ინთება, დააჭირე ღილაკს 4 წამის განმავლობაში.

2. თუ ელემენტის სტატუს ნათება არ აინთო დატენე მოწყობილობა რეკომენდებული IQOS AC კვების ბლოკით და კაბელით მინუმუმ 20 წუთის განმავლობაში. 

3. მოწყობილობის ელემენტის სტატუსის შესამოწმებლად სწრაფად დააჭირე ჩართვის ღილაკს. ელემენტის დატენვის სტატუსს ნათება გვაჩვენებს, უწყვეტი ნათება მიგანიშნებს რომ შეგიძლია დაიწყო გამოყენება.

4. სასურველია, ბოლომდე დატენო მოწყობილობა. მოწყობილობის სრულად დატენვას 75 წუთი ჭირდება. მოწყობილობის 100%-ით დატენვის შემდეგ ელემენტის სტატუსის მაჩვენებლი ნათება ჩაქრება.
გაითვალისწინე, რომ ლეპტოპის USB პორტმა შესაძლოა სათანადოდ ვერ დატენოს თქვენი მოწყობილობა. რეკომენდებულია დენის წყაროს გამოყენება.

IQOS 3 MULTI-ის გადატვირთვა

თუ IQOS 3 MULTI სრულად დატენილია მაგრამ არ ირთვება, შესაძლოა საჭირო იყოს მოწყობილობის გადატვირთვა.

დააჭირე თითი დამტენი მოწყობილობის ღილაკს 10 წამის განმავლობაში, შემდეგ აუშვი. სტატუსის ყველა მაჩვენებლის ნათება ჩაქრება და ორჯერ გაიელვებს გადატვირთვის დასადასტურებლად.

 

მოწყობილობის წმენდა შეიძლება იყოს გამოსავალი

თუ გიძნელდება გასახურებელი თამბაქოს (ჰითსის) ღერების მოხმარება, ან ვერ იღებ საკმარის აეროზოლს, მაშინ შენს IQOS 3 MULTI-ის შეიძლება სჭირდებოდეს კარგი გაწმენდა. ჩვენი საწმენდი ხელსაწყო და ჩხირები ამის საუკეთესო საშუალებაა.

შესაბამისი ხელსაწყოებით რეგულარული წმენდა თავიდან აგაცილებს პრობლემებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მიიღებ შესაბამის გემოს.

ვერ რთავ შენს IQOS MULTI-ს?

შესაძლოა მოწყობილობაში ჩარჩენილი იყოს თამბაქოს ნარჩენები. მოწყობილობის გასაწმენდად, მოხსენი თავსახური და გამოიყენე საწმენდი ჩხირი გასახურებელი ნაწილის გარშემო ბრტყელი ზედაპირის გასაწმენდად, ასევე გაწმინდე თავსახურის შიდა ნაწილი. ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, შენი მოწყობილობა მზად არის გამოყენებისთვის.

რას ვაკეთებთ თუ მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის შეუფერებელი ტემპერატურაა

IQOS 3 MULTI ფუნქციონირებს 0° და 50° C-ს ტემპერატურულ დიაპაზონში. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალი ან დაბალია, მაშინ დაინახავ წითელ ნათებას შენს IQOS 3 MULTI-ის დამტენ მოწყობილობაზე ან ორჯერ ციმციმს ელემენტის სტატუსის მაჩვენებელ ნათებაზე, მასზე თითის დაჭერისას.

თუ ფიქრობ, რომ შენი მოწყობილობა ძალიან ცხელია, გაიტანე გრილ ადგილას და დაელოდე მის გაგრილებას. თუ ფიქრობ, რომ  მოწყობილობა ძალიან ცივია, სცადე მისი გათბობა ხელების საშუალებით ერთი ან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

IQOS 3 MULTI-ს ფიზიკური დაზიანება

1. თუ შენი მოწყობილობა დაზიანებულია, დაგვიკავშირდი და ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

2. IQOS 3 MULTI გასახურებელი მოწყობილობის წმენდის დროს შეიძლება დააზიანო გასახურებელი დანა. ეცადე, ფრთხილად გაწმინდო შენი მოწყობილობა. ასევე, არ დაატრიალო გასახურებელი თამბაქოს ღერი (ჰითსი) გასახურებელ მოწყობილობაში მოთავსების დროს, მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა დააზიანოს გასახურებელი დანა.

IQOS 3 MULTI - მომხმარებლის სახელმძღვანელო

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე IQOS 3 MULTI მომხმარებლის სახელმძღვანელო.
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 19:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე