შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოყენების პირობები

 

შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოყენების პირობები

თარიღი: 14.06.2021

შესყიდვის დამადასტურებელი ამ სერტიფიკატების (შემდგომში - „სერტიფიკატები“) გამოყენების პირობები (შემდგომში - „პირობები“) განსაზღვრავს შპს „ჯიდიაის“ (იურიდიული პირი დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი საქართველო, თბილისი, 0120, გიორგი მდივანის ქ. 3ა, საიდენტიფიკაციო კოდი: 406181616) (შემდგომში - „გამყიდველი“) გაყიდვის პუნქტებში „სერტიფიკატების“ გამოყენების პირობებს.

1. ტერმინები და განმარტებები

ამ პროდუქციის დაჯავშნის წესებისათვის, სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტიდან გამომდინარე სხვაგვარი განმარტება არ ენიჭება მათ:

  • 1.1. „შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატები (შემდგომში - „სერტიფიკატები“)“ - ბარათის სახით დამზადებული ხელშესახები ობიექტი, რომელსაც გააჩნია უნიკალური ნომერი და შტრიხკოდი, რაც ადასტურებს „გამყიდველისათვის“ წინასწარი გადახდის ფაქტს და შესაბამისად სერტიფიკატის მფლობელის უფლებას მიიღოს „საქონელი“ „სერტიფიკატის“ ნომინალური ღირებულების ფასად და მის საზღვრებში (კერძოდ, არ აღემატებოდეს ნომინალურ ღირებულებას) „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტებში. „სერტიფიკატი“ არ არის ვალუტის ერთეული.
  • 1.2. „სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება “ - არის „სერტიფიკატის“ ნომინალური ღირებულება, რაც შეესაბამება განხორციელებულ წინასწარ გადასახადს და რომელშიც მიეთითება „მფლობელისათვის“ მისაღები „პროდუქტის“ მაქსიმალური ღირებულება.
  • 1.3. „სერტიფიკატის გამოყენება“ - არის „სერტიფიკატის“ „მფლობელის“ უფლება გამოიყენოს ის „სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების“ ფარგლებში „პროდუქტის“ მისაღებად.
  • 1.4. „გამყიდველი“ - არის შპს „ჯიდიაი“,(იურიდიული პირი დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი საქართველო, თბილისი, 0120, გიორგი მდივანის ქ. 3ა, საიდენტიფიკაციო კოდი: 406181616). „სერტიფიკატები“ გაიცემა „გამყიდველის“ მიერ და მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გაყიდვის პუნქტებში.
  • 1.5. „სერტიფიკატის მფლობელი“ - არის პირი, ვინც ფლობს „სერტიფიკატს“ და უფლებამოსილია მის საფუძველზე წარადგინოს მოთხოვნა. შესაძლებელია „სერტიფიკატის“ სხვა პირისათვის გადაცემა. მიუხედავად ამისა, „სერტიფიკატის“ საფუძველზე „საქონლის“ მიღება შეუძლია მხოლოდ კანონით დადგენილ ასაკს მიღწეულ ნიკოტინის მომხმარებელს.
  • 1.6. „სერტიფიკატის მოქმედების ვადა“ - არის დროის მონაკვეთი, რა პერიოდშიც „სერტიფიკატის მფლობელი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „პროდუქტის“ მიღება „სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების“ ფარგლებში.
  • 1.7. „პროდუქტი“ ან „საქონელი“ ; - არის მხოლოდ თამბაქოს გამახურებელი სისტემა, კერძოდ, მოდელი IQOS 2.4 Plus, IQOS MULTI და IQOS 3 DUO, ან ზემოთხსენებული თამბაქოს გამახურებელი სისტემის აქსესუარები რაც დამოკიდებულია „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტში მათ ხელმისაწვდომობაზე.
  • 1.8. "ვებ-გვერდი" - არის ვებ-გვერდი: www.iqos.com (რომელსაც შემდგომში გადავყავართ www.ge.iqos.com-ზე).

