ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები („წესები და პირობები“)

თარიღი: 27.02.2024

 

„ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები” განსაზღვრავს ვებ-გვერდის www.iqos.com (გადამისამართებული www.ge.iqos.com-ზე) გამოყენების ზოგად წესებსა და პირობებს, ვებ-გვერდზე დარეგისტრირების პროცედურას, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული წესების არც ერთი დებუბულება და ვებ-გვერდის შემცველობის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს მიჩნეული შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ ან „გამყიდველის“ საჯარო შეთავაზებად. ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლებზე და ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და გაძლევთ შესაძლებლობას დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

 

  1. ტერმინები და განმარტებები

 

ამ „ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობებისათვის“, სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტიდან გამომდინარე სხვაგვარი განმარტება არ ენიჭება მათ.

 

  • 1.1 „ვებ-გვერდი“- გულისხმობს შემდეგ ვებ-გვერდს: www.iqos.com (გადამისამართებული www.ge.iqos.com-ზე).
  • 1.2 „გამოყენების წესები და პირობები“- გულისხმობს ვებ-გვერდის www.iqos.com (გადამისამართებული www.ge.iqos.com-ზე) გამოყენების წესებსა და და პირობებს.
  • 1.3 "PMG“ ან „ჩვენ“- შპს „ფილიპ მორის საქართველო“, ვებ-გვერდის მესაკუთრე ან „ჩვენ“ (სხვადსხვა შემთხვევაში) გულისხმობს შპს „ფილიპ მორის საქართველოს“, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ზაარბრიუკენის მოედანი, 0102, იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი: 404387374, რომელიც წარმოადგენს „პროდუქციის“ იმპორტიორს.
  • 1.4 „მომხმარებელი“ (მათ შორის "დარეგისტრირებული მომხმარებელი) ან „თქვენ“ - პირი, რომელიც არის მინიმუმ 18 წლის, თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მომხმარებელი და დაეთანხმა ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
  • 1.5 „უფლებამოსილი პირი“ - გულისხმობს „ჩვენს“ აფილირებულ პირებს, ლიცენზიანტებს, აგენტებს, კონტრაქტორებს, გარე კონსულტანტებსა და სერვისის მომწოდებლებს, ისევე როგორც, გარე ინფორმაციის მომწოდებლებს, რომლებთანაც შეთანხმებები (ხელშეკრულებები) დადებულია მომსახურების გაწევისთვის ან სხვა ქმედებათა შესრულებისთვის ან „ჩვენთვის“ ან „ჩვენი“ სახელით ან/და ჩვენთან აფილირებული პირებისთვის ან მათი სახელით), რომლებსაც აქვთ მონაცემთა დამუშავების უფლება და რომლებიც აღნიშნული შეთანხმებების (ხელშეკრულებების) დებულებების თანახმად,  არ არიან უფლებამოსილნი გაამჟღავნონ ან გამოიყენონ ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გამოყენება ან გამჟღავნება ხდება „ჩვენთვის“ ან „ჩვენი“ სახელით ან/და ჩვენთან აფილირებული პირების ან მათი სახელით მომსახურების გაწევის ან ქმედებათა შესრულების მიზნით; „PMG“ -სთვის მინიჭებული ყველა უფლება უნდა განხორციელდეს „უფლებამოსილი პირების“ მიერ. აღნიშნული „ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობების“ მიხედვით, უფლებამოსილი პირი გულისხმობს:

ა). Monolith Advanced Internet Solutions LTD-ის, ებრაული კომპანია, სათანადოდ დაფუძნებული ისრაელის კანონმდებლობის საფუძველზე, რომლის რეგისტრირებული მისამართია: მეფფის ქუჩა N5, პოლეგ, ნეტანია, ისრაელი, კომპანიის კოდი: 514532837;

