lil SOLID 2.0 დიაგნოსტიკა

ისარგებლე ჩვენი ონლაინ ინსტრუქციებით, რომელიც დაგეხმარება იპოვო გამოსავალი მოწყობილობის პრობლემებთან დაკავშირებით.

lil SOLID მოწყობილობის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარვეზი გაქვთ?

თუ თქვენ გაქვთ ახალი lil SOLID მოწყობილობა და მოხმარების პროცესში შეფერხებას იგრძნობთ, პირველ რიგში სცადეთ მოწყობილობის “ძილის რეჟიმიდან” გამოყვანა. ამისათვის 2 წამის განმავლობაში დააჭირეთ ღილაკს, ან შეაერთეთ დამტენი მოწყობილობა დენის წყაროში. როდესაც მოწყობილობა გააქტიურდება, მისი ნათურა ორჯერ განათდება წითლად, შემდეგ ნარინჯისფრად, ღია ლურჯად და ბოლოს - ლურჯად.

ლურჯი ნათების გამოჩენის შემდეგ შეამოწმეთ დაიტენილია თუ არა თქვენი მოწყობილობა. ამისათვის, დააჭირეთ ღილაკს ან შეაერთეთ მოწყობილობა დენის წყაროში USB კაბელით ან AC გადამყვანით. ელემენტის დატენვის დონეს ნათების ფერი განსაზღვრავს. ლურჯი ფერი ნიშნავს, რომ მოწყობილობა დატენილია 60%-დან 100%-მდე; ღია ლურჯი ნიშნავს, რომ მოწყობილობა დატენილია 30%-დან 60%-მდე, ნარინჯისფერი - 0%-დან 30%-მდე, ხოლო წითელი ნიშნავს, რომ მოწყობილობა დატენვას საჭიროებს.

LED ნათება ციმციმებს წითლად ან ნარინჯისფრად​

თუ თქვენი მოწყობილობის LED ნათება 3 წამის განმავლობაში წითლად ციმციმებს და გრძნობთ 3 ვიბრაციას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოწყობილობა ჯდება და დატენვას საჭიროებს.

თუ თქვენი მოწყობილობის LED ნათება 3 წამის განმავლოვაში ნარინჯისფრად ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა 3 თანმიმდევრული მოხმარების შემდეგ “ძილის რეჟიმში” გადავიდა. დიცადეთ 3 წუთი და 30 წამი იმისათვის, რომ მოწყობილობა გაგრილდეს.

თუ თქვენი  მოწყობილობის LED ნათება 5-ჯერ წითლად ციმციმებს, ეს ნიშნავს რომ მოწყობილობა გამართულად არ ფუნქციონირებს. მარტივად, გადატვირთეთ თქვენი მოწყობილობა.

1. დააჭირეთ ღილაკს 8 წამის განმავლობაში და არ აიღოთ თითი ღილაკიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2 წამში ვიბრაციას იგრძნობთ.
2. მას შემდეგ რაც მოწყობილობა გადაიტვირთება, მოწყობილობის LED ნათება მიყოლებით ორ-ორჯერ აინთება ჯერ წითლად, შემდეგ ნარინჯისფრად, ღია ლურჯად და ბოლოს - ლურჯად.
3. მას შემდეგ, რაც მოწყობილობა სრულად გადაიტვირთება, LED ნათება 1 წამის განმავლობაში ცისფრად აინთება და თქვენ იგრძნობთ ორ ვიბრაციას.

მოწყობილობა უსიამოვნო სუნს წარმოქმნის?

უსიამოვნო სუნი არარეგულარული და არასწორი წმენდის შედეგად წარმოიქმნება. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მოწყობილობა ყოველი 1 კოლოფი Fiit-ის მოხმარების შემდეგ გაწმინდოთ. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობაში დარჩება თამბაქოსა და ორგანული ნივთიერებების ნარჩენები, მაშინ მოწყობილობა გაახურებს ნარჩენებს, რაც უსიამოვნო სუნის წარმოქმნას განაპირობებს.

აეროზოლი სუსტად წარმოიქმნება?

თქვენი lil SOLID არ გამოყოფს აეროზოლს ან გამოყოფილი აეროზოლის რაოდენობა ძალიან მცირეა? ამ პრობლემის გადაჭრა ორი მარტივი გზით არის შესაძლებელი:

1. ნაზად დაატრიალეთ სიგარეტის ღერი ერთი მიმართულებით. შეამოწმეთ, გატეხილი ან გაღუნული ხომ არ არის ის.
2. იმ შემთხვევაში, თუ აეროზოლი კვლავ მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა, სცადეთ მოწყობილობის თამბაქოს ნარჩენებისგან გაწმენდა. ამისათვის, გამოიყენეთ საწმენდი ხელსაწყოს ჯაგრისის მხარე. სასურველია, მოწყობილობა ყოველი 20 მოხმარების შემდეგ გაიწმინდოს.

გახსოვდეს, რომ პირველი ნაფაზის შემდეგ საჭიროა მოიცადო 25 წამი, რათა მოწყობილობამ შეძლოს სათანადო ტემპერატურამდე გაახუროს თამბაქოს ღერი

lil მოწყობილობის გასახურებელი ღერძის ან სხვა ფიზიკური დაზიანება

მოწყობილობის უხეშად წმენდის შემთხვევაში, შესაძლებელია დაზიანდეს გასახურებელი ღერძი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოწყობილობის ფრთხილი წმენდა. ასევე, დაატრიალეთ თამბაქოს ღერი მხოლოდ ერთი მიმართულებით დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

თუ შენს მოწყობილობას აქვს ხარვეზი, დაგვიკავშირდი. ჩვენ მოვახდენთ შენი მოწყობილობის დიაგნოსტირებას და თუ აკმაყოფილებ გარანტიის პირობებს, გამოგიცვლით მას.

lil SOLID 2.0 – მომხმარებლის სახელმძღვანელო

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე lil SOLID 2.0-ის მომხმარებლის სახლემძღვანელო
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 19:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე