1. დააჭირე ღილაკს შენს IQOS 2.4 PLUS-ის დამტენ მოწყობილობაზე ერთი წამის განმავლობაში. შემდეგ უნდა დაინახო ნათებების ჩართვა. თუ არ აინთება, დააჭირე და გეჭიროს ღილაკზე თითი ოთხი წამის განმავლობაში.
2. თუ შენ ვერ დაინახავ ნათებებს, მაშინ დატენე დამტენი მოწყობილობა, IQOS AC კვების ბლოკით და დამტენი კაბელის გამოყენებით.
3. იმაში დასარწმუნებლად, რომ შენი IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობა სრულად დაიტენა, დააჭირე ღილაკს დამტენ მოწყობილობაზე. თუ დამტენი მოწყობილობის ზედა ნაწილში მრგვალი შუქი გამოჩნდება, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თუ სინათლე ციმციმებს, მოწყობილობა იტენება. ანდაც, უბრალოდ ამოიღე გასახურებელი მოწყობილობა და შეამოწმე არის თუ არა ნათება ჩართული. თუ ეს ასეა, მაშინ შენი გასახურებელი მოწყობილობა დატენილია და მზად არის გამოსაყენებლად.
თუ IQOS 2.4 PLUS სრულად დატენილია მაგრამ არ ირთვება, შესაძლოა საჭირო იყოს მოწყობილობის გადატვირთვა.
დააჭირე და გეჭიროს ელემენტის სტატუსის მაჩვენებელი ნათების ქვემოთ მდებარე ორ ღილაკზე თითი, შემდეგ აუშვი. ნათებები დაიწყებენ თეთრად ციმციმს, იმის დასტურად რომ გადატვირთვა წარმატებული იყო.
თუ გიძნელდება გასახურებელი თამბაქოს (ჰითსის) ღერების მოხმარება, ან ვერ იღებთ საკმარის აეროზოლს, მაშინ შენს IQOS 2.4 PLUS შეიძლება სჭირდებოდეს კარგი გაწმენდა.
ფრთხილად გამოიყენე საწმენდი ხელსაწყო და ჩხირები, მოწყობილობის გასაწმენდად და შესაბამისი გემოს მისაღებად.
IQOS 2.4 PLUS ფუნქციონირებს 0° და 50° C-ს ტემპერატურულ დიაპაზონში. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალი ან დაბალია, მაშინ დაინახავ წითელ ნათებას შენს IQOS 2.4 PLUS დამტენ მოწყობილობაზე.
თუ ფიქრობ, რომ შენი მოწყობილობა ძალიან ცხელია, გაიტანე გრილ ადგილას და დაელოდე მის გაგრილებას. თუ ფიქრობ, რომ მოწყობილობა ძალიან ცივია, სცადე მისი გათბობა ხელების საშუალებით ერთი ან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
შეამოწმე, აქვს თუ არა შენს IQOS 2.4 PLUS მოწყობილობას გატეხილი დანა ან რაიმე სხვა ფიზიკური დაზიანება. თუ შენი მოწყობილობა დაზიანებულია, დაგვიკავშირდი და ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში. IQOS 2.4 PLUS-ის გასახურებელი მოწყობილობის წმენდის დროს შეიძლება მოხდეს დანის დაზიანება. ამიტომ ეცადე, ფრთხილად გაწმინდო შენი მოწყობილობა და არ დაატანო ძალა.