ბ). Middleware, Inc., დელავერის კორპორაცია, დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, რეგისტრირებული მისამართი: 541 ჯეფერსონის ქუჩა, სუიტ 100 ქალაქი რედვუდი, კალიფორნია 94063, ამერიკის შეერთებული შტატები;

გ). Teleperformance Istanbul, მეტის ბილგისაიარ სისტემლერი სან. ვეტიკ ა.ს დეფტერდარ მაჰ/სემტ ოტაკჩილარ კად.7891, სტამბოლი, თურქეთი 6200026980

დ). შპს „ჯიდიაი“, „გამყიდველი“, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის ოფისიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში, გიორგი მდივნის ქუჩა N3ა-ში, 0120
ე). “Deeplace” SRL  საიდენტიფიკაციო ნომრით: 1004600025000, მისამართით დესფთეის ქუჩა N112, მე-2 სართული, კიშინიოვი, მოლდოვა, MD – 2004.

  • 1.6 „პროდუქცია“ - გულისხმობს გასახურებელ თამბაქოს პროდუქციას, თამბაქოს გახურების ელექტრონულ სისტემებს/მოწყობილობებს, ერთჯერად ელექტრონულ სიგარეტებს, ელექტრონულ სიგარეტებს კარტრიჯზე და სხვა საქონელს, რის შესახებაც ინფორმაცია შესაძლოა მიღებულ იქნეს „ვებ-გვერდის“ მეშვეობით;
  • 1.7 „პერსონალური მონაცემი“ – „მომხმარებლის“ მონაცემები, რაც მიიჩნევა პერსონალურ მონაცემად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 1.8 „გამყიდველი“ - პირი, რომელიც დაკონკრეტებულია „პროდუქციის“ დაჯავშნის წესებსა და პირობებში“, რომლისგანაც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ „პროდუქცია“, რომელიც შესყიდული უნდა იქნეს განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში. განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში შესაძენი „პროდუქციის“ დაჯავშნა შესაძლებელია რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც დამატებით წაიკითხავენ და დაეთანხმებიან „პროდუქციის დაჯავშნის წესებსა და პირობებს“.
  • 1.9 „პროდუქციის დაჯავშნის წესები და პირობები“ - განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში შესაძენი „პროდუქციის“ დაჯავშნისას, ან „პროდუქციასთან“ დაკავშირებული სხვა თემაზე, „თქვენსა“ და
    „გამყიდველს“ შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტი

 

  1. ვებ-გვერდის გამოყენება

 

  • 2.1 ეს „ვებ-გვერდი“ განკუთვნილია მხოლოდ თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელთათვის, რომლებიც არიან, სულ მცირე, 18 წლის და ცხოვრობენ საქართველოში. „ვებ-გვერდის“ გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე, 18 წლის და თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელი და „თქვენ“ გაეცანით და  ეთანხმებით წინამდებარე „ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს“. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით „ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს“, „თქვენ“ არ ხართ უფლებამოსილი ისარგებლოთ „ვებ-გვერდით“.
  • 2.2 აღნიშნული „ვებ-გვერდი“ სამართლებრივად ეკუთვნის „PMG“-ს და გამოიყენება მის მიერ. „PMG“-ს მიზანია „ვებ-გვერდის“ მეშვეობით მოგაწოდოთ საჭირო, ხელმისაწვდომი, სარწმუნო და დროული ინფორმაცია „პროდუქციის“ შესახებ; მოგაწოდოთ გაცნობიერებული და კომპეტენტური არჩევანის შესაძლებლობა და მომხმარებლის სერვისები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „PMG“ არ წარმოადგენს „გამყიდველს“ და არ შემოდის „თქვენთან“ რაიმე სახის ურთიერთობაში, რომელიც უკავშირდება „პროდუქციის“ დაჯავშნას, შეძენას, ქირაობასა და ა.შ.
  • 2.3 „ვებ-გვერდზე“ წვდომის უფლება შესაძლოა მიეცეთ მხოლოდ მათ, ვინც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
    • მომხმარებელი არის სულ მცირე, 18 წლის;
    • მომხმარებელი არის თამბაქოს ან/და ნიკოტინის-შემცველი პროდუქციის მომხმარებელი;
    • მომხამარებელი ცხოვრობს საქართველოში.
  • 2.4 რეგისტრაციისთანავე „თქვენ“ მოგეცემათ შესაძლებლობა აირჩიოთ შესაბამისი მომხმარებლის კომპიუტერულ სისტემაში შესვლის იდენტიფიკატორი და პაროლი (რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ „ვებ-გვერდის“ კონკრეტულ სექციებზე წვდომას), რომელიც უნდა იყოს პირადი და არ გადაეცეს მესამე პირს, გარდა შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გადაცემა აუცილებელია „ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობებით“ და საქართველოს კანონმდებლობით. მომხმარებლის კომპიუტერულ სისტემაში შესვლის იდენტიფიკატორი შესაძლოა მხოლოდ გადაეცეს პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ პირობებს და რომლებიც წარმატებით დარეგისტრირდნენ „ვებ-გვერდზე“. „ჩვენ“ ვიტოვებთ უფლებას ვაკონტროლოთ „ვებ-გვერდზე“ წვდომა და დავადასტუროთ
    „თქვენს“ მიერ „ვებ-გვერდის“ გამოყენება.