2. სერტიფიკატების გამოყენების პირობები

შეგიძლია განახორციელო „პროდუქტისათვის“ თანხის წინასწარი გადახდა „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტში და მიიღო „სერტიფიკატი“, რათა დადასტურდეს წინასწარი გადახდის ფაქტი. სავალდებულოა რომ იყო კანონით დადგენილ სრულწლოვან ასაკს მიღწეული პირი.

  • 2.1. სად შეიძლება სერტიფიკატების შესყიდვა? „სერტიფიკატის“ შეძენა შეგიძლიათ „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტებში და დამოკიდებულია მათ ხელმისაწვდომობაზე.
  • 2.2. პირობების ცოდნა - „სერტიფიკატის“ შესყიდვით ან/და მის საფუძველზე ნივთის შესყიდვით, „სერტიფიკატის მფლობელი“ ადასტურებს რომ მან წაიკითხა და ეთანხმება მათი გამოყენების პირობებს.
  • 2.3. სად არის შესაძლებელი „სერტიფიკატების“ გამოყენება? „სერტიფიკატის მფლობელი“ უფლებამოსილია „სერტიფიკატში“ მითითებული ოდენობის ფარგლებში („სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება“) მიიღოს „პროდუქტი“ „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტებში.
  • 2.4. არ არის გადახდის საშუალება. „სერტიფიკატი“ არ არის გადახდის საშუალება ან გადახდის დოკუმენტი, ის არ ექვემდებარე ფულზე გაცვლას. არ მოხდება „სერტიფიკატის“ მონეტარული ღირებულების ექვივალენტის გადახდა.
  • 2.5. ერთჯერადი გამოყენების. „სერტიფიკატით“ სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მის საფუძველზე შენაძენის განხორციელების შემდეგ ის უნდა ანულირდეს „გამყიდველის“ მიერ.
  • 2.6. შესაძლო დამატებითი გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქტის“ ღირებულება აღემატება „სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას“, „სერტიფიკატის მფლობელმა“ უნდა გადაიხადოს სხვაობა შერჩეული „პროდუქტის“ ღირებულებასა და „სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას“ შორის.
  • 2.7. თანხის უკან დაბრუნების დაუშვებლობა. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქტის“ ღირებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე „სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება“, მაშინ არ მოხდება შესყიდულ „პროდუქტსა“ და „სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას“ შორის არსებული სხვაობის დაბრუნება. "გამყიდველის" შეხედულებისამებრ, დარჩენილი რაოდენობის გამოყენება შესაძლებელია დამატებითი პროდუქტების შესაძენად.
  • 2.8. ფასდაკლების გარეშე გაყიდვა. „სერტიფიკატი“ არ არის ფასდაკლების დოკუმენტი. ჩვენს „პროდუქტებზე“ არ არსებობს ფასდაკლება.
  • 2.9. „სერტიფიკატების“ კომბინაცია. „სერტიფიკატების ნომინალური ღირებულებები“ არ ერთიანდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მხოლოდ ერთი „პროდუქტის“ შესყიდვა ერთი „სერტიფიკატით“.
  • 2.10. ვალიდურობა. ძალაში ყოფნის ვადა არის წინასწარი გადახდის განხორციელებიდან 3 თვე, რომელსაც ადასტურებს „სერტიფიკატი“ და იგი მრგვალდება იმ თვის ბოლო დღემდე, რომელშიც ზემოაღნიშნული 3 თვის ვადა იწურება. „სერტიფიკატის“ ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია მისი გამოყენება „პროდუქტის“ შესაძენად.
  • 2.11. „სერტიფიკატის“ დაკარგვა ან დაზიანება. დაკარგული „სერტიფიკატები“ არ ექვემდებარება ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდება „სერტიფიკატზე“ დატანებული უნიკალური ნომერი ან/და ბარკოდი, „სერტიფიკატის“ გამოყენება დაუშვებელია.
  • 2.12. „სერტიფიკატის“ გამოყენება „პროდუქტის“ შესაძენად შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვისაც მიღწეული აქვს ნიკოტინის შემცველი პროდუქტის შესაძენად კანონით დადგენილი ასაკისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ზემოხსენებული სტატუსის დადასტურება, „გამყიდველი“ უარს განაცხადებს „პროდუქტის“ მიყიდვაზე.
  • 2.13. იმ შემთხვევაში, თუ „სერტიფიკატი“ დაჯავშნილია „ვებ-გვერდზე“ „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტში ასაღებად, მასზე ვრცელდება „პროდუქტის დაჯავშნის პირობები“.

