PMG-ის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა („პოლიტიკა“)
„ჩვენ“ სერიოზულად ვეპყრობით კონფიდენციალურობის საკითხს. აღნიშნული „პოლიტიკა“ გაუწყებთ თუ ვინ ვართ ჩვენ, რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ და როგორ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას. ჩვენ დავამუშავებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გთხოვთ, ასევე გაეცნოთ გამოყენების პირობებს იმ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაინტერესებული ხართ. აღნიშნული მოიცავს უფრო მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვახორციელებთ საქმიანობას, ასევე ინფორმაციას უფლების შეზღუდვის ყველა შესაძლო შემთხვევაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ Philip Morris International-ის კომპანიების კოლექტიური ჯგუფის აფილირებული წევრი. ჯგუფის ყველა აფილირებული წევრი ჩამოთვლილია აქ, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, სადაც ეს საჭიროა. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, თუ გსურთ ჩვენ მოგვმართოთ.
„ჩვენი“ მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ „პოლიტიკაზე“.
„Philip Morris International“ ან „PMI“ ნიშნავს „Philip Morris International“, თამბაქოს საერთაშორისო წამყვან ჯგუფს. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან აფილირებული პირისაგან.
„PMI-ის აფილირებული პირები“: Philip Morris International-ის კომპანიების ჯგუფში შემავალი თითოეული წევრიარის „PMI-ის აფილირებული პირი“. „ჩვენ“ (ან „ჩვენს“ ან „ჩვენი“) აღნიშნავს PMI-ის აფილირებულ პირს, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ.
„PMI-ის პროდუქტი“: ნიშნავს „ჩვენი“ ან „PMI-ის აფილირებული პირის“ პროდუქტს.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
„ჩვენ“ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვადასხვა გზით.
წინამდებარე „პოლიტიკაში“ ჩვენ მივუთითებთ ყველა მეთოდს, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება, როგორც „PMI-ისთან ურთიერთკავშირის წერტილები“. „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები“ მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგ. საცალო გაყიდვები და ღონისძიებები, მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრები), ასევე ციფრულს (მაგალითად, აპები და ვებსაიტები) სივრცეს.
PMG-ის მომხმარებლის პერსონალურ მონაცა დამუშავების პოლიტიკა
„ჩვენ“ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც „თქვენ“ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:
„ჩვენ“ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ „თქვენ“ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას. ამის გაზიარება შესაძლებელია ინტერნეტით, პირდაპირი კავშირის ან ჩვენი ერთ-ერთი აპის მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:
„ჩვენ“ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია „თქვენ“ შესახებ ქუქი-ფაილებისა და ურთიერთკავშირის წერტილებზე არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიც არის ვებ შუქურები/პიქსელები), რომელსაც იღებთ, როდესაც ეწვევით ციფრული „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებს“ ან მიიღებთ ელწერილს „ჩვენგან“. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილზე“. „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებზე“ გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთკავშირის წერტილში ან მისი გამოყენებისას. ეს ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს Google ანალიტიკის ქუქი-ფაილებს (იხილეთ www.google.com/policies/privacy/partners/.)
„ჩვენ“ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს „PMI-ის აფილირებულ კომპანიებს“ შორის გაზიარებულ ინფორმაციას, საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილის ინფორმაციას (როგორიც არის თქვენი პრეფერენციები და ინტერესები) მესამე პირის სოციალურ მედია საიტებზე (როგორიც არის Facebook და X), მარკეტინგულ სიებს და მესამე მხარის სააგენტოებისგან შეძენილ დამატებით ინფორმაციას.
იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, „ჩვენ“ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია „თქვენს“ შესახებ იმ ინფორმაციიდან, რომელიც უკვე გვაქვს. მაგალითად, „ჩვენ“ შეიძლება გამოვიყენოთ კრებსითი ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან, თქვენი პრეფერენციების დასადგენად.
„ჩვენ“ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც „თქვენთვის“ თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ „თქვენს“ შესახებ?
„ჩვენ“ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია „თქვენს“ შესახებ:
ინფორმაცია, რომელსაც „ჩვენ“ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, როცა თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:
თუ ჩამოტვირთავთ „ჩვენს“ ერთ-ერთ აპლიკაციას ჩვენ შევაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას „თქვენს“ შესახებ:
ინფორმაცია, რომელსაც „ჩვენ“ ვაგროვებთ ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ „თქვენ“ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას PMI-ის ელექტრონული მოწყობილობისთვის: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მფლობელის სერიული ნომერი, დამტენის სერიული ნომერი, მიკროპროგრამის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა სახარჯო ერთეულების რაოდენობა (მაგ. IQOS მოწყობილობისთვის), გაწმენდების რაოდენობა, ბატარეის გამოყენება, ნაფაზების რაოდენობა და მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლიობის მონაცემები (კუმულაციური მნიშვნელობების და დროის ანაბეჭდების ჩათვლით, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის)).
ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:
ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე პირებისგან, ზოგადად მოიცავს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას (როგორიც არის ინტერესები და გამოცდილება), მაგალითად, სოციალურ მედიაში „თქვენს“ მიერ გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.
რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ „თქვენს“ შესახებ ინფორმაციას?
აღნიშნულ განყოფილებაში „ჩვენ“ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ჩვენ“ ვიყენებთ „თქვენს“ შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
„თქვენს“ შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი იმ სამართლებრივი ვალდებულებების დაცვა, რომლებიც ვრცელდება „ჩვენზე“;
მიზნები, რისთვისაც „ჩვენ“ ვიყენებთ ინფორმაციას „თქვენს“ შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
მიზანი |
ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის |
რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა
„თქვენი“, როგორც „ჩვენი“ პროდუქტების მომხმარებლის სტატუსისა და ასაკის დადასტურება (ქვეყნიდან და PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ხელით განხორციელებული ან ავტომატური პროცესი; |
აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან. „ჩვენ“ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან იგი აუცილებელია ჩვენთვის, რათა დავიცვათ პროდუქციის მხოლოდ სრულწლოვანი პირისათვის მიყიდვის სამართლებრივი ვალდებულება, |
გავაქირავოთ ან გავყიდოთ „ჩვენი“ პროდუქცია
იშევასრულოთ „თქვენი“ შეკვეთები (მათ შორის გამოვაგზავნოთ ქვითრები) დავამუშაოთ „თქვენი“ გადახდები საგარანტიო და მხარდაჭერის მომსახურების უზრუნველყოფა |
აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან (ჩვეულებრივ, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საგადახდო ინფორმაცია). ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას თქვენთან, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველთან, დაკავშირებით, ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. |
გაყიდვასთან დაკავშირებული და პროდუქტის მხარდაჭერის მომსახურებების უზრუნველყოფა
ვუპასოხოთ თქვენს შეკითხვებს,დავაკმაყოფილოთ თვენი მოთხოვნები და მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ „ჩვენს“ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით. გვქონდეს თქვენთან მიმოწერა; ზოგადი ადმინისტრირება და სისტემური პრობლემების მოგვარება; ერთგულების პროგრამების ადმინისტრირება. |
აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირდაპირ თქვენგან, მაგრამ შეიძლება გაერთიანდეს იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ (მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) „თქვენი“ „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების“ გამოყენების და „ჩვენ“ მიერ გაგზავნილი ელწერილების მონიტორინგისთვის) და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის; და (სადაც კანონით ნებადართულია) ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან (როგორიცაა საჯარო სოციალური მედიის პოსტები). ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი უზრუნველვყოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება |
ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებ(ებ)ის შესახებ ინფომრაციის მიწოდება
