IQOS ILUMA i PRIME-ის ონლაინ დიაგნოსტიკა

სენსორულ ეკრანზე ციფრი “0” ციმციმებს

შენი IQOS ILUMA i PRIME მოწყობილობის ეკრანზე ციფრი “0” სამჯერ ციმციმებს? ეს ნიშნავს, რომ შენი გასახურებელი მოწყობილობა დამჯდარია.
გაინტერესებს როგორ დამუხტო ის?
1.მოათავსე გასახურებელი მოწყობილობა უკან დამტენ მოწყობილობაში. დარწმუნდი, რომ სწორადაა მოთავსებული და დახურე საფარი.
2.დარწმუნდი, რომ დამტენი მოწყობილობა საკმარისად დამუხტულია, რათა შეძლოს გასახურებელი მოწყობილობის სრულად დამუხტვა.
3. დატოვე გასახურებელი მოწყობილობა დასამუხტად მანამ, სანამ დამტენ მოწყობილობაზე მინიმუმ ერთი ნათება არ გახდება სტაბილურად თეთრი.

გასახურებელ მოწყობილობაზე ნათებები არ ინთება

სენსორულ ეკრანზე თითის გადასმის შემდეგ გასახურებელ მოწყობილობაზე ნათებები არ ინთება?
ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
1. შეამოწმე, დამტენი მოწყობილობა დამუხტულია თუ არა იმდენად, რომ მინიმუმ ერთი მოხმარების შესაძლებლობა მოგცეს. ამისათვის მინიმუმ ერთი ნათება უნდა იყოს სტაბილურად თეთრი.
2. გაწმინდე კონტაქტის ადგილები გასახურებელ მოწყობილობასა და დამტენ მოწყობილობას შორის.
3. გასახურებელი მოწყობილობა მოათავსე დამტენ მოწყობილობაში და დარწმუნდი, რომ სწორადაა მოთავსებული. დატოვე გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში მანამ, სანამ მინიმუმ ერთი ნათება არ გახდება სტაბილურად თეთრი.
4. ამოიღე გასახურებელი მოწყობილობა დამტენი მოწყობილობიდან და გადაუსვი თითი სენსორულ ეკრანს ქვემოდან ზემოთ.

პაუზის რეჟიმი არ არის ხელმისაწვდომი

პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ პაუზის რეჟიმის ფუნქცია გააქტიურებულია შენს მოწყობილობაზე.
• პაუზის რეჟიმი გამოსახულია სენსორული ეკრანის ზედა ნაწილში, 2 მოკლე ვერტიკალური ხაზით.
• თუ ვერტიკალური ხაზები არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ შენს მოწყობილობას პაუზის ფუნქცია არ აქვს გააქტიურებული. მის გასააქტიურებლად შეგიძლია ეწვიო IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიას.
თუ პაუზის რეჟიმი ხელმისაწვდომია:
* პაუზის რეჟიმი ხელმისაწვდომია ორი თანმიმდევრული გამოცდილებიდან მხოლოდ ერთზე. (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა მუშაობს სტანდარტულ რეჟიმში) მისი გააქტიურება შესაძლებელია მოხმარების დაწყებიდან 3 წუთის ან 8 ნაფაზის განმავლობაში.
1. პაუზის რეჟიმის გასააქტიურებლად სენსორულ ეკრანს გადაუსვი თითი ზემოდან ქვემოთ
თუ თითს არ გადაუსვამ სენსორული ეკრანის მთელ ზედაპირს, პაუზის რეჟიმი არ გააქტიურდება
2. პაუზის რეჟიმის გასაუქმებლად გადაუსვი თითი სენსორულ ეკრანს ქვემოდან ზემოთ და დაელოდე წინასწარი გახურების დაწყებას.
პაუზის რეჟიმი მაქსიმუმ 8 წუთს გრძელდება. თუ ამ დროის განმავლობაში მოხმარება არ გაგრძელდება, გასახურებელი მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.

FlexPuff არ მუშაობს

შენი მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს შესუნთქული აეროზოლის მოცულობას და შესაძლოა გაააქტიუროს FlexPuff, შესაბამისად, შესაძლოა დამატებითი ნაფაზები არ ვრცელდებოდეს ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა მომხმარებელზე.

პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.

FlexPuff-ის გააქტიურების შემთხვევაში, შენ მიიღებ დამატებით 4 ნაფაზს, რომელიც თავდაპირველი 6 წუთიდან დარჩენილ დროში უნდა გამოიყენო. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად შეგიძლია ეწვიო IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიებს.

FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე.

კითხვები გაქვს? იპოვე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე აქ

დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი
იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.
გვიპოვე რუკაზე
შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე
IQOS Support Georgia
ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება
გაიგე მეტი
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
ჩვენ შენთან ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე

IQOS ILUMA™ განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან მოხმარებისთვის.

არ გამოიყენო SMARTCORE™ ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORE™ ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.