1. ყოველთვის გამოიყენე IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობის ორიგინალი ადაპტერი და კაბელი დენის წყაროში შეერთებისას. ეს უზრუნველყოფს დამტენი მოწყობილობის გამართულად დატენვას განსაზღვრულ დროში. უყურე ვიდეოს იმისათვის, რომ გაიგო როგორ დატენო შენი მოწყობილობა.
2. ყოველთვის გაწმინდე შენს დამტენ და გასახურებელ მოწყობილობებს შორის არსებული კონტაქტები. ეს დამტენი მოწყობილობით გასახურებელი მოწყობილობის სწრაფ და ოპტიმალურ დატენვას უზრუნველყოფს.
1. მოციმციმე წითელი ნათება IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობაზე
შესაძლებელია, შენი გასახურებელი მოწყობილობა სათანადოდ არ იტენებოდეს დამტენი მოწყობილობის მეშვეობით. ყოველთვის გამოიყენე ორიგინალი ადაპტერი და კაბელი, გაწმინდე გასახურებელ და დამტენ მოწყობილობებს შორის არსებული კონტაქტები. ეწვიე გვერდს - როგორ დავტენო მოწყობილობა.
შენს მოწყობილობას შესაძლებელია გადატვირთვა საჭიროებდეს. დარწმუნდი, რომ შენი გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაშია მოთავსებული. დააჭირე დამტენი მოწყობილობის ღილაკს თითი 10 წამის განმავლობაში. ან უყურე ვიდეოს მოწყობილობის გადატვირთვის შესახებ.
2. IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობის ნათურა თეთრად ციმციმებს
შესაძლებელია, რომ შენი მოწყობილობა გადახურდა ან გაცივდა (მოწყობილობის გამართული ფუნქციონირებისათვის გარემოს ტემპერატურა 0°C-დან 50°C-მდე უნდა მერყეობდეს). იმისათვის, რომ შენმა მოწყობილობამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება, შესაძლოა დაგჭირდეს მისი გაგრილება ან ხელების დახმარებით გათბობა.
1. მოათავსე შენი IQOS ORIGINALS DUO გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში.
2. დააჭირე დამტენი მოწყობილობის ღილაკს 10 წამის განმავლობაში, რათა გადატვირთო ან ჩართო შენი მოწყობილობა. იმისთვის, რომ ნახო, როგორ გადატვირთო შენი მოწყობილობა, უყურე ვიდეოს.
3. IQOS ORIGINALS DUO-ს ადაპტერისა და კაბელის მეშვეობით შეაერთე შენი დამტენი მოწყობილობა დენის წყაროში. ყოველთვის გამოიყენე ორიგინალი ადაპტერი და კაბელი. რეგულარულად გაწმინდე გასახურებელ და დამტენ მოწყობილობებს შორის არსებული კონტაქტები.
4. სანამ შენი დამტენი მოწყობილობა იტენება, სტატუსის მანიშნებელი ნათურა იციმციმებს. გახსოვდეს, რომ სრულად დამჯდარი დამტენი მოწყობილობა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაიწყებს დატენვას. უყურე ვიდეოს, იმისათვის რომ გაიგო, როგორ დატენო შენი მოწყობილობა.
1. თავდაპირველად დარწმუნდი, რომ შენო IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობის გასახურებელი მოწყობილობა სრულად გაგრილდა (ამისათვის, მოხმარების შემდეგ დაელოდეთ მინიმუმ 30 წამი)
2. ყოველთვის გამოიყენე IQOS-ის მოწყობილობის ორიგინალი საწმენდი ხელსაწყო და ჩხირები.
3. ეცადე, წმენდის დროს არ დაატანო ძალა და არ შეეხო გასახურებელ დანას.
4. იმისათვის, რომ მიიღო IQOS-ის მოწყობილობის მოხმარების საუკეთესო გამოცდილება, რეკომენდებულია შენი მოწყობილობა გაწმინდო ყოველი 20 ღერის მოხმარების შემდეგ და ყოველ 6 თვეში ერთხელ განაახლო გასახურებელი მოწყობილობის თავსახური.
5. ეწვიე გვერდს და გაიგე როგორ გაწმინდო შენი მოწყობილობა.
შენი მოწყობილობის რეგულარული პროგრამული განახლება შესაძლებლობას მოგცემს, უზრუნველყო შენი მოწყობილობის ოპტიმალური ფუნქციონირება და გააუმჯობესო შენი მოხმარების გამოცდილება. პროგრამული განახლება შესაძლოა დაგეხმაროს შენს მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის პროცესში.