3. სერტიფიკატის იდენტიფიცირება

  • 3.1. „სერტიფიკატები“ გარეგნულად მოიცავს შემდეგ სავალდებულო ელემენტებს.
    • 3.1.1. „სერტიფიკატის“ წინა მხარე. „სერტიფიკატის“ წინა მხარეს მითითებულია მისი ნომინალური ღირებულება, მიეთითება ფრაზები: „შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატი“ და „სერტიფიკატის გამოყენება შეუძლია ნიკოტინის მოხმარებისათვის კანონით დადგენილ ასაკს მიღწეულ პირს პირადი ID ბარათის საფუძველზე“ და მის ქვემოთ უნიკალური ბარკოდი და ნომერი.
    • „სერტიფიკატის“ უკანა მხარე. „სერტიფიკატის“ უკანა მხარე შეიცავს შემდეგ ტექსტს:
    • ა. ძალაშია: _______-მდე.
    • ბ. პირობები:
    • „სერტიფიკატი არის IQOS-ის ერთ-ერთი სრული მოწყობილობის (2.4 Plus, 3 DUO, Multi) წინასწარი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    • „სერტიფიკატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ IQOS-ის ოფოციალურ მაღაზიებში (შპს „ჯიდიაი“). მაღაზიათა ადგილმდებარეობის გასაგებად ეწვიეთ ვებ-გვერდს iqos.com.
    • „სერტიფიკატების ღირებულებების გაერთიანება დაუშვებელია“.
    • პირობების სრულად გასაცნობად ეწვიეთ iqos.com-ს.
    •  მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
  • 3.2. „სერტიფიკატის“ იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტში მომუშავე პერსონალი.

4. სერტიფიკატის გაყიდვა და გამოყენება

  • 4.1.„სერტიფიკატის“ გაყიდვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა „გამყიდველის“ გაყიდვის პუნქტში.
  • 4.2. ამ „პირობების“ დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა უარი გეთქვათ „სერტიფიკატის“ ნებისმიერი ფორმით გაყიდვაზე ან გამოყენებაზე.

5. სხვადასხვა

  • 5.1.„გამყიდველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ „პირობებში“. „გამყიდველი“ ვალდებულია „სერტიფიკატის მფლობელს“ შეატყობინოს „პირობებში“ ცვლილების შესახებ მათი ძალაში შესვლამდე 10 კალენდარული დღით ადრე, შესაბამისი ინფორმაციის (შეტყობინების) „ვებ-გვერდზე“, „შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოყენების პირობების“ სექციაში, განთავსებით.
  • 5.2. „პირობების“ ცვლილების შესახებ შეტყობინება ჩაითვლება „სერტიფიკატის მფლობელისათვის“ გაგზავნილად, თუ ეს დაიწერება „ვებ-გვერდზე“, „შესყიდვის დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოყენების პირობების“ სექციაში.
  • 5.3.იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშობა სიტუაცია, რომელიც იძლევა ამ „პირობების“ ბუნდოვანი განმარტების შესაძლებლობას ან არ რეგულირდება ამ „პირობებით“, მათზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს „გამყიდველი“. „გამყიდველი“ არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ისეთი გარემოება, როგორიცაა სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედება, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გათიშვა, აღჭურვილობის გაუმართაობა, ბლოკადა, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამყიდველის კონტროლის მიღმა მყოფი სხვა გარემოებები.