Most refined and advanced
Familiar design. Enhanced experience.
Pocket size. All-in-one design.
მოხმარების დაწყების მცდელობისას, ღილაკზე თითის დაჭერისას ზედა და ქვედა ნათებები თეთრად ციმციმებენ.
ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობაზე გააქტიურებულია ბლოკირების რეჟიმი.
ასეთ შემთხვევაში, დაგჭირდება დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი გაყიდვების ექსპერტისგან.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, შეგიძლია ეწვიო ჩვენს ოფიციალურ მაღაზიებს, სადაც ჩვენი ექსპერტი დაგეხმარება ხარვეზის დროულად აღმოფხვრაში.
FlexPuff-ის ფუნქცია შექმნილია გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.
FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე, ამიტომ გახანგრძლივებული გამოცდილება შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე ან მოხმარების ყველა გამოცდილებაზე.
ნათებები ჩართულია მოწყობილობაზე, თუმცა არ იტენება? ეს ნიშნავს, რომ დატენვის პორტებს გაწმენდა ესაჭიროება.
1. გამოაერთე მოწყობილობა დენის წყაროდან და დარწმუნდი, რომ როგორც მოწყობილობის, ასევე დამტენი კაბელის პორტები მშრალი და სუფთაა ნებისმიერი დაბინძურებისგან.
2. სრული დატენვისთვის, დამუხტე მოწყობილობა AC ადაპტერით (მისი შეძენა ცალკე არის შესაძლებელი) და კაბელით დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში. როდესაც მოწყობილობა სრულად დაიტენება, ეკრანზე გამოჩნდება 4 სტაბილურად თეთრი ნათება და შემდეგ გამოირთვება. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა სრულად დამჯდარია, ჩართვისას ნათებების გამოჩენას შეიძლება რამდენიმე წამი დასჭირდეს.
3. თუ მოწყობილობაზე ნათებები ანათებს, მაგრამ მაინც არ იმუხტება, სცადე გადატვირთვა.
ამისათვის 10 წამის მანძილზე დააჭირე თითი მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკს.
*გადატვირთვა წარმატებულად ითვლება, როდესაც სტატუსის ნათებები თანდათან ქრება, შემდეგ იწყებს ორჯერ სწრაფად ციმციმს, მათი დონე ისევ იზრდება და ბოლოს ჩნდება მოწყობილობის დამუხტვის სტატუსი.
IQOS ILUMA™ განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან მოხმარებისთვის.
არ გამოიყენო