 

  • 2.5 „ვებ-გვერდზე“  ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მაგ., ქოლ-ცენტრის, ვაიბერის, ფეისბუქის, მესენჯერის, ელექტრონული ფოსტის, სავაჭრო წერტილში პირადად რეგისტრაციის გზით მეშვეობით) დარეგისტრირების შემდეგ, „თქვენი“ მონაცემები განთავსებული იქნება თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი სრულწლოვანი მომხმარებლების მონაცემთა სიაში. ეს გულისხმობს, რომ „თქვენ“, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, მიიღებთ, ინფორმაციას პროდუქციის შესახებ, კონკრეტულად, მაგრამ შეზღუდვის გარეშე, ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება მომხარებელზე ზრუნვასა და მხარდაჭერის საკითხებს. „ვებ-გვერდის“ გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით, „თქვენ“ უფლებას გვანიჭებთ „ჩვენ“, რომ გამომიგიგზავნოთ მსგავსი ინფორმაცია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ან სხვაგვარად (მათ შორის, სატელეფონო ზარის, SMS-ის, ვაიბერის, ელ-ფოსტის, ფეისბუქის მესენჯერის საშუალებებით). „თქვენ“ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ინფორმაციის მიღებაზე ნებისმიერ დროს რეგისტრაციის შემდეგ, მე-3 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

  1. ვებ-გვერდის გამოყენების შეწყვეტა

 

  • 3.1თქვენ“ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მასალის მიღებაზე ამ „წესები და პირობების“ 4 პუნქტის თანახმად „ვებ-გვერდზე“ განთავსებული ღილაკის - „დაგვიკავშირდით“ - მეშვეობით, „ვებ-გვერდის“ მომხმარებლის გვერდის, ქოლ-ცენტრის [0800 003 003] მეშვეობით ან „გამყიდველის“ სავაჭრო წერტილში. მსგავსი მოთხოვნის გაგზავნა არ გულისხმობს, რომ „თქვენ“ აღარ იქნებით რეგისტრირებული ჩვენს სრულწლოვან თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელთა ბაზაში. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ თუ ასევე გააუქმებთ რეგისტრაციას 3.2-3.3 პუნქტების მიხედვით ჩვენს სრულწლოვან თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელთა ბაზიდან, თქვენ ვეღარ მიიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენგან.
  • 3.2 თქვენი მომხმარებლის გვერდის გაუქმებისთვის, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე განთავსებული ღილაკის -„დაგვიკავშირდით“ -  მეშვეობით ან ქოლ-ცენტრის [0800 003 003] საშუალებით ან „გამყიდველის“ სავაჭრო წერტილში. ამ შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება ჩვენს მიერ.
  • 3.3 დამატებით, გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის „თქვენი“ გვერდი გაუქმდება და რეგისტრაციიდან მოიხსნება შემდეგ შემთხვევებში:

    თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ „თქვენ“ აღარ ხართ ნიკოტინის მომხმარებელი (მაგალითად, თუ „თქვენ“ შეწტყვიტეთ ნიკოტინის პროდუქტების გამოყენება), რამდენადაც „ჩვენ“ ვკომუნიცირებთ სრულწლოვან ნიკოტინის მომხმარებლებთან;

    თუ „თქვენ“ გაქვთ „არააქტიური სტატუსი“ 1 წლის ან მეტი ვადის განმავლობაში. „არააქტიური სტატუსი“ გულისხმობს, რომ რეგისტრირებულ მომხმარებელს არ ჰქონია ინტერაქცია IQOS გუნდთან კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების მეშვეობით 1 წლის განმავლობაში, არ სწვევია ნებისმიერ ოფიციალურ ვაჭრობის წერტილს შესაძენად ან მომსახურებისთვის, არ დაგვკავშირებია ქოლ-ცენტრის, ან ვაიბერის ან ფეისბუქის მესენჯერის მეშვეობით, არ შესულა „ვებ-გვერდზე“.

 

  • 3.4 „წესები და პირობების“ 2-3.3 პუნქტებში მითითებული ნებისმიერი შემთხვევისას, „თქვენი“ მომხმარებლის გვერდი გაუქმდება და მოიხსნება რეგისტრაციიდან შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.

 

  1. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვის დებულება

 

  • 4.1 აღნიშნული „ვებ-გვერდის“ გამოყენებითა და  „ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე" დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ, სულ მცირე 18 წლის, ცხოვრობთ საქართველოში და ხართ თამბაქოს/ნიკოტინის-შემცველი პროდუქციის მომხმარებელი; „თქვენ“ აცნობიერებთ და ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების გამოყენების პირობებსა და მიზნებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ასევე, აცნობიერებთ და ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება არ წარმოდგენს თქვენთვის რაიმე ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდის საფუძველს. „PMG“ პატივს სცემს თავისი მომხმარებლების პირად ინფორმაციას. „ჩვენ“ ვიღებთ ვალდებულებას მივიღოთ სათანადო ზომები, რათა დავიცვათ „თქვენი“ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც გვაწვდით „ვებ-გვერდზე“ვიზიტისა და მისი გამოყენების დროს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა" აღწერს ყველა ღონისძიებებს, რომელსაც ვახორციელებთ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუკი „თქვენ“ არ ეთანხმებით წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“, „თქვენ“ არ უნდა გამოიყენოთ „ვებ-გვერდი“. „ჩვენ“ ვიტოვებთ უფლებას განვახორციელოთ ცვლილებები წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“ ნებისმიერ დროს, რომელზეც დამატებით გეცნობებათ, მაგრამ რეკომენდებულია „ვებ-გვერდის“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" რეგულარი შემოწმება.

 

  • 4.2 PMG-ს მიერ „თქვენი“ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე გთხოვთ, მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: შპს „ფილიპ მორის საქართველო“, ზაარბრიუკენის მოედანი, 0102, თბილისი , საქართველო.

 

  • 4.3 როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვა წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. „ჩვენ“ უზრუნველვყოფთ, რომ „ჩვენი“ და უფლებამოსილი მესამე პირების მიერ განხორციელდეს სათანადო ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფიზიკური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც შექმნილია იმ პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული გამჟღავნების, გამოყენების, მოდიფიკაციის ან წაშლისგან დასაცავად, რომელსაც „თქვენ“ გვაწვდით ამ „ვებ-გვერდზე“ „თქვენი“ ვიზიტის ან „ვებ-გვერდის“ „თქვენ“ მიერ გამოყენების დროს. „ჩვენ“ ვიყენებთ დაცულ საკომუნიკაციო კავშირებს, რათა უზრუნველვყოთ „თქვენი“ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ  ლინკზე.

    5. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
  • 5.1 წინამდებარე „ვებ-გვერდი“ და მისი შინაარსი (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კომპიუტერული უზრუნველყოფა, ფაილები, გრაფიკები და სხვა ინფორმაცია ან მასალები) წარმოადგენს „PMG“-ს, მისი აფილირებული პირების ან/და „ვებ-გვერდზე“ მითითებული მესამე პირების, ან/და ლიცენზორების საკუთრებას და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების სამართლით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით, სასაქონლო ნიშნის შესახებ კანონით, დიზაინის შესახებ კანონით და საქართველოსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. სანამ სხვაგვარად არ არის მითითებული, „ვებ-გვერდი“ განკუთვნილია მხოლოდ „თქვენი“ პერსონალური საჭიროებებისთვის. „PMG“-ს წერილობითი თანხმობის გარეშე წინამდებარე „ვებ-გვერდის“ მასალების გამოყენება სხვა მიზნებისთვის (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: „ვებ-გვერდის“ გამოყენება ბიზნეს აქტივობებთან დაკავშირებით; ნებისმიერი მასალის, ინფორმაციის, კომპიუტერული უზრუნველყოფის, „პროდუქციის“ ან „ვებ-გვერდიდან“ მიღებული მომსახურების მოდიფიკაცია, გავრცელება, გადაცემა, შექმნა, რეკლამირება, რეპროდუქცია, გამოქვეყნება, ლიცენზირება ან გაუქმება; წინამდებარე „ვებ-გვერდიდან“ მიღებული ნებისმიერი ნაწარმოები მასალის, ინფორმაციის, კომპიუტერული უზრუნველყოფის, პროდუქციის ნებისმიერი სხვა სამუშაოს ან სერვისის შექმნა, გადაცემა ან გაყიდვა) მკაცრად აკრძალულია.

    6. ცვლილებები წინამდებარე პირობებში
  • 6.1ჩვენ“ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ სრულად ან ნაწილობრივ წინამდებარე „ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები“ (ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“), რომლის შესახებაც გეცნობებათ, მაგრამ რეკომენდირებულია მისი შემოწმება პერიოდულად.

    7. დასკვნითი დებულებები
  • 7.1 გარანტიებზე უარის თქმა. „თქვენ“ მიერ „ვებ-გვერდის“ გამოყენება წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას. წინამდებარე „ვებ-გვერდის“ მოწოდება ხდება „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ საფუძვლებზე. „PMG“ ან/და უფლებამოსილი პირები უპირობოდ და ცალსახად უარს აცხადებენ ყველა გარანტიაზე, გამოთქმულზე ან ნაგულისხმევზე, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: ხარსიხისა და ვარგისიანობის გარანტიაზე ერთი ან სხვა კონკრეტული მიზნით და ნებისმიერ გარანტიაზე იმის თაობაზე, რომ წინამდებარე ვებ-გვერდის მასალები არ არღვევენ რომელიმე უფლებას; რომ წვდომა წინამდებარე „ვებ-გვერდზე“ იქნება განგრძობადი და არ იქნება დაკავშირებული ცდომილებებთან; რომ წინამდებარე „ვებ-გვერდი“ იქნება უსაფრთხო; რომ წინამდებარე „ვებ-გვერდი“ ან სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ „ვებ-გვერდის“ გამართულ მუშაობას, არ იქნება ვირუსის შემცველი; რომ წინამდებარე „ვებ-გვერდზე“ განთავსებული ინფორმაცია იქნება სრული, ზუსტი ან დროული. თუკი „თქვენ“ წინამდებარე ვებ-გვერდიდან გადმოიწერთ რაიმე მასალას, აღნიშნულს ახორციელებთ პირადი დისკრეციის საფუძველზე და პირადი პასუხისმგებლობით.  მსგავსი მასალების გადმოწერის შედეგად „თქვენი“ კომპიუტერული სისტემისთვის მიყენებული ზიანი ან მონაცემთა დაკარგვა სრულად წარმოადგენს „თქვენს“ პასუხისმგებლობას. ამასთან დამატებით, „თქვენ“ აცხადებთ თანხმობას, რომ დაფარავთ მსგავსი ზიანის აღმოფხვრისთვის, აღდგენის ან გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯებს

  • 7.2 პასუხიმგებლობის შეზღუდვა. გამოსაყენებელი სამართლით დასაშვებ ფარგლებში, „თქვენ“ აცნობიერებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ არც „PMG“ და არც სხვა უფლებამოსილი მესამე პირები იქნებიან პასუხისმგებელნი ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც რელევანტურია ან წარმოიშობა „თქვენი“ მხრიდან ან წინამდებარე „ვებ-გვერდის“ გამოყენების შეუძლებლობიდან ან წინამდებარე „ვებ-გვერდთან“ დაკავშირებით „ჩვენთან“ ან უფლებამოსილ მესამე პირებთან კომუნიკაციის დამყარების შედეგად. წინამდებარე „წესებისა და პირობების“ მოქმედება ვრცელდება შეცდომებზე, დაუდევრობებზე, შეწყვეტებზე, მცდარ ქმედებებზე, დაგვიანებაზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, „თქვენი“ მოგების ან ინფორმაციის დაკარგვაზე, თქვენს ტრანსფერებზე ან ინფორმაციებზე არავტორიზებულ წვდომაზე ან დარღვევებზე, ისევე როგორც სხვა არსებით ან არაფულად ზიანზე. წინამდებარე პასუხისმგებლობის შეზღუდვა ვრცელდება მიუხედავად იმისა, მსგავსი ზიანი გამოწვეულია თუ არა დაუდევრობის შედეგად ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით, რომელიც გამოწვეულია წინამდებარე „ვებ-გვერდზე“ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, სერვისების, პროდუქტების ან მასალების გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით და თუნდაც, დაუდევრობა გამოჩენილი იყოს „ჩვენი“ ან უფლებამოსილი მესამე პირების მიერ ან თუნდაც „ჩვენ“ ან უფლებამოსილი მესამე პირები გაფრთხილებულნი ვყოფილიყავით მსგავს ზიანზე. „ჩვენ“ უფლებამოსილნი ვართ, ნებისმიერი დროს, ყოველგვარი წინასწარ გაფრთხილების გარეშე, გავაფართოვოთ, შევცვალოთ, შევზღუდოთ ან სრულად დავხუროთ „ვებ-გვერდი“ ან მისი ნაწილი, და აღნიშნულის თაობაზე „ჩვენ“ არ ვიღებთ საკუთარ თავზე რაიმე სახის პასუხისმგებლობას. წინამდებარე „ვებ-გვერდი“ შეიძლება შეიცავდეს მითითებას ან ბმულებს სხვა „ვებ-გვერდებზე“. „ჩვენ“ არ ვართ პასუხისმგებელნი თქვენ მიერ მსგავსი ვებ-გვერდების გამოყენებაზე. მითითებები ან ბმულები სხვა „ვებ-გვერდებზე“ მოცემულია მხოლოდ ინფორმირების მიზნებისთვის, და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ: (ა) „ჩვენ“ მხარს ვუჭერთ პირებს, რომლებიც ფლობენ აღნიშნულ „ვებ-გვერდს“, ან (ბ) უზრუნველვყოფთ ან ვიძლევით გარანტიას მსგავს „ვებ-გვერდებზე“ განთავსებული საქონლის ან მომსახურების ხარისხზე და ასევე არ ვართ პასუხისმგებელი მსგავს „ვებ-გვერდებზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე და სანდოობაზე.

  • 7.3 ზიანის ანაზღაურება. „თქვენ“ აცხადებთ თანხმობას რომ „PMG“-ს და მის ნებისმიერ უფლებამოსილ  პირს, ასევე მათ სათანადო თანამდებობის პირებს, დირექტორებს, დასაქმებულებს, წარმომადგენლებს, ლიცენზორებს და მომმარაგებლებს აუნაზღაუროთ ზიანი ნებისმიერ დანაკარგთან, პასუხისმგებლობასთან და ხარჯებთან მიმართებით, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, ადვოკატის მომსახურების ხარჯები და სამართალწარმოების ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია წინამდებარე „ვებ-გვერდის“ გამოყენების წესების დარღვევით (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დაუდევარი ან განზრახი ქმედებებით) „თქვენი“ ან ნებისმიერი პირის მიერ (რომელიც „ვებ-გვერდზე“ წვდომას მოპოვებს თქვენი ინტერნეტ კავშირის მეშვეობით). თუკი „თქვენი“ ქმედებები ხელს უშლის ან საფრთხეს უქმნის „ვებ-გვერდის“ ან სისტემის გამართულად მუშაობასა და ინფორმაციის გადაცემის შეფერხებას „ვებ-გვერდსა“ და „თქვენს“ ან სხვებს შორის, „თქვენ“ იქნებით პასუხისმგებელნი ყველა ზიანზე, მათ შორის მსგავსი პრობლემებიდან წარმოშობილი ნებისმიერ გონივრულ ხარჯზე, ადვოკატისა და სამართალწარმოების ხარჯებზე.

  • 7.4 „ვებ-გვერდზე“ წვდომის დაბლოკვა. „თქვენი“ წვდომა „ვებ-გვერდზე“ შესაძლოა დაბლოკილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
    • „თქვენ“ არ აკმაყოფილებთ „ვებ-გვერდზე“ წვდომის მოთხოვნებს;
    • მოწოდებულია არასწორი პერსონალური მონაცემები;
    • „თქვენ“ დაგვიკავშირდით „ვებ-გვერდზე“ წვდომის შეზღუდვის თხოვნით;
    • ნებისმიერი მიზეზით, მოხდა „თქვენი“ მონაცემების ამოღება თამბაქოს/ნიკოტინის შემცველი პროდუქციის სრულწლოვან მომხმარებელთა ბაზიდან;
    • გაქვთ ერთზე მეტი კომპიუტერულ სისტემაში შესვლის იდენტიფიკატორი.
  • 7.5 იურისდიქცია. წინამდებარე „ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები“, ისევე, როგორც „თქვენ“ მიერ „ვებ-გვერდის“ გამოყენება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და „თქვენ“ უცვლელად ეთანხმებით წინამდებარე წესებიდან წარმოშობილ საკითხებზე საქართველოში მდებარე სასამართლოების იურისდიქციას. წინამდებარე „ვებ-გვერდი“ შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „PMG“ და მასთან აფილირებული პირები თავიანთ აქტივობებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყნიდან და იცავენ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება „თქვენ“ ხართ პასუხისმგებელი იმ იურისდიქციის კანონმდებლობის მოთხოვნების გაცნობაზე და დაცვაზე, რომელშიც იმყოფებით.

  • 7.6 გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ წინამდებარე „ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები“ ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ „ვებ-გვერდზე“ და არა სხვა „ვებ-გვერდებზე, მათ შორის „ვებ-გვერდებზე“, რომლებიც არის „PMG“-ს ან/და სხვა უფლებამოსილი მესამე პირების ან/და სხვა იმ მესამე პირების საკუთრებაში, რომლებზეც ვრცელდება სხვა წესები და პოლიტიკა.