ყველაზე ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობა
ნაცნობი დიზაინი. გაუმჯობესებული გამოცდილება.
კომპაქტური, ყველაფერი ერთში დიზაინი.
უკვამლო პროდუქტებზე გადასვლის კარგი პრაქტიკა
PMI აწარმოებს მაღალი ხარისხის, მეცნიერულად შესწავლილ სხვადასხვა სახის უკვამლო პროდუქტებს, რომლებიც მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ხედვაა, რომ ერთ დღეს, უკვამლო პროდუქტები სრულად ჩაანაცვლებს სიგარეტს.
1. სიგარეტის მოწევა იწვევს სერიოზულ დაავადებებს და - დამოკიდებულებას. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერმა მწეველმა შეიძლება მიიღოს, თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტაა.
2. ნებისმიერმა პირმა, რომელიც არ არის მინიმუმ 18 წლის, არ უნდა გამოიყენოს თამბაქო ან ნიკოტინი არცერთი ფორმით.
3. PMI-ის უკვამლო პროდუქტები განკუთვნილია იმ სრულწლოვნებისთვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოწევდნენ ან გამოიყენებდნენ ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს.
4. PMI-ის უკვამლო პროდუქტები არ არის განკუთვნილი იმ პირებისთვის, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ თამბაქო ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, ან მათთვის, ვინც სრულად დაანება თავი თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებას. ჩვენი უკვამლო პროდუქტები არ წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის ალტერნატივას და არ არის შექმნილი, როგორც ნიკოტინზე თავის დანებებისთვის დამხმარე საშუალება.
5. PMI-ის უკვამლო პროდუქტები არ არის რისკისგან თავისუფალი და შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თუმცა, უკვამლო პროდუქტებზე გადასვლა უკეთესი არჩევანია, ვიდრე მოწევის გაგრძელება.
6. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკვამლო პროდუქტების სრულწლოვან მომხმარებლებს სრულ კონვერსიაში (გადასვლაში) სწორი განათლებისა და მითითებების მიწოდების გზით.
7. იმისათვის, რომ სრულწლოვანმა მომხმარებლებმა სრულფასოვნად გაიგონ/გამოსცადონ უკვამლო პროდუქტების უპირატესობები, მათ სრულად უნდა დაანებონ თავი მოწევას.
8. მომხმარებლებს ვაცნობთ უსაფრთხოების წესებსა და მოსალოდნელ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია უკვამლო პროდუქტების გამოყენებასთან.
უსაფრთხოების ინსტრუქცია
თამბაქო და ნიკოტინი
· გასახურებელი თამბაქოს ღერები, რომელიც გამოიყენება IQOS™-ის მოწყობილობებთან შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.
· თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შემცირების საუკეთესო გზა თამბაქოსა და ნიკოტინისთვის თავის სრულად დანებებაა.
· ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება გვერდითი მოვლენის სახით გამოუვლიდნეს: მუცლის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, დახრჩობის შეგრძნება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყელის სიმშრალე, ღრძილების ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე, ცხვირის გაჭედვა, გულისრევა, პირის ღრუს გაღიზიანება, აჩქარებული გულისცემის შეგრძნება, ყელის გაღიზიანება და ღებინება.
· ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება ან აქვთ მისი განვითარების რისკი, არიან დიაბეტით დაავადებულები, აქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
· ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ლაქტაციის დროს. თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, საერთოდ უნდა შეწყვიტოთ თამბაქოს და ნიკოტინის მოხმარება.
· მოწევისთვის თავის დანებებამ ან IQOS-ზე და მათ შესაბამის თამბაქოს ღერებზე გადასვლამ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული მედიკამენტების (მაგ., თეოფილინი, კლოზაპინი, როპინიროლი) დოზირების კორექტირება.
· თუ გაქვთ კითხვები იმის შესახებ, უნდა გამოიყენოთ თუ არა IQOS არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს.
გასახურებელი თამბაქოს ღერების გამოყენება
გამოიყენეთ მხოლოდ:
გამოიყენეთ IQOS™ 3 DUO და მისი წინა მოდელები მხოლოდ HEETS გასახურებელი თამბაქოს ღერთან ერთად.
გამოიყნეთ IQOS ILUMA™-ს მოწყობილობები მხოლოდ TEREA™-ს და DELIA™-ს SMARTCORE INDUCTION SYSTEM™ -ის მქონე გასახურებელ თამბაქოსთან ერთად
არასოდეს გამოიყენოთ IQOS სიგარეტთან ან მსგავს პროდუქტებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
არანარი მეთოდოთ არ შეცვალოთ HEETS, TEREA და DELIA-ს გასახურებელი თამბაქოს ღერები ან/და არ დაამატოთ მას სხვა ტიპის ნივთიერება. მსგავსი ქმედებების შედეგად, შესაძლოა ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.
პროდუქტის გამოყენებამდე მომხმარებლებმა უნდა წაიკითხონ უსაფრთხოების სრული გაფრთხილებები და ინსტრუქციები, რომლებიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პროდუქტის გამოყენების შესახებ.
უსაფრთხოების ინსტრუქცია IQOS ILUMA
უსაფრთხოების ინსტრუქცია IQOS ILUMA i PRIME
უსაფრთხოების ინსტრუქცია IQOS ILUMA i
უსაფრთხოების ინსტრუქცია IQOS ILUMA i ONE
IQOS-ის მოწყობოლობა გასახურებელი მოწყობილობისჩათვლით, შეიცავს ლითიუმ-იონურ ბატარეას. მოწყობილობებში არსებული ლითიუმ-იონური ბატარეა არის მოხმარებადი კომპონენტი, რომელიც დეგრადირდება გამოყენებისა და დროის გასვლასთან ერთად ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ყველა დატენვადი ლითიუმ-იონური ბატარეისთვის. Ბატარეის დაბერებასთან ერთად, მის შიგნით არსებული აქტიური ინგრედიენტები ენერგიის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რაც იწვევს მისი მაქსიმალური სიმძლავრის და გამოსაყენებელი ენერგიის მუდმივ შემცირებას. გარდა ამისა, აქტიური ინგრედიენტები ენერგიის მიწოდების ეფექტურობას კარგავენ, რაც იწვევს ბატარეის მიერ ელექტრონული მოწყობილობის კომპონენტების მუშაობისთვის საკმარისი სიმძლავრის მიწოდების უნარის შემცირებას. შედეგად, შესაბამის შემთხვევებში, შესაძლოა, მოხმარების ხანგრძლივობა უფრო მოკლე ჩანდეს, ერთი სრული დატენვის შემდეგ ნაფაზების რაოდენობა უფრო ნაკლები ჩანდეს, ზედიზედ მეორე მოხმარების გამოცდილება შესაძლოა უფრო მოკლე იყოს ან საერთოდ არ იყოს ხელმისავწდომი ან მოწყობილობის ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა ავტომატური ჩართვა ან ორმაგი შეხება IQOS ILUMA გასახურებელი მოწყობილობისთვის შეიძლება არ მუშაობდეს.
ბატარეა წარმოადგენს ქიმიურ სისტემას, რომელიც ოპტიმალური მუშაობისთვის მოითხოვს გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონს დატენვისა და გამოყენების, ამ დიაპაზონის უზრუნველყოფას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ბატარეის სიმძლავრის დეგრადაცია მისი სიცოცხლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მოწყობილობას აქვს კონკრეტული ოპერაციული დიაპაზონი, რომლის ფარგლებშიც მოწყობილობა იმუშავებს, ამ დიაპაზონის უკიდურეს ბოლოებში მუშაობა ბატარეას უფრო სწრაფად აფუჭებს. თქვენს მოწყობილობას მოჰყვება მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკონტროლებს დატენვის პარამეტრებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მოწყობილობის სიცოცხლე. ამ ალგორითმებს შეუძლიათ დაეხმარონ ბატარეის სიცოცხლის გახანგრძლივებას მაგრამ მაინც ვერასოდეს შეაჩერებენ ლითიუმის ელემენტის ბუნებრივი ცვეთის მექანიზმებს. თქვენი მოწყობილობის მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე მუშაობა დააჩქარებს ბატარეის ბუნებრივ დეგრადაციას. მაშინაც კი, თუ თქვენ არ იყენებთ თქვენს მოწყობილობას, ბატარეა შეიცავს ქიმიურ სისტემებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მაინც შეიძლება დაქვეითდნენ. ბატარეის დეგრადაციის პროცესის შესანელებლად, ჩვენ გირჩევთ დატენოთ თქვენი მოწყობილობა რეკომენდებული ტემპერატურულ ზონაში, არ შეინახოთ იგი დატენვის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში და გამოიყენოთ დამტენი კაბელები და დენის გადამყვანები, რომლებიც რეკომენდებულია მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - ხშირად დასმული კითხვები