თარიღი: 20.09.2023
წინამდებარე „პროდუქტის დაჯავშნის წესები“ განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც „ვებ-გვერდის“ „რეგისტრირებულ მომხმარებლებს“ შეუძლიათ დაჯავშნონ „პროდუქტი“, რომლის შეძენის შესაძლებლობაც ექნება მითითებულ სავაჭრო წერტილში. ეს არ წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, შესყიდვები ფიზიკურად, შესაძლებელია მხოლოდ ფაქტობრივი გაყიდვების ადგილზე. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ, რომ წინამდებარე „ხელშეკრულების“ არც ერთი მუხლი და „ვებ-გვერდის“ შინაარსი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს PMG-ს ან „გამყიდველის“ საჯარო შეთავაზებად. ინფორმაცია პროდუქტის თვისებებზე, ფასებზე და სხვა ინფორმაცია განთავსებულია „ვებ-გვერდზე“ მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგეცეთ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. დამატებით, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ „პროდუქტის“ ელექტრონულად დაჯავშნა, ვებ-გვერდის გამოყენებით, არ წარმოადგენს ოფერტს და არ ბოჭავს ან/და ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ რაიმე ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც დამახასიათებელია ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის. შესაბამისი პირობები განისაზღვრება მაღაზიაში და ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდება მხოლოდ „გაყიდვის ობიექტში“ და მხოლოდ მყიდველის ასაკობრივი ვერიფიკაციისა და სხვა მოთხოვნების დადასტურების შემდეგ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, PMG ან/და გამყიდველი არ არის შებოჭილი თქვენ მიერ ვებგვერდზე პროდუქტის დაჯავშნით და შეუძლია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს „პროდუქტის“ გაყიდვაზე/მომსახურების გაწევაზე, თუ ასეთი ტრანზაქცია გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. გარდა ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დისტანციურ ხელშეკრულებას და მასზე არ ვრცელდება დისტანციური ხელშეკრულებების მარეგულირებელი წესები (მათ შორის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის („დაბრუნების პოლიტიკა“) 14 დღიანი ვადა).
ამ პროდუქციის დაჯავშნის წესებისათვის, სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტიდან გამომდინარე სხვაგვარი განმარტება არ ენიჭება მათ:
1.1. „ვებ-გვერდი“ - გულისხმობს შემდეგ ვებ-გვერდს: www.iqos.com (გადამისამართებული www.ge.iqos.com-ზე).
1.2. „გამოყენების წესები და პირობები“ - გულისხმობს ვებ-გვერდის www.iqos.com (გადამისამართებული www.ge.iqos.com-ზე) გამოყენების წესებსა და და პირობებს.
1.3. "PMG“ ან „ჩვენ“ - შპს „ფილიპ მორის საქართველო“, ვებ-გვერდის მესაკუთრე ან ჩვენ (სხვადსხვა შემთხვევებში) გულისხმობს შპს „ფილიპ მორის საქართველოს“, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ზაარბრუკენის მოედანი, 0102, იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი: 404387374, რომელიც წარმოადგენს პროდუქციის იმპორტიორს.
1.4. „მომხმარებელი“ (მათ შორის "დარეგისტრირებული მომხმარებელი") ან „თქვენ“ - პირი, რომელიც არის მინიმუმ 18 წლის, თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მომხმარებელი და დაეთანხმა ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
1.5. „პროდუქცია“ - გულისხმობს გახურებად თამბაქოს პროდუქციას, თამბაქოს გახურების ელექტრონულ სისტემებს/მოწყობილობებს, და სხვა საქონელს, რის შესახებაც ინფორმაცია შესაძლოა მიღებულ იქნეს ვებ-გვერდის მეშვეობით;
1.6. „პერსონალური მონაცემი“ - მომხმარებლის მონაცემები, რაც მიიჩნევა პერსონალურ მონაცემად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1.7. „გამყიდველი“ - შ.პ.ს. GDI, კომპანია, რომელიც დაორგანიზებულია, არსებობს და ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, დარეგისტრირებული ოფისებით მისამართზე N 3ა, გიორგი მდივანის ქუჩა. -0120, თბილისი, საქართველო. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ პროდუქცია, რომელიც შესყიდული უნდა იქნეს განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში. განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში შესაძენი პროდუქციის დაჯავშნა შესაძლებელია რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც დამატებით წაიკითხავენ და დაეთანხმებიან „პროდუქციის დაჯავშნის წესებსა და პირობებს.
1.8. „პროდუქციის დაჯავშნის წესები და პირობები“ - პროდუქციის დაჯავშნისას და მისი განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში შეძენისას თქვენსა და გამყიდველს შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტი, რომელიც ასევე ეხება ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვებთან.
2.1.თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ პროდუქცია, რომელიც შესყიდულ უნდა იქნეს განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ „ვებ-გვერდზე“, წაკითხული და დადასტურებული გაქვთ „ვებ-გვერდის გამოყენების წესები“ და „პროდუქციის დაჯავშნის წესები“ და ასევე აკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს:
2.2. „თქვენ“ „გამყიდველს“ უნდა გაუგზავნოთ პროდუქციის დაჯავშნის მოთხოვნა „ვებ-გვერდის“ შესაბამის სექციაში „დაჯავშნა“ აქტიური ღილაკის გამოყენებით ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირებით [0800 003 003]. „ვებ-გვერდის“ მეშვეობით მოთხოვნის გამოგზავნის შემთხვევაში, ვებგვერდზე პროდუქციის დაჯავშნით, თქვენ არ წარმოგეშვებათ ვალდებულება განახორციელოთ შესყიდვა განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში. თუმცა, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ თქვენი ჯავშანი „გამყიდველის“ მიერ შეინახება „გამყიდველის“ მიერ თქვენთვის ჯავშნის დამადასტურებელი შეტყობინების მიღებიდან [48 საათის] განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენი ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება თქვენთვის დამატებითი შეტყობინების გამოგზავნის გარეშე. დამატებით, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ „პროდუქტის“ ელექტრონულად დაჯავშნა, ვებ-გვერდის გამოყენებით, არ წარმოადგენს ოფერტს და არ ბოჭავს ან/და ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ რაიმე ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც დამახასიათებელია ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის. გთხოვთ, ასევე, ყურადღება მიაქციოთ, რომ „ვებ-გვერდზე“ განთავსებული ფასები ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს. რეალური ფასები დადგენილია „გამყიდველის“ მიერ განსაზღვრულ სავაჭრო წერტილში.
2.3. ჯავშნის ნამდვილობის დასადასტურებლად, „გამყიდველი“ ან ჩვენ დაგიკავშირდეთ ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით და მოგთხოვონ თქვენი ასაკის ან ნიკოტინის მომხმარებლის სტატუსის ზეპირსიტყვიერი დადასტურება.
2.4. „გამყიდველმა“ უნდა დაადასტუროს მზაობა თქვენი ჯავშნის განხორციელების შესახებ, მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით იმ ნომერზე, რომელიც მიუთითეთ „ვებ-გვერდზე“ რეგისტრაციის დროს. აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინება შეიცავს თქვენი ჯავშნის კოდს. „ნასყიდობის ხელშეკრულების“ დადება მოხდება შესყიდვის ადგილზე თქვენი ფიზიკური ვიზიტისას
2.5. „გამყიდველმა“ შესაძლოა გააუქმოს თქვენი ჯავშანი წინასწარი დამატებითი შეტყობინების გარეშე ან უარი გითხრათ პროდუქციის მოყიდვაზე, თუკი, რომელიმე ეტაპზე „გამყიდველისთვის“ ცნობილი გახდება, რომ თქვენ ხართ არასრულწლოვანი ან არ ხართ თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელი, ან ხართ ორსულად.
3.1. ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“) იდება თქვენსა და „გამყიდველს“ შორის შესყიდვის ადგილზე. თქვენ მიერ ჯავშნის დადასტურებაზე შეტყობინების მიღება არ წარმოადგენს შესყიდვის დადასტურებას „გამყიდველის“ მიერ - ეს არ არის ინტერნეტ-მაღაზია. აქ გათვალისწინებული არცერთი დებულება შეიძლება იქნას გაგებული და ინტერპრეტირებული, როგორც ოფერტი/შეთავაზება ან/და ნასყიდობის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა.
3.2. შესყიდვის ადგილზე დაჯავშნილი პროდუქციის შესყიდვამდე, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ჯავშანი შემდეგი გზების მეშვეობით: ქოლ-ცენტრთან დაკავშირება [0800 003 003], ვებ-გვერდზე არსებული „კონტაქტი“ ღილაკის მეშვეობით, შესყიდვის ადგილზე.
3.3. თქვენ შესყიდვის ადგილზე დაჯავშნილი პროდუქციის შესყიდვა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაადასტურებთ, რომ: 1) თქვენს მიერ ჯავშნის განხორციელებისას მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს; 2) თქვენი ასაკი აღემატება 18 წელს; 3) თქვენ ხართ თამბაქოს ან/და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მომხმარებელი. „გამყიდველმა“ შესაძლოა უარი გითხრათ პროდუქციის მოყიდვაზე, თუკი რომელიმე ზემო-აღნიშნული გარემოება არ დადასტურდება თქვენ მიერ ან, „მყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ უარს განაცხადებთ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენაზე. „გამყიდველმა“ ასევე შესაძლოა უარი გითხრათ პროდუქციის მოყიდვაზე, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ თქვენ ხართ ორსულად.
დაჯავშნილი პროდუქციის ღირებულების გადახდის მეთოდი განსაზღვრულ უნდა იქნეს „გამყიდველის“ მიერ შესყიდვის ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
5.1 „გამყიდველი“ გთავაზობთ გარანტიას შემდეგ IQOS მოწყობილობებზე
IQOS დამტენი მოწყობილობა (ცალკეული კომპონენტი);
IQOS გასახურებელი მოწყობილობა (ცალკეული კომპონენტი);
5.2. გარანტიის ვადა შეადგენს 12 თვეს. გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ დარეგისტრირებული მომხამრებლებისთვის, ვისაც თავიან პროფილზე აქვთ მოწყობილობა დარეგისტრირებული. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვთქვათ თქვენი მოწყობილობის რეგისტაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა სხვა მომხამრებელზე უკვე დარეგისტრიებულია.
5.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საჭიროების შემთხვევაში გავახორციელოთ მომხმარებლის IQOS მოწყობილობის მონაცემების წაკითხვა, რათა: (i) გავუწიოთ მათ დახმარება (მაგ. დიაგნოსტიკა და firmware განახლება); და (ii) გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია პროდუქტისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად, ჩვენი მომხმარებლების გამოცდილების უკეთ გასაგებად და იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ ისინი ჩვენს პროდუქტებს.
(i) უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს IQOS ვებსაიტზე;
5.4. ზოგადი ინფორმაცია "პროფესიონალური წმენდის სერვისის" შესახებ პროფესიონალური წმენდა არის სერვისი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ პროფესიონალურად გავწმენდთ თქვენს მოწყობილობას.
ფილიპ მორის საქართველო მისი ოფიციალური პარტნიორების მეშვეობით აძლევს საშუალებას საქართველოში დარეგისტრირებულ სრულწლოვან მომხმარებლებს, ისარგებლონ პროფესიონალური წმენდის სერვისით, რომელიც მოიცავს მოწყობილობის გაწმენდას სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით, ხელსაწყოები ხელმისაწვდომია მხოლოდ ფილიალში და არ არის განკუთვნილი კომერციალიზაციისთვის. რეგისტრირებულ სრულწლოვან მომხმარებელს, შეუძლია მოიტანოს თავისი მოწყობილობა პროფესიონალური წმენდის სერვისისთვის IQOS-ის ოფოციალურ გაყიდვების წერტილებში და სერვის ცენტრებში. პროფესიონალური წმენდის სერვისის წესები და პირობები:
1. სერვისით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ სრულწლოვან მომხმარებელს. მოწყობილობა, რომელიც წარდგენილია გასაწმენდად, უნდა იყოს დარეგისტირებული თქვენს პროფილზე.
2. სრულწლოვან რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია სერვისი თვეში 2-ჯერ გამოიყენოს.
3. სრულწლოვან რეგისტირეულ მომხმარებელს გადაეცემა საწმენდი ჩხირი სადემონსტრაციო მიზნებისთვის. საწმენდი ჩხირების გადაცემა დამოკიდებულია მათ ხელმისაწვდომობაზე გაყიდვის წერტილში. პროფესიონალურ წმენდის სერვისის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს
5.5. გთხოვთ, გაითვალისწინოთ : გარანტიის პირობების შეუსრულებლობა, მომხმარებლის ან სერვისის მიმწოდებლის მიერ მოწყობილობის გახსნის, მოდიფიცირების ან შეკეთების მცდელობა, რომელიც არ ხორციელდება უფლებამოსილი მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აუქმებს გარანტიას პროდუქციისთვის, და თქვენ არ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ აღნიშნული გარანტია სერტიფიცირებული მაღაზიისთვის მიმართვის დროს.
5.6. საგარანტიო მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ სერვის ცენტრებში, რომელთა ჩამონათვალი მითითებულია დოკუმენტებში, რომლებიც თან ერთვის პროდუქციას ან/და მოხსენიებულია ვებ-გვერდზე.
5.7. გაყიდვების შერჩეულ პუნქტებში გამყიდველს შეუძლია ხელმისაწვდომი გახადოს „გახანგრძლივებული საგარანტიო მომსახურება“ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის, რაც წარმოადგენს 5.2 პუნქტში აღნიშნული ორიგინალური გარანტიის ვადის ფასიან გაგრძელებას. წესები და პირობები, რომლებიც ვრცელდება „გაფართოებული საგარანტიო სერვისზე“:
5.7.1. „გახანგრძლივებული საგარანტიო მომსახურების“ ფასს და მის ხანგრძლივობას ადგენს გამყიდველი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ შერჩეულ გაყიდვების წერტილს ან დაგვიკავშირდეთ.
5.7.2. ეს სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ სრულწლოვანი ნიკოტინის მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულად არიან დარეგისტრირებული თამბაქოს/ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ზრდასრული მომხმარებლების მონაცემთა ბაზაში მათ პროფილთან დაკავშირებული მოწყობილობით.
5.7.3. „გახანგრძლივებული გარანტიის“ შეძენა შესაძლებელია ცალკე ერთი კომპონენტისთვის ანუ გასახურებელი მოწყობილობისთვის ( IQOS 3 Multi-ს შემთხვევაში) და 2 კომპონენტიანი ნაკრების შემთხვევაში დამტენისთვის და გასახურებელი მოწყობილობისთვის ერთად, ეს მოწყობილობები უნდა იყოს ასახული მომხმარებლის პროფილზე;
5.7.4. ეს სერვისი არ არის ხელმისწვდომი პროდუქტებისთვის (გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები) რომლებიც შეძენილია საქართველოს გარეთ.
5.7.5. თუ შეიძინეთ „გახანგრძლივებული საგარანტიო სერვისი“ წინა თაობის IQOS მოწყობილობის მოდელებისთვის, როგორიცაა 2.4 Plus, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემცვლელი მოწყობილობა, რომელსაც მიიღებთ, იქნება უახლესი მოდელი IQOS 3 DUO. ნებისმიერ შემთხვევაში, შემცვლელი მოწყობილობის მოდელი განისაზღვრება ჩვენი/ან გამყიდველის მიერ. შემცვლელი მოწყობილობის ფერი ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს გამყიდველის გაყიდვების პუნქტებში ხელმისაწვდომობის მიხედვით.
5.7.6. ეჭვების თავიდან ასაცილებლად, დაკარგულ/მოპარულ და ძალით დაზიანებულ მოწყობილობებზე ან ცალკეული კომპონენტებზე ( გასახურებელი ან დამტენი მოწყობილობა) არ გავრცელდება აღნიშნული სერვისი.
5.7.7. თუ თქვენ გაქვთ აქტიური Care Plus სერვისი მოწყობილობაზე ან ცალკეულ კომპონენტზე და იმავე მოწყობილობისთვის შეიძენთ „გახანგრძლივებულ გარანტიის სერვისს“ Care Plus - იც გახანგრძლივდება შეძენილი სერვისის ფარგლებში. ვრცელდება Care Plus-ის სხვა წესები და პირობები. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ, Care Plus-ის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს, რომ Care Plus-ის ვადა ახლიდან მოგეწოდებათ, ანუ თქვენ დარჩებით უფლებამოსილი მხოლოდ ერთი ჩანაცვლებისთვის Care Plus-ის მთელი ვადის განმავლობაში შეძენილი გახანგრძლივებული საგარანტიო სერვისის პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს მომხმარებლის მხარდაჭერის მომსახურებისათვის განკუთვნილ ქოლ-ცენტრის ნომერზე [0800 003 003] ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით [ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე]. კლიენტის მხარდაჭერის მომსახურება მუშაობს ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, ვებ-გვერდზე არსებული „კონტაქტი“ ღილაკის მეშვეობით, და ჩვენ დაგიკავშირდებით.
7.1. გაქირავების სერვისი არის ფასიანი სერვისი, რომლის ფარგლებშიც მოწყობილობა (მოწყობილობა) შესაძლებელია იქირაოს რეგისტრირებულმა მომხმარებელმა წინასწარ განსაზღვრული ვადით. მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა დაუბრუნდეს გამყიდველს, როგორც ეს განსაზღვრულია პუნქტში 7.6
7.2. გაყიდვის წერტილების სია, სადაც ხელმისაწვდომია გაქირავების სერვისი, შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე (ბმული).
7.3. თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ გაქირავების სერვისით, თუ ხართ „რეგისტრირებული მომხმარებელი“, რომელსაც არ აქვს მოწყობილობა რეგისტრირებული პირად ანგარიშზე WWW.IQOS.COM (როგორც გადამისამართებულია www.ge.iqos.com-ზე) და/ან არ არ ხართ მოწყობილობის რეალური მომხმარებელი. თქვენ შეიძლება უარი გითხრან გაქირავების სერვისით სარგებლობაზე, თუ აღნიშნული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება (გამონაკლისები ვრცელდება ჩვენი ან გამყიდველის შეხედულებისამებრ).
7.4. მოწყობილობის გაქირავების სერვისით სარგებლობა რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთხელ. თუ თქვენ უკვე ისარგებლეთ გაქირავების სერვისით წარსულში, შესაძლოა უარი გეთქვათ აღნიშნული სერვისის ხელახლა გამოყენებაზე. (გამონაკლისი შეიძლება იყოს დაშვებული ჩვენი, ან გამყიდველის შეხედულებისამებრ).
7.5. გაყიდვების წერტილში პერსონალი იღებს გადაწყვეტილებას მოწყობილობის გაქირავების შესახებ და შეუძლია უარი თქვას გაქირავებაზე, ამ გადაწყვეტილების მიზეზის ახსნის გარეშე.
7.6. გაქირავების სერვისი არის ფასიანი სერვისი. სერვისით სარგებლობის პირობები, როგორიცაა სერვისის ღირებულება, მოწყობილობის მოდელები, ხანგრძლივობა, დაბრუნების პირობები და სხვა საკითხები რეგულირდება ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია გამყიდველსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის იმ გაყიდვების წერტილში, სადაც ხელმისაწვდომია გაქირავების სერვისი. ხელშეკრულების გასაფორმებლად დაგჭირდებათ თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობა (ასლი არ მიიღება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ მოწყობილობას გაქირავების სერვისის ვადის დასრულებამდე დააბრუნებთ, თქვენ არ დაგიბრუნდებათ დარჩენილი დღეების საფასური.
7.7. თუ რეგისტრირებული მომხმარებელი მოისურვებს გაქირავების სერვისით სარგებლობას, მან უნდა მიმართოს გაყიდვების წერტილს, რომელშიც ხელმისაწვდომია გაქირავების სერვისი. ან უნდა დაგვიკავშირდეს ნომერზე [0800 003 003] და მოითხოვოს მოწყობილობის დაჯავშნა , ან შეავსოს ფორმა ვებ-გვერდზე WWW.IQOS.COM. ნებისმიერ შემთხვევაში სერვისის მისაღებად რეგისტრირებული მომხმარებელი ფიზიკურად უნდა ეწვიოს გაყიდვების რომელიმე წერტილს.
7.8. გაქირავების სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ არასრულწლოვნებს, ორსულებს, ადამიანებს, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ თამბაქო ან ნიკოტინის სხვა პროდუქტები, ან ვინც უარი თქვა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების გამოყენებაზე. დიაბეტით დაავადებულებმა და გულის პრობლემების მქონე ადამიანებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ გაქირავების სერვისის გამოყენებისგან.
7.9. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ დააბრუნებთ ნაქირავებ მოწყობილობას, შეიძლება მოხვდეთ ჩვენს და/ან გამყიდველის შავ სიაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი გითხრათ ჩვენს ნებისმიერ სერვისზე.
8.1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები პროდუქტის დაჯავშნის პირობებში და მის ნებისმიერ ნაწილში (როგორიცაა კონფიდენციალურობის განცხადება), ცვლილებების შესახებ თქვენ ინფორმირებული იქნებით, მაგრამ გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ წესები და პირობები.
8.2. ვებგვერდზე პროდუქტის დაჯავშნით, ან ნებისმიერი არსებული გზით მოწყობილობის გაქირავების სერვისის სარგებლობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას პროდუქტის დაჯავშნის წინამდებარე პირობებზე. თუ თქვენ უარს იტყვით ასეთ თანხმობაზე, ან გააუქმებთ ჯავშანს, თქვენ ვერ შეძლებთ ვებ-გვერდზე პროდუქტის დაჯავშნას, ისევე როგორც მოწყობილობის გაქირავების სერვისით სარგებლობას.