1. მოათავსე IQOS ORIGINALS-ის გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში.
2. დააჭირე დამტენის ღილაკს 4 წამის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩართო ან გამორთო მოწყობილობა. გახსოვდეს, დამტენი მოწყობილობის გამორთვის შედეგად შენ გამორთავ IQOS-ის გასახურებელ მოწოყბილობასაც.
3. ფაქიზად დააჭირე და აუშვი თითი დამტენი მოწყობილობის ღილაკს.
3.1 შეამოწმე სტატუსის მაჩვენებელი ნათურა დამტენ მოწყობილობაზე იმისათვის, რომ ნახო რამდენ პროცენტზეა შენი მოწყობილობა.
ა. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მაჩვენებელი ნათურა სრულად ანთებულია, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობა 75%-ზე მეტად არის დატენილი.
3.2 შეამოწმე დამტენ მოწყობილობაზე არსებული მომრგვალებული ნათურა, რომელიც დამჭერის სტატუსზე მიგანიშნებთ.
ა. მოციმციმე თეთრი ნათება მიანიშნებს, რომ გასახურებელი მოწყობილობა იტენება.
ბ. ორი სრულად დატენილი მრგვალი ნათება მიანიშნებს, რომ გასახურებელი მოწყობილობა მზად არის ორი თანმიმდევრული მოხმარებისთვის.
4. დაელოდე, რათა შენი გასახურებელი მოწყობილობა სრულად დაიტენოს.
5. ახლა შენ ყველაფერი იცი შენი მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ და შეგიძლია დაიწყო მისი მოხმარება.
1. დამტენი მოწყობილობიდან ამოიღე სრულად დატენილი IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა.
2. ნაზად მოათავსე HEETS-ის თამბაქოს ღერი. თავდაპირველად დამჭერში ჩადე თამბაქოს ქვედა მხარე და ფრთხილად დააწექი მანამ, სანამ ღერი გასახურებელ მოწყობილობაში ვერსცხლისფერ ნიშნულამდე არ მოთავსდება. ეცადე, არ დაატრიალო HEETS-ის ღერი გასახურებელ მოწყობილობაში.
3. დააჭირე გასახურებელი მოწყობილობის ღილაკს მანამ, სანამ არ იგრძნობ ვიბრაციას. როდესაც გასახურებელი მოწყობილობის სტატუსის მანათობელი ნათურა დაიწყებს ციმციმს, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა მოხმარებისთვის ემზადება. დაელოდე, სანამ იგრძნობ ორ ვიბრაციას და ნათება შეწყვეტს ციმციმს.
4. მოწყობილობა მზადაა მოხმარებისთვის! გახსოვდეს, რომ მოწყობილობის ერთი მოხმარება 6 წუთის, ან 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება. როდესაც იგრძნობ ვიბრაციას, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილია ორი ნაფაზი ან მოხმარების 30 წამი.
5. მას შემდეგ, რაც მოხმარების პროცესი დასრულდება, გახსენი მოწყობილობის თავსახური და ამოიღე HEETS-ის ღერი. გახსოვდეს, რომ თავდაპირველად საჭიროა მოწყობილობის თავსახურის მოხსნა.
6. ისევ დაახურე გასახურებელ მოწყობილობას თავსახური. დააჭირე და აუშვი თითი ღილაკს იმისათვის, რომ ნახო დარჩენილი მოხმარების რაოდენობა. 1 ნათება ნიშნავს, რომ დარჩენილია ერთი მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ნათურა არ ინთება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობა დატენვას საჭიროებს.
7. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე როგორ გამოიყენო შენი IQOS ORIGINALS DUO.
1. მოათავსე IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში.
2. ფრთხილად დააჭირე და აუშვი თითი დამტენი მოწყობილობის ღილაკს და შეამოწმე ციმციმა ნათება დატენვის დონის გასაგებად. თუ ნათება მხოლოდ ერთ ზოლზეა და ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ დამტენი მოწყობილობის დატენვის დონე ძალიან დაბალია.
3. შეაერთე დამტენი მოწყობილობა დენის წყაროში IQOS ORIGINALS DUO-ს ორიგინალი ადაპტერის და კაბელის გამოყენებით. შენი დამტენი მოწყობილობის დატენვის პერიოდში ნათებები განაგრძობენ ციმციმს.
4. გახსოვდეს, ყოველთვის გამოიყენე ორიგინალი IQOS ORIGINALS DUO ადაპტერი და კაბელი. მოერიდე შენი მოწყობილობის დატენვას არაორიგინალი ადაპტერის, კაბელის ან ლეპტოპის საშუალებით. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს შენს გამოცდილებას.
5. დარწმუნდი, რომ დამტენი მოწყობილობა სრულად არის დატენილი, შენი გასახურებელი მოწყობილობით 20-მდე მოხმარების შესაძლებლობისთვის.
6. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე როგორ დატენო შენი IQOS ORIGINALS DUO
1. წმენდის პროცესის დაწყებამდე დარწმუნდი, რომ შენი IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელმა მოწყობილობამ მოასწრო გაგრილება (ამისათვის, მოხმარების შემდეგ დაელოდე მინიმუმ 30 წამი)
2. მოხსენი გასახურბელ მოწყობილობას თავსახური და ფრთხილად დაცალე თამბაქოს ნარჩენებისგან.
3. გახსენი საწმენდი ხელსაწყოს მბრუნავი თავი და ფრთხილად მოათავსე ის მოწყობილობაში. ნაზად დაატრიალე სამჯერ. ამოიღე საწმენდი ხელსაწყო და ფრთხილად დაცალე გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს ნარჩენებისგან.
4. გახსენი ორმაგი საწმენდი ხელსაწყოს საწმენდი თავი, გაუსწორე გასახურებელ მოწყობილობას, მოათავსე მარტივად დატრიალების გარეშე. ამოძრავე გვერდულად, მარცხნიდან მარჯვნივ გასახურებელი დანის გარშემო თამბაქოს ნარჩენების მოსაშორებლად. კიდევ ერთხელ, ფრთხილად დაცალე გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს ნარჩენებისგან.
5. გამოიყენე საწმენდი ჩხირები გასახურებელი მოწყობილობის შიგნიდან გასაწმენდად, გასახურებელ დანაზე შეხების გარეშე. ასევე, გაწმინდე გასახურებელი მოწყობილობის თავსახური შიგნიდან, ზედა და ქვედა მხრიდან.
6. ეცადე, წმენდის დროს არ დაატანო ძალა და არ შეეხო გასახურებელ დანას.
7. რეკომენდირებულია, რომ შენი მოწყობილობა გაწმინდო ყოველი 20 ღერის მოხმარების შემდეგ.
8. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე როგორ გაწმინდო შენი IQOS ORIGINALS DUO
შენი მოწყობილობა შესაძლებელია გადატვირთვას საჭიროებდეს. დარწმუნდი, რომ შენი გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში არის მოთავსებული. დააჭირე დამტენ მოწყობილობაზე მოთავსებულ ღილაკს თითი 10 წამის განმავლობაში.
ყოველ 6 თვეში ერთხელ შეცვალე შენი IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობის თავსახური. ეს დაგეხმარება, მიიღო გასახურებელი თამბაქოს მოხმარების ოპტიმალური გამოცდილება.
რეგულარულად განაახლე შენი IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობა. პროგრამული განახლება შესაძლებლობას მოგცემს, უზრუნველყო შენი მოწყობილობის ოპტიმალური ფუნქციონირება და მიიღო საუკეთესო გამოცდილება.