პირველი ნაბიჯები შენს IQOS ILUMA i ONE-თან ერთად

გაიგე როგორ გამოიყენო შენი ახალი IQOS ILUMA i ONE

შენ შეიძინე ახალი IQOS ILUMA i ONE — აი, როგორ გამოიყენო ის პირველად:

1. დააჭირე და 4 წამით გეჭიროს მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკზე თითი, შემდეგ გაუშვი; მოწყობილობის სტატუსის ნათებები ნელ-ნელა ჩაირთვება.

2. პირველ გამოყენებამდე სრულად დამუხტე მოწყობილობა დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში, თანდართული გაფრთხილებებსა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
3. გადაწიე თავსახური და მოათავსე SMARTCORE STICK™ ფილტრის ხაზამდე, სანამ მოწყობილობა ვიბრაციას არ დაიწყებს და სტატუსის ნათებები არ აციმციმდება.
4.წინასწარი გახურება იწყება ავტომატურად პირველი ვიბრაციის შემდეგ ან ღილაკზე 1 წამით დაჭერით. მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის მეორე ვიბრაციის შემდეგ.
5. მოხმარებისას სტატუსის ნათებები აჩვენებენ დარჩენილ დროს. როდესაც მოწყობილობა დაიწყებს ვიბრაციას და ნათურები აციმციმდება, ნიშნავს, რომ დარჩენილი გაქვს ბოლო 2 ნაფაზი ან 30 წამი.
6. მოხმარების დასრულების შემდეგ ამოიღე გამოყენებული SMARTCORE STICK™ და გადააგდე უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
7. გადაწიე და დახურე მოწყობილობის თავსახური.

შეგიძლია ნახო ვიდეო, რათა უკეთ გაიგო, თუ როგორ გამოიყენო შენი IQOS ILUMA i ONE
გაიგე როგორ და რამდენი ხნით დამუხტო IQOS ILUMA i ONE

მიჰყევი მარტივ ინსტრუქციებს შენი მოწყობილობის ოპტიმალური დამუხტვისთვის.

1.შეაერთე AC ადაპტერი (ცალკე იყიდება / მისი შეძენა შესაძლებელია ცალკე) და კაბელი შენს მოწყობილობასთან, შემდეგ კი კედლის დენის წყაროსთან — სრულად დამუხტვისთვის საჭიროა დაახლოებით 90 წუთი.
2.დამუხტვისას, ზოლიანი ნათებები მოწყობილობაზე დაიწყებენ ციმციმს.
3. თუ შენი მოწყობილობა სრულადაა დამჯდარი, შესაძლოა პირველ ნათებას დასჭირდეს რამოდენიმე წამი, იმისათვის, რომ ყვითლად აციმციმდეს.• როგორც კი დამტენი მოწყობილობა 7%-ზე მეტად დაიმუხტება, ნათების ფერი შეიცვლება ყვითლიდან თეთრზე
4. დამუხტვისას, ნათებები ციმციმებენ და აჩვენებენ დამუხტვის დონეს.
4 ზოლი ანათებს თეთრად — 100% დამუხტვა
3 ზოლი ანათებს თეთრად — 75%
2 ზოლი ანათებს თეთრად — 50%
1 ზოლი ანათებს თეთრად — 25%
ნახე ვიდეო, რათა უკეთ გაიგო როგორ დამუხტო შენი IQOS ILUMA i ONE.

IQOS ILUMA i ONE გაფართოებული ფუნქციები
FlexPuff
  • FlexPuff ჭკვიანი ფუნქციაა, რომელმაც შენს ინდივიდუალურ მოხმარების სტილზე დაყრდნობით, შესაძლოა გაახანგრძლივოს მოხმარების დრო მაქსიმუმ 6 წუთით.
  • შენი მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს შესუნთქული აეროზოლის მოცულობას, რის შედეგადაც, შესაძლოა გაააქტიუროს FlexPuff.
  • თუ FlexPuff გააქტიურდება, შენ მიიღებ დამატებით 4 ნაფაზს, რომელიც შეგიძლია გახანგრძლივებული 6 წუთის განმავლობაში გამოიყენო
  • FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.
  • FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა მომხმარებელზე.
  • პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.
  • სენსორული ეკრანის განათებები მიგანიშნებს, როდესაც დამატებითი ნაფაზები ხელმისაწვდომი გახდება
  • დარწმუნდი, რომ მოხმარების დროს პაუზის რეჟიმი არ არის ჩართული, რადგან ეს ხელს შეუშლის FlexPuff-ის ფუნქციის გააქტიურებას.
როგორ მუშაობს: IQOS ILUMA i ONE-ს გამოყენების რჩევები

SMARTCORE™️ღერის მოთავსება

გაითვალისწინე, რომ IQOS ILUMA i ONE მოწყობილობასთან გამოიყენო მხოლოდ SMARTCORE STICKS™. ისინი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა შექმნილი, ამიტომ დარწმუნდი, რომ არ მოიხმარ უკვე გამოყენებულ ღერს.

დარწმუნდი, რომ მოწყობილობა დამუხტულია

დამუხტე შენი IQOS ILUMA i ONE დამტენი მოწყობილობა შესაბამისი AC ადაპტერით (იყიდება ცალკე) და კაბელით.

მოწყობილობის პერსონალიზაცია

ჩვენი აქსესუარების ასორტიმენტის დახმარებით, გახადე შენი IQOS ILUMA i ONE შენს სტილზე მორგებული - შეუხამე სხვადასხვა დიზაინი და ფერი, აქციე შენი მოწყობილობა გამორჩეულად.

IQOS ILUMA i ONE მომხმარებლის სახელმძღვანელო
ჩვენს IQOS ILUMA i ONE-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოში უამრავი გამოსადეგი ინფორმაცია დაგხვდება. IQOS ILUMA i ONE-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო მოგცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიგო როგორ მუშაობს შენი მოწყობილობა და როგორ გამოიყენო ის.
ეს პროდუქტი არ არის რისკისგან თავისუფალი. იგი წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი
იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.
Store locator
შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე
IQOS Support Georgia
ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება
Find out more
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
ჩვენ შენთან ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
Write to us
  • IQOS ILUMA™ განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან მოხმარებისთვის.

    არ გამოიყენო SMARTCORE™ ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORE™ ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.