გავიგოთ თქვენი პრეფერენციები (მაგალითად, რომელმა პროდუქციამ ან ღონისძიებებმა შეიძლება დაგაინტერესოთ, ან რომელი მათგანი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს) და მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული ინფორმაცია;
გავიგოთ, ხართ თუ არა ჩართული ჩვენს აქტივობაში და გსურთ თუ არა ჩვენი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღება;
ადმინისტრირება გავუწიოთ ერთგულების და რეფერალების პროგრამებს; მოგიწვიოთ „თქვენ“, რათა მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვებსა და ბაზრის კვლევის კამპანიებში და მოახდინოთ მათი ადმინისტრირება; ბაზრის კვლევისათვის და ბაზრის კვლევის სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირებისთვის; შევიმუშაოთ მარკეტინგული სტრატეგიები; ვმართოთ „ჩვენი“ კამპანიები და აქტივობები; „თქვენს“ პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ „თქვენი“ გამოცდილება „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან“ მიმართებაში (მაგალითად, პერსონალიზაცია გავუწიოთ თქვენს ვიზიტებს, როგორიცაა მისალმებები ან შეთავაზებები, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ) |
აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, გვარი „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების“ მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) ჩვენგან „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა“ და ელექტრონული შეტყობინებების (მაგ. ელფოსტა და SMS) გამოყენების მონიტორინგისთვის (მაგ. ელწერილები და სმს-ები) და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის; და ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაში). „ჩვენ“ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ: „ჩვენ“ მიღებული გვაქვს თქვენი თანხმობა შესაბამისი საფუძვლით დამუშავებაზე |
„PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების“ და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება
საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების მიმართ;
|
ეს ინფორმაცია, თუ თქვენ გადაწყვეტთ მის ჩვენთვის გამოგზავნას, გამოგვეგზავნება პირდაპირ მოწყობილობის ინტერნეტთან კავშირიდან, ან ჩვენი ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ.
აღნიშნული შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (მაგ. დამჭერის სერიული ნომერი, დამტენის სერიული ნომერი, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა თამბაქოს ღერების რაოდენობა (IQOS მოწყობილობებისთვის), გაწმენდის რაოდენობა, ბატარეის მოხმარება, გაბოლების რაოდენობა და მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მონაცემები (თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის, კუმულაციური მნიშვნელობებისა და დროის მომენტების ჩათვლით)).
ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას თქვენი თანხმობისა და თქვენს წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფუძველზე; |
ყველა ზემოხსენებული მიზნის უზრუნველყოფა
ადმინისტრირება გავუწიოთ თქვენს ანგარიშებს;
უზრუნველვყოთ, რათა თქვენ გამოიყენოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები (მაგ. ნება დაგრთოთ დარჩეთ დალოგინებული ურთიერთკავშირის წერტილების ისეთ განყოფილებებში სისტემაში, რომლებიც დარეზერვებულია მხოლოდ ავტორიზებული წევრებისათვის, ვმართოთ თქვენი ენობრივი პრეფერენცია, უზრუნველვყოთ თქვენთან ასოცირებული სავაჭრო კალათა, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილის გარკვეული მახასიათებლების ჩართვა, მაგ. ფუნქცია „იპოვე ჩემი IQOS“ (სადაც ირჩევთ თქვენი მდებარეობის გაზიარებას)); გვქონდეს თქვენთან მიმოწერა; დავგეგმოთ თქვენი შეხვედრები ჩვენთან ან რომელიმე ისეთ პირთან, რომელიც ახორციელებს ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების მხარდაჭერას (მაგალითად, ახალ პროდუქტებთან ან გაყიდვის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებით) გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება; თაღლითობის პრევენცია (მაგალითად, ჩვენი აქციების, კონკურსებისა და გამოკითხვების კონტექსტში, იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ერთზე მეტჯერ არ იქნა მიღებული ერთი და იმავე პირის მიერ, ან ელექტრონული კომერციის კონტექსტში ბარათის მფლობელის ინფორმაციის დასაცავად); პერსონალის ტრენინგი და ხარისხის კონტროლი (მათ შორის, ზარების ჩანაწერების ტრანსკრიფციების გამოყენება საკონტაქტო ცენტრებში აგრეგირებული ინფორმაციის მისაღებად) და ადმინისტრირება და პრობლემების მოგვარება; |
აღნიშნული, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (როგორც წესი, სახელი და კოდური სიტყვა (ან მისი ექვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები, როგორც ზემოთ არის აღწერილი, და თქვენი ზარების ჩანაწერები (და ამ ჩანაწერების ტრანსკრიფცია) ან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებში ვიზიტები). აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმის საფუძველზე, რაც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ; მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს, რათა უზრუნველვყოთ შესყიდვა ან უზრუნველვყოთ გაყიდვის შემდგომი მომსახურება, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის მიმართ არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; |
ბიზნეს ანალიტიკა და გაუმჯობესებები
„ჩვენ“ ან „ჩვენს“ ბიზნეს პარტნიორებს უფლება ჰქონდეთ შეგატყობინონ PMI-ის პროდუქციის წამახალისებელ აქციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებზე;
ბიზნეს ანალიტიკის, სტატისტიკური ან სამეცნიერო მიზნებისთვის (მათ შორის PMI-ის პროდუქციის გაუმჯობესებისთვის (ელექტრონული მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემებისთვის, ეს მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინფორმაციის გამოგზავნა ჩვენთან ამ მიზნებისთვის), ასევე სერვისების, გაყიდვის ობიექტების, რომლებიც ყიდიან PMI-ის პროდუქციას, ღონისძიებების, PMI-ის ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების და ინფორმაციის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს) |
აღნიშნული, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (როგორიცაა ინფორმაცია თქვენი მიმოწერიდან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან; ან დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგ. თქვენი ასაკი, სქესი და ქალაქი, სადაც ცხოვრობთ); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობიდან (რომელიც, PMI ელექტრონული მოწყობილობებისთვის, შეიცავს ინფორმაციას თქვენი ელექტრონული მოწყობილობისა და მისი გამოყენების შესახებ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას გარკვეული მონაცემების გამოყენებაზე, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს ამ მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე თანხმობა გაქვთ მოცემული); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მესამე პირებისგან. იქ, სადაც ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი ტიპის ინფორმაცია ამ კატეგორიებიდან, ჩვენ მათ გავაერთიანებთ ჩვენი ანალიზის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ: ·ჩვენ გვაქვს თქვენი თანხმობა მონაცემთა აღნიშნული მიზნით დამუშავებაზე; ·გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ ბიზნეს საქმიანობა, ჩვენი პროდუქტები, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები, გაყიდვის ობიექტები და ღონისძიებები; |
თუ ჩვენ თქვენ შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, ინფორმაციის დამუშავებამდე, ჩვენ წინასწარ მოგმართავთ თანხმობის მისაღებად აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა მიზნებისთვისაც. ასეთი გარემოების არსებობისას ჩვენ მოგაწვდით პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებით შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება უნდა განხილული იქნეს აღნიშნულ „პოლიტიკასთან“ ერთად.
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:
ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამრიგად, სადაც კანონი გვავალდებულებს თქვენი თანხმობის მიღებას, ჩვენ პირველ რიგში მოვითხოვთ მას.
ინფორმაციის გაზიარება სხვა PMI-ის აფილირებულ პირებთან
როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს აფილირებულ პირებს და მომსახურების მომწოდებლებს. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი სტანდარტული ოპერაციების ნაწილი. როდესაც გადავცემთ თქვენს მონაცემებს საზღვარგარეთ, ჩვენ ვზღუდავთ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ მათთვის, ვინც ის უნდა ნახოს, დაამუშაოს თქვენი მონაცემები მონაცემთა დაცვის შიდა სტანდარტების შესაბამისად, დაიცავს ისინი სათანადოდ. ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მხოლოდ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად. მონაცემთა გადაცემის დროს, ჩვენ მოვთხოვთ მიმღებ მხარეს შეინახოს თქვენი მონაცემები კონფიდენციალურად, წაშალოს ისინი, როდესაც აღარ არის საჭირო და იმოქმედოს ამ „პოლიტიკის“ შესაბამისად. შესაბამისად, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნისათვის თქვენი მონაცემების გადაცემას სჭირდება კონკრეტული კანონშესაბამისი ზომების მიღება, ჩვენ მათ აუცილებლად მივიღებთ.
ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ კრიპტოგრაფიას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც განხორციელდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება მონაცემთა დამუშავების წინამდებრე პოლიტიკის შესავაბამისად. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია, თუ რა მიზნით მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის ან შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, წავშალოთ ან დავაარქივოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის გასვლის შემდეგ.
ძირითადად „ჩვენ“ ვინახავთ მონაცემებს ქვემოთ ცხრილში მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუ ეს პერიოდები ეწინააღმდეგება სამართლებრივ ვალდებულებებს, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისთვის, იმისთვის, რომ შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის შემდეგ, ჩვენ ასეთ დროს ვიყენებთ კანონით დადგენილ ვადებს.
სახეობა |
განმარტება/მონაცემთა შენახვის ტიპური კრიტერიუმები |
პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კომუნიკაციებს) (თუ თქვენ იყენებთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს და ხართ კონტაქტური) |
თქვენს პროფილში მითითებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ინახება თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობის არსებობის განმავლობაში; მაგალითად, იქამდე სანამ თქვენ აგრძელებთ ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებას ან პასუხობთ ჩვენს კომუნიკაციებს. მიუხედავად ამისა, თქვენი პროფილის ზოგიერთი ელემენტი, ისეთი, როგორიც არის ჩანაწერების იმის შესახებ, თუ როგორი ინტერაქცია გვაქვს თქვენთან, ძველდება გარკვეული პერიოდის შემდეგ და შესაბამისად, ჩვენ ავტომატურად ვშლით მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ (როგორც წესი, 3 წლის შემდგომ) იმის მიხედვით, თუ რა მიზნით იქნა შეგროვებული აღნიშნული ინფორმაცია. |
პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კომუნიკაციებს) (თუ თქვენ აღარ გაქვთ კონტაქტი ჩვენთან) |
აღნიშნული შემთხვევა იდენტურია ზემოთ მოცემულისა, მაგრამ თუ ჩვენ აღარ გვექნება კონტაქტი თქვენთან დიდი ხნის განმავლობაში (როგორც წესი 2 წლის განმავლობაში), ჩვენ შეწყვეტთ თქვენთან კომუნიკაციას და წავშლით თქვენს მოწერილი პასუხების ისტორიას. მაგალითად, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ აღარ დააკლიკავთ ღონისძიების მოწვევაზე, აღარ შეხვალთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილში ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აღარ დაეკონტაქტებით მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისს. ყოველივეს მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ გირჩევნიათ აღარ მიიღოთ კომუნიკაციები. |
პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კომუნიკაციებს) კომუნიკაციებს) (თუ თქვენ არ ხართ კონტაქტური) |
თუ თქვენ დარეგისტრირდით, რათა მიიღოთ ინფორმაცია (რაც მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კომუნიკაციებს), მაგრამ თქვენ მიერ მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია არასწორია, ჩვენ დავიტოვებთ თქვენს მონაცემებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც როგორც წესი შეადგენს მხოლოდ 1 წელს, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება შეასწოროთ აღნიშნული მონაცემები. |
პროდუქციის მიყიდვა თქვენთვის (რაც მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კომუნიკაციებს) (არასრული რეგისტრაცია) |
თუ თქვენ დაიწყებთ საკუთარი ანგარიშის რეგისტრაციას მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არ დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს (მაგალითად, თუ თქვენ არ დაასრულებთ ასაკის ვერიფიკაციის პროცედურას ან თქვენ არ დაეთანხმებით ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენების პირობებს, ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას), ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს მონაცემებს (იმისათვის რათა საშუალება მოგცეთ შემდგომ დაუბრუნდეთ და დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი) მხოლოდ 30 დღის მანძილზე, არასრული ინფორმაციის ტიპის გათვალისწინებით. |
ბაზრის კვლევა |
თუ თქვენ არ ხართ ჩვენთან დარეგისტრირებული სხვა მიზნებისათვის (მაგალითად, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის, გარანტიებისათვის, მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისისათვის) და ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ შესახებ საჯაროდ მოცემულ ინფორმაციას იმისათვის რათა შევისწავლოთ ბაზარი და უკეთ გავიგოთ თქვენი პრეფერენციები, ჩვენ დავიტოვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ მოკლე ხნის განმავლობაში რათა შევასრულო ბაზრის კვლევის კონკრეტული პუნქტი. თუ ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ბაზრის კვლევის სხვა კონტექსტში, ჩვენ შევინახავთ ამ ინფორმაციას:
|
შესყიდვები, ერთგულების ტრანზაქციები და გარანტიები |
თუ თქვენ შეისყიდით საქონელს ან შეასრულებთ ერთგულების ტრანზაქციას, ჩვენ დავიტოვებთ აღნიშნულთან დაკავშირებულ მონაცემებს იქამდე, სადამდეც აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რათა შესრულდეს ნასყიდობა და ყოველივე შესაბამისობაში იყოს კანონისმიერ ვალდებულებებთან (მაგალითად, საგადასახადო, საბუღალტრო, სააღრიცხვო და თაღლითობის პრევენციის მიზნებისათვის). ჩვენ დავიტოვებთ თქვენს მონაცემებს იქამდე სანამ ისინი რელევანტური იქნება საგარანტიო და პროდუქტის მხარდაჭერის მომსახურებისათვის. |
მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისი |
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუკავშირდებით მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისს, ჩვენ გავაკეთებთ ჩანაწერს საკითხთან დაკავშირებით (რაც მოიცავს ინფორმაციას თქვენს მოთხოვნაზე და ჩვენს პასუხებზე) და დავიტოვებთ აღნიშნულ ინფორმაციას იქამდე, სანამ ის რელევანტური იქნება ჩვენს ურთიერთობაში, მაგალითად თუ თქვენ გსურთ, რომ გარანტიიდან გამომდინარე გამოგიცვალოთ მოწყობილობა ან თუ თქვენი წინა მოთხოვნები არის რელევანტური. დროებითი ჩანაწერები (მაგალითად, სატელეფონო საუბრის ავტომატური ჩანაწერი, რომელშიც თქვენ გვთხოვთ მიგითითოთ გზა საცალო გაყიდვის ობიექტამდე) შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დროებით და ისინი შესაძლოა იყოს რელევანტური მხოლოდ იქამდე, სანამ არ გაკეთდება უფრო მეტად მუდმივი ჩანაწერები. |
სისტემის კონტროლის ჩანაწერები და თაღლითობის პრევენცია |
სისტემის კონტროლის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება 6 თვემდე ვადით სისტემის აღდგენის მიზნით და 10 წლამდე ვადით თაღლითობის თავიდან ასაცილებლად. |
ბიზნეს ანალიტიკა |
ჩვენ ვინახავთ ბიზნესის ანალიზის მონაცემებს თქვენთან ჩვენი ურთიერთობის სრული პერიოდის განმავლობაში, როგორც ეს აღწერილია ზემოთ მოცემული ცხრილის პირველ სტრიქონში. თუმცა, მისი ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა მოწყობილობის გარკვეული ინფორმაცია (თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთვის მის გაზიარებას), ბუნებრივია, მოძველებული ხდება რაღაც პერიოდის შემდეგ, ამიტომ ჩვენ მათ ავტომატურად ვშლით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, რისთვისაც ისინი შევაგროვეთ. |
მოწყობილობის მონაცემები |
ჩვენ ვინახავთ თქვენი მოწყობილობიდან შეგროვებულ მონაცემებს (თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთვის მის გაზიარებას) სხვადასხვა ვადით, იმ მიზნების გათვალისწინებით, რისთვისაც მას ვიყენებთ: პროდუქტის გაუმჯობესება: 5 წელი (ან ნაკლები, თუ თქვენ წაშლით მარკეტინგულ პროფილს) ბიზნეს ანალიტიკა: 5 წელი (ან ნაკლები, თუ თქვენ წაშლით მარკეტინგულ პროფილს)
მოწყობილობის დიაგნოსტიკა და განახლება: წაიშლება სერვისის მიწოდებისთანავე;
მომხმარებლის სამართლიანი მოპყრობის დემონსტრირება: 10 წელი |
ასაკის შემოწმება |
თქვენი ასაკის შესამოწმებლად ჩვენთვის გაგზავნილი ინფორმაცია წაიშლება, მაშინვე როგორც კი დასრულდება შემოწმების პროცესი. ჩვენ ამისთვის ვახორციელებთ რამდენიმე პროცესს და შენახვის ვადა დამოკიდებულია შესრულებული პროცესის თავისებურებაზე, რაც შეადგენს რამდენიმე წუთიდან ექვს თვემდე პერიოდს. ჩვენ ასევე ვინახავთ გარკვეულ დეტალებს განცალკევებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით - იხილეთ ზემოთ. |
ასაკის ამოცნობა კომპიუტერული ანალიზის გამოყენებით (ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ) |
თქვენი სურათი წაიშლება მყისიერად ანალიზის შემდეგ (ანალიზს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე წამი). |
თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:
ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზებს, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება.
ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული push-შეტყობინებები, მაგალითად ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ აღნიშნული შინაარსის შეტყობინებების მიღებაზე თქვენი ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების შეტანით.
უფლებები რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ დამოკიდებულია კანონმდებლობაზე. თქვენ გაქვთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებები.
უფლებები ჩვენ მიერ თქვენს შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში |
შემდგომი მონაცემები (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში გამოიყენება გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები) |
უფლება, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების შესახებ და აღნიშნული ინფორმაციის ასლი |
თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, მშავდება თუ არა თქვენზე ინფორმაცია ჩვენს მიერ, კონკრეტულად რა ინფორმაცია მუშავდება, რა მიზნითა და რა საფუძვლით. აღნიშნული ინფორმაციის მიღება თქვენ შეგიძლით უსასყიდლოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიღების უფლების გამოყენება ხდება ბოროტად ან არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
|
მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა, შევსება ან განახლება |
აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია. |
მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების გაზრდა, დავიწყების უფლება |
აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში თუ:
|
მოგვთხოვოთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა/დაბლოკვა |
აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს ისეთ შემთხვევებში როდესაც თქვენ:
|
გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება |
აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი უფლება: (i) იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენთან კომუნიკაციისთვის თქვენ შეგიძლიათ „უარი განაცხადოთ“ (უარის დასაბუთების გარეშე) და ჩვენ დავემორჩილებით თქვენს მოთხოვნას; და (ii) თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ თქვენთან კომუნიკაციისა, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, ახსნათ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პროტესტს. |
უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით |
აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა პრეფერენციის ცენტრის გამოყენებით ჩვენს ერთ-ერთ აპლიკაციაში, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა შესაბამისი გადამრთველის გამორთვით). |
მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა |
იმ შემთხვევაში თუ: (i) თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და (ii) ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენს წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძვლით, ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად განხორციელებადია. |
წარადგინოთ პრეტენზია არსებულ საზედამხედველო ორგანოში |
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრეტენზია, ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. საზედამხედველო ორგანოსთან დაკავშირებამდე, გთხოვთ, თავდაპირველად მოგვმართოთ ჩვენ ამ პოლიტიკის დასაწყისში მითითებულ საკონტაქტო დეტალების საშუალებით.
|
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირის და მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები ამ შეტყობინების ზედა ნაწილში. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.
„თქვენ“ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან საკითხთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირი“ ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება სასამართლოში.
ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული „პოლიტიკა“. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე კანონთან შესაბამისობის გათვალისწინებით განვაახლებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.
ბოლო ცვლილება განხორციელდა 27 თებერვალი, 2024