ყველაზე ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობა
ნაცნობი დიზაინი. გაუმჯობესებული გამოცდილება.
კომპაქტური, ყველაფერი ერთში დიზაინი.
გამოიყენე თავსებადი კვების ბლოკი და დამტენი კაბელი, რათა დამუხტო შენი IQOS ILUMA PRIME-ის დამტენი მოწყობილობა. მოწყობილობის სრულად დამუხტვას 2 საათი და 15 წუთი დასჭირდება.
თუ შენი დამტენი მოწყობილობა სრულად არის დამჯდარი, თავდაპირველად მოწყობილობას დასამუხტად 20 წუთი დასჭირდება, რათა დამუხტვის პროცესის მანიშნებელი ნათება აინთოს.
გაწმინდე შენი დამტენი და გასახურებელი მოწყობილობების კონტაქტი
თუ შენ დამტენი მოწყობილობის დამუხტვის პარალელურად ცდილობ, დამუხტო გასახურებელი მოწყობილობაც, აუცილებელია რომ ამ პროცესში დამტენი მოწყობილობა თავსებადი კვების ბლოკითა და დამტენი კაბელით დამუხტო.
მოათავსე გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში, დააჭირე 10 წამის განმავლობაში დამტენ მოწყობილობაზე არსებულ ღილაკს და გადატვირთე მოწყობილობა. გეჭიროს თითი ღილაკზე, სანამ ნათება არ ჩაქრება. გადატვირთვის პროცესში ნათება დაიწყებს თეთრად ციმციმს.
დარწმუნდი, რომ TEREA-ს ღერი არ არის გამოყენებული. ან შეამოწმე მხოლოდ ერთი კონკრეტული TEREA-ს ღერის შემთხვევაში აქვს პრობლემა? TEREA-ს ღერების მოთავსებასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირი არ არის და თითქმის არასდროს არის მოწყობილობის გაუმართაობის შედეგი.
დარწმუნდი, რომ TEREA-ს ღერი თითოეული მოხმარების დროს სწორად არის მოწყობილობაში მოთავსებული, მომხმარებელთა სახელმძღვანელოს შესაბამისად.
TEREA-ს შეფუთვა არ უნდა შეინახო ისეთ გარემოში, რომელიც არის ნესტიანი ან ძალიან მშრალი. ასეთმა პირობებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს აეროზოლის ხარისხზე.