შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ მომხმარებელთა მიერ პროდუქტის შეძენის შემდგომი მხარდაჭერის მომსახურების პირობები
ბოლო განახლების თარიღი: [20.09.2025]
1.1 წინამდებარე პირობები („პირობები“) ვრცელდება და არეგულირებს ქვემოთ მოცემულ პუნქტებში („მომსახურება“) აღწერილ შეძენის შემდგომი მხარდაჭერის მომსახურების გაწევას. თქვენ ყურადღებით უნდა გაეცნოთ ამ პირობებს, ვინაიდან ისინი ახდენენ გავლენას თქვენს კანონიერ უფლებებზე და არეგულირებენ თქვენს ურთიერთობას [შპს „ფილიპ მორის საქართველო"-სთან, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, 0102, ზაარბრიუკენის მოედანი] („ფილიპ მორისი“).
1.2 „გამყიდველი“ - შ.პ.ს. GDI, კომპანია, რომელიც დაორგანიზებულია, არსებობს და ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, დარეგისტრირებული ოფისებით მისამართზე N 3ა, გიორგი მდივანის ქუჩა. -0120, თბილისი, საქართველო.
1.3 თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: (i) ხართ [18 წლის] და მეტი ასაკის, IQOS-ის მომხმარებელი და რეგისტრირებული ხართ ჩვენს IQOS მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში; და (ii) თქვენი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საქართველო, (iii) თქვენ დაარეგისტრირეთ 2.1 პუნქტში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობა („მოწყობილობა“) ჩვენს მონაცემთა ბაზაში ვებსაიტზე - iqos.com, მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში დარეკვით, ან IQOS ოფიციალურ მაღაზიაში.
1.4 ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობებით განსაზღვრულ წესებს. ანალოგიურად, თუ თქვენ დაარეგისტრირებთ სხვა მოწყობილობას, ან თუ ჩვენ შევცვლით ამ პირობებს და თქვენ შემდეგ გამოიყენებთ ნებისმიერ მომსახურებას, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებით განსაზღვრულ წესებს.
1.5 დაუშვებელია თქვენს მიერ ამ პირობებში ცვლილებების შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ფილიპ მორისი“ ამაზე წერილობით გასცემს თანხმობას.
1.6 თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობა ჩვენი შეხედულებისამებრ ხორციელდება და ჩვენ შეგვიძლია უარი გითხრათ თქვენს განაცხადზე, ან შევწყვიტოთ თქვენი უფლება ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თქვენს მიერ რომელიმე ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში.
1.7 ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ეს პირობები და მომსახურება ნებისმიერ დროს.
2.1 მომახურება ხელმისაწვდომია ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობებისთვის: (შემთხვევით დაზიანებასთან დაკავშირებული მომსახურების გარდა):
(ა) IQOS ORIGINAL DUO, IQOS ORIGINALS MULTI
(ბ) IQOS ILUMA PRIME, IQOS ILUMA, IQOS ILUMA ONE
(გ) IQOS ILUMA i PRIME, IQOS ILUMA i, IQOS ILUMA i ON E
(დ) LIL EZ, LIL Solid 2.0
(ე) ნებისმიერი სხვა IQOS გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც კომერციალიზებულია „ფილიპ მორისის“ მიერ შეძენისა და რეგისტრაციის ქვეყანაში.
2.2. 2025 წლის 20 სექტემბრიდან შემთხვევით დაზიანებასთან დაკავშირებული მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ IQOS ILUMA i PRIME მოწყობილობებისთვის. ამ თარიღამდე შეძენილ ნებისმიერ IQOS ILUMA i მოწყობილობაზე ვრცელდება პირობები, რომლებიც მოქმედებდა მოწყობილობის შეძენის დროს.
2.3. მომსახურების მისაღებად მოწყობილობას უნდა ჰქონდეს წაკითხვადი და მოქმედი სერიული ნომერი.
2.4. IQOS-ის მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას თქვენ უნდა წარმოადგინოთ სავალდებულო ინფორმაცია ზუსტად, სრულად და რეგულარულად განაახლოთ ეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. თუ თქვენ არ შეავსებთ რეგისტრაციის ფორმის სავალდებულო ველებს (მაგალითად, ასაკი, მწეველობის სტატუსი და/ან ტელეფონის ნომერი), თქვენი განაცხადი არ დამუშავდება. თუ თქვენ წარმოადგენთ არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას, „ფილიპ მორისი“ იტოვებს უფლებას, უარი გითხრათ მომსახურების გაწევაზე.
2.5. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი მოწყობილობის რეგისტრაცია ნებისმიერ დროს. ეს გააუქმებს ნებაყოფლობითი საგარანტიო მომსახურების დარჩენილ ვადას. მოწყობილობის შემდგომი რეგისტრაციისას იმავე ან სხვა ანგარიშზე ხდება მომსახურების პერიოდის დარჩენილი ბალანსით სარგებლობა.
2.6. თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობა დაკავშირებულია თქვენს საცხოვრებელ ქვეყანასთან. ვინაიდან მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში, თუ თქვენ შეიცვლით საცხოვრებელ ქვეყანას, თქვენ ვეღარ შეძლებთ მომსახურებით სარგებლობას.
3.1. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო პერიოდისა და ნებაყოფლობითი გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განმავლობაში, შეძენის ქვეყნის ტერიტორიაზე.
3.2. „ფილიპ მორისი“ უფლებამოსილია, უარი გითხრათ მომსახურების გაწევაზე, თუ დაარღვევთ ამ პირობებიდან რომელიმე პირობას.
(ა) ყველა IQOS მოწყობილობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 2 წლიანი საგარანტიო პირობები.
(ბ) საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მოწყობილობის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ: გადახდის ქვითარი) თუ მომხმარებელი ვერ წარადგენს შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს გარანტიის ათვლა ხდება მოწყობილობის გამოშვების თარიღიდან, რომელიც მითითებულია მოწყობილობის ყუთზე.
(გ) დაზიანებული მოწყობილობა თქვენ უნდა გადასცეთ „გამყიდველს“ და სანაცვლოდ გადმოგეცემათ იდენტური მოწყობილობა. თუ იდენტური მოწყობილობა არ იქნება ხელმისაწვდომი, თქვენ მიიღებთ ამავე კატეგორიის მოწყობილობას, რომელიც ფუნქციურად იქნება ექვივალენტური.
(ა) თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენი შემთხვევის შესახებ „ფილიპ მორისს“ რაც შეიძლება სწრაფად თქვენი მოწყობილობის დაზიანების დღიდან, და მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: (1) დაზიანებული მოწყობილობის სერიული ნომერი; (2) მოწყობილობის დაზიანების დეტალები, პრობლემების ან მიზეზების აღწერა; (3) გაუმართაობის შესახებ შეტყობინებები; და (4) მოწყობილობის გაუმართაობამდე განხორციელებული ქმედებები და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგით პრობლემის მოსაგვარებლად.
(ბ) ასევე შეგიძლიათ შემთხვევის შესახებ შეტყობინება მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით, თქვენი საცხოვრებელი ქვეყნისთვის www.iqos.com-ზე მითითებულ ნომერზე დარეკვითა და იგივე ინფორმაციის მიწოდებით, რაც დეტალურადაა აღწერილი ამ პუნქტში ან მოწყობილობის IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენით.
(გ)„ფილიპ მორისი“ განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა მომსახურების მიღების უფლება ამ პირობების შესაბამისად.
4.1. ნებაყოფლობითი გარანტია
(ა) მოწყობილობის რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ნებაყოფლობითი საგარანტიო მომსახურება, ჯამში 2 წლამდე ვადით, რომლის ვადის ათვლა დაიწყება მოწყობილობის შეძენის თარიღიდან. მოწყობილობის დასარეგისტრირებლად შესაძლოა საჭირო იყოს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
(ბ) მოწყობილობებზე, რომლებიც შეძენილია 2025 წლის 20 სექტემბრამდე, გავრცელდება აღნიშნულ თარიღამდე არსებული ნებაყოფლობითი გარანტიის პირობები. ნებაყოფლობითი გარანტიის განახლებული პირობები გავრცელდება IQOS მოწყობილობებზე, რომლებიც შეძენილია 2025 წლის 20 სექტემბრის შემდეგ.
(გ) შემთხვევითი დაზიანება - თუ თქვენი IQOS Iluma i Prime მოწყობილობა, რომელიც შეძენილია როგორც ნაკრები (დამტენისა და გასახურებელი მოწყობილობის ერთობლიობა), დაზიანდება შემთხვევით და არაგანზრახ, რაც გავლენას მოახდენს მოწყობილობის ფუნქციონირებაზე და არ იქნება გამოწვეული თქვენი მხრიდან მოწყობილობის არასწორი გამოყენებით ან დაუდევარი ქცევით („შემთხვევითი დაზიანება“), თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მოწყობილობის ერთ-ერთი კომპონენტის (დამტენი ან გასახურებელი მოწყობილობის) ერთხელ შეცვლის უფლება, როგორც აღწერილია ამ პუნქტში.
(დ) თქვენ უნდა გადასცეთ მოწყობილობის დაზიანებული კომპონენტი IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიის წარმომადგენელს და სანაცვლოდ გადმოგეცემათ იდენტური კომპონენტი. თუ იდენტური კომპონენტი არ იქნება ხელმისაწვდომი, თქვენ მიიღებთ ამავე კატეგორიის კომპონენტს, რომელიც ფუნქციურად იქნება ექვივალენტური.
(ე) IQOS Iluma i Prime-ის კომპონენტებზე, რომლებიც შეძენილია ცალ-ცალკე არ გავრცელდება შემთხვევითი დაზიანების შემთხვევაში მოწყობილობის შეცვლის მომსახურება.
4.2. შეზღუდვები შემთხვევითი დაზიანებისას
(ა) თქვენ ვალდებული ხართ მიიღოთ ყველა გონივრული ზომა თქვენი მოწყობილობის დასაცავად, გამოიყენოთ და შეინახოთ მოწყობილობა მისი ინსტრუქციისა და მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერ ისარგებლებთ შემთხვევითი დაზიანების შემთხვევაში მოწყობილობის შეცვლის უფლებით.
(ბ) შემთხვევით დაზიანებული მოწყობილობის შეცვლის უფლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ერთხელ, თითოეული რეგისტრირებული მოწყობილობის ერთ-ერთი კომპონენტისთვის.
(გ) თქვენ ვერ ისარგებლებთ შემთხვევით დაზიანებული მოწყობილობის შეცვლის უფლებით, თუ მოწყობილობა დაზიანდა იქამდე, ვიდრე აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდებოდა თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში ან რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოების მოქმედების შემთხვევაში:
(i) პროდუქტი, რომელიც არ წარმოადგენს მოთხოვნების შესაბამის მოწყობილობას, 2.1 პუნქტში მოცემული სიის შესაბამისად;
(ii) ზიანი, რომელიც გამოწვეულია მოწყობილობის არაკეთილსინდისიერად ან არასწორი გამოყენებით, ან მოწყობილობის ფაქტობრივი მოდიფიკაციის, ან შეკეთების მცდელობით ან შეცვლით, ან დენის ცვალებადობით;
(iii) მოწყობილობები შეცვლილი, დაზიანებული ან წაშლილი სერიული ნომრით;
(iv) მოწყობილობები, რომლებიც გახსნილი, გამოყენებული, მოდიფიცირებული ან შეცვლილია მწარმოებლის მიერ ნებადართული წესის დარღვევით;
(v) დაკარგეთ ან მოგპარეს მოწყობილობა;
(vi) მოწყობილობის კოსმეტიკური დაზიანება, რომელიც გავლენას არ ახდენს მოწყობილობის ფუნქციონირებაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, მიკრობზარები, ნაკაწრები, ჩაღრმავებები, პორტების გატეხილი პლასტიკური ნაწილები და ფერის შეცვლა;
(vii) დაზიანება ან გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია მოწყობილობის ბუნებრივი ცვეთით და/ან გამოყენებით;
(viii) ხანძრის ან წყალდიდობის, ან სტიქიური უბედურების, ომის, ტერორიზმის ან დაუძლეველი ძალის გარემოებების შედეგად მიყენებული ზიანი;
(ix) გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია არათავსებად პროდუქტთან გამოყენებით;
(x) დაზიანება ან გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია IQOS-ის მომხმარებლის თანდართულ სახელმძღვანელოში აღწერილი წესების დარღვევით ან
(xi) გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია მასალის და/ან ფუნქციონირების და/ან დიზაინში არსებული დეფექტებით; თუმცა, ასეთ გაუმართაობებზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული წესები.
5.1. ციფრული ფორმით მიწოდებული ინფორმაცია და მითითებები მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
თქვენ თანახმა ხართ:
6.1.1. არ გამოიყენოთ მომსახურება არასწორად;
6.1.2. შეინახოთ თქვენი სარეგისტრაციო ინფორმაცია უსაფრთხოდ და დაცულად;
6.1.3. მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაში, ნებისმიერი შეცვლილი მოწყობილობა გახდება თქვენი საკუთრება, ხოლო ძველი მოწყობილობა გახდება იმ ორგანიზაციის საკუთრება, რომელიც ახორციელებს შეცვლას; და
6.1.4. დაიცვათ მოქმედი კანონმდებლობა.
7.1. ვინაიდან მომსახურება უფასოა, თითოეული მათგანის გაწევა ხდება არსებულ მდგომარეობაში და რაიმე გარანტიის გარეშე.
7.2. „ფილიპ მორისი“ არ აგებს პასუხს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური ოდენობით დელიქტის (მათ შორის დაუდევრობის ან კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის გამო), კონტრაქტის, ინფორმაციის არასწორი წარმოდგენის, რესტიტუციის თუ სხვა საფუძველზე, ნებისმიერ პირდაპირ ზიანზე, მოგების, გაყიდვების, შემოსავლების ან დანაზოგის დაკარგვაზე, ბიზნესის დაკარგვაზე, რეპუტაციის შელახვაზე და/ან მსგავს ზიანზე ან მონაცემების ან ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ან წმინდა ეკონომიკურ ზარალზე, ან ნებისმიერ სპეციალურ, არაპირდაპირ ან ირიბ ზიანზე, ხარჯებზე, გადასახადებსა და დანახარჯებზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარმოიშვა ისინი ან სხვაგვარად იყო გამოწვეული თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობით. „ფილიპ მორისი“ არ იქნება პასუხისმგებელი 7.2. პუნქტში აღწერილ არც ერთ ზიანზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ აცნობეთ „ფილიპ მორისს“ ამგვარი ზარალის შესაძლებლობის შესახებ.
7.3. თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ წესები და პირობებით განსაზღვრული მომსახურებით თუ სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გარემოება:
(i) პროდუქტი, რომელიც არ წარმოადგენს მოთხოვნების შესაბამის მოწყობილობას, 2.1 პუნქტში მოცემული სიის შესაბამისად;
(ii) ზიანი, რომელიც გამოწვეულია მოწყობილობის არაკეთილსინდისიერად ან არასწორი გამოყენებით, ან მოწყობილობის ფაქტობრივი მოდიფიკაციის, ან შეკეთების მცდელობით ან შეცვლით, ან დენის ცვალებადობით;
(iii) მოწყობილობები შეცვლილი, დაზიანებული ან წაშლილი სერიული ნომრით;
(iv) მოწყობილობები, რომლებიც გახსნილი, გამოყენებული, მოდიფიცირებული ან შეცვლილია „გამყიდველის“ მიერ ნებადართული წესის დარღვევით;
(v) დაკარგეთ ან მოგპარეს მოწყობილობა
(vi) მოწყობილობის კოსმეტიკური დაზიანება, რომელიც გავლენას არ ახდენს მოწყობილობის ფუნქციონირებაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, მიკრობზარები, ნაკაწრები, ჩაღრმავებები, პორტების გატეხილი პლასტიკური ნაწილები და ფერის შეცვლა;
(vii) დაზიანება ან გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია მოწყობილობის ბუნებრივი ცვეთით და/ან გამოყენებით;
(viii) ხანძრის ან წყალდიდობის, ან სტიქიური უბედურების, ომის, ტერორიზმის ან დაუძლეველი ძალის გარემოებების შედეგად მიყენებული ზიანი;
(ix) გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია არათავსებად პროდუქტთან გამოყენებით;
(x) დაზიანება ან გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია IQOS-ის მომხმარებლის თანდართულ სახელმძღვანელოში აღწერილი წესების დარღვევით ან
(xi) გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია მასალის და/ან ფუნქციონირების და/ან დიზაინში არსებული დეფექტებით; თუმცა, ასეთ გაუმართაობებზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული წესები.
7.4. წინამდებარე პუნქტის არც ერთი დებულება არ გამორიცხავს რაიმე პასუხისმგებლობას, რომელიც ვერ იქნება გამორიცხული მოქმედი კანონმდებლობით.
8.1. არც ერთი მომსახურება არ წარმოადგენს სადაზღვევო პოლიტიკას.
8.2. ამჟამად მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ ხორციელდება.
8.3. თქვენს მიერ მიწოდებული თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების დეტალები აღწერილია პირადი ინფორმაციის გამოყენების წესის შესახებ ჩვენს შეტყობინებაში, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე: [კონფიდენციალურობის პოლიტიკა].
8.4. წინამდებარე პირობებზე ვრცელდება „ფილიპ მორისის“ რეგისტრირებული ოფისის კანონმდებლობა. ნებისმიერ სამართლებრივ დავაზე ვრცელდება იმ ქალაქის ექსკლუზიური იურისდიქცია, რომელშიც „ფილიპ მორისს“ რეგისტრირებული ოფისი გააჩნია.
8.5. შეკითხვებისთვის, მოთხოვნებისა და საკონტაქტო ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ [დაგვიკავშირდით| IQOS საქართველო ან დარეკოთ ნომერზე 0 800 003 003].