როგორ გამოიყენო lil SOLID Ez?
გაიგე როგორ გამოიყენო, დატენო და გაწმინდო შენი lil SOLID Ez მოწყობილობა. გაეცანი რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება მიიღო მოწყობილობის მოხმარების სრულყოფილი გამოცდილება.

lil SOLID Ez გამოყენება

1. თავდაპირველად, დარწმუნდი რომ შენი მოწყობილობა ჩართულია. ამისათვის, სწრაფად დააჭირე თითი ჩართვის ღილაკს და შეამოწმე მოწყობილობის ელემენტის დონე.

2. მოხადე თავსახური და მოათავსე Fiit-ის ღერი მოწყობილობაში თამბაქოს მხრიდან.

 · ჩართე შენი lil SOLID Ez მოწყობილობა. ამისათვის დააჭირე თითი ჩართვა/გამორთვის ღილაკს 2 წამის განმავლობაში, სანამ არ იგრძნობ ვიბრაციას.

 · მალე შენი მოწყობილობა დაიწყებს გახურებისთვის მზადებას. ამ დროს ღია ლურჯი ნათება 25 წამის განმავლობაში იციმციმებს.

 · როდესაც მოწყობილობა დაასრულებს მომზადებას, ღია ლურჯი ნათება აინთება. კვლავ იგრძნობ ვიბრაციას, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის.

3. მოწყობილობის მოხმარების თითოეული გამოცდილება 5 წუთის ან 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება.

 · როდესაც კვლავ იგრძნობ ვიბრაციას და ღია ლურჯი ნათება დაიწყებს ციმციმს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დარჩენილია მოხმარების 30 წამი ან 3 ნაფაზი.

4. მას შემდეგ, რაც დაასრულებ მოწყობილობის მოხმარებას, ერთი მიმართულებით დაატრიალე თამბაქოს ღერი მოწყობილობაში 3-ჯერ ან მეტჯერ, ამოიღე გასახურებელი ღერი და დახურე თავსახური.

 · Fiit-ი სპეციალურად lil™-ისთვის შექმნილი თამბაქოს ღერებია და ისინი ერთჯერადი მოხმარებისაა. არ მოათავსოთ გამოყენებული ღერი მოწყობილობაში.

უყურე ვიდეოს, რათა გაიგო მეტი შენი lil SOLID Ez მოწყობილობის შესახებ.

lil SOLID Ez დატენვა

ამისათვის, რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო:

1. დატენვის დროს სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა დაიწყებს ციმციმს, მისი ფერი კი ელემენტის დატენვის დონის მანიშნებელი იქნება.

2. სრულად დატენვის შემდეგ ნათურა ლურჯად აინთება.

3. თუ ნათურა ლურჯად ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ ელემენტი 100-75%-მდეა დატენილი.

4. ღია ლურჯი ნათება მიგანიშნებს, რომ ელემენტი 75-35%-მდეა დატენილი და შენ ჯერ კიდევ შეგიძლია მისი გამოყენება.

5. ნარინჯისფერი ნათება გაჩვენებს, რომ ელემენტის დონე 35-1%-მდეა და მოწყობილობა დასატენია.

6. თუ ნათურა წითლად ანათებს, მაშინ შენი მოწყობილობა დამჯდარია და დასატენია.

უყურე ვიდეოს და გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დატენო შენი lil SOLID Ez მოწყობილობა.

lil SOLID Ez წმენდა

1. გაწმენდამდე ყოველთვის გამორთე შენი მოწყობილობა.

2. გახსენი ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო საწმენდი პირის მხრიდან.

3. მოხსენი მოწყობილობას თავსახური.

4. გამოიყენე საწმენდი ხელსაწყო გასახურებელი ღერძის გასაწმენდად.

5. გახსენი ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო თავსახურის საწმენდის მხრიდან.

6. გამოიყენე თავსახურის საწმენდი და გაწმინდე თავსახური, რათა ხელი შეუწყო მოწყობილობაში აეროზოლის თავისუფალ გადაადგილებას.

გაწმინდე მოწყობილობა ყოველი 20 მოხმარების შემდეგ, რათა უზრუნველყო აეროზოლის ოპტიმალური გამოყოფა.


ასევე, შესაძლებელია მოწყობილობის გახურებით წმენდა:

1. სწრაფად დააჭირე თითი მოწყობილობის ღილაკს 5-ჯერ.

2. LED ნათურა ნარინჯისფრად დაიწყებს ციმციმს 90 წამის განმავლობაში.

3. წმენდის დასრულების შემდეგ LED ნათურა ჩაქრება და იგრძნობ ორ ვიბრაციას.


უყურე ვიდეოს რომ გაიგო მეტი lil SOLID Ez მოწყობილობის წმენდის შესახებ.

კითხვები გაქვს? იპოვე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე ჩვენს FAQ გვერდზე

ეს ყველაფერი არ არის. იხილე ჩვენი მომხმარებლის სახემძღვანელო, რათა უფრო მეტი გაიგო lil SOLID Ez-ის შესახებ.
მომხმარებლის სახელმძღვანელო შესაძლებლობას მოგცემს, გაიგო მეტი მოწყობილობის ფუნქციონირებისა და მისი მოხმარების შესახებ.
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
ესაუბრე ჩვენს ექსპერტებს რეალურ დროში. ჩატი ხელმისაწვდომია ყოველ დღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. ამისათვის, გამოგვიგზავნე ტექსტური შეტყობინება ჩატის მეშვეობით და ჩვენ მალე გიპასუხებთ.
თუ შენი მოწყობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება გინდა, შეგიძლია სოციალური მედიის მეშვეობითაც დაგვიკავშირდე. მოგვწერე Facebook ჩატში და ჩვენ მალე გიპასუხებთ. IQOS Support Georgia
მოგვწერე ელ-ფოსტის მისამართზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გიპასუხოთ. მოგვწერე
შესაძლებელია, ანალოგიური კითხვა სხვასაც გაუჩნდა. იპოვე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე FAQs სექციაში. ხშირად დასმული კითხვები
თუ გინდა, რომ პირადად გაესაუბრო ჩვენს ექსპერტებს, დაგვიკავშირდი ჩვენი ქოლცენტრის ნომერზე, სადაც შეძლებ, მიიღო პასუხები შენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. 0 800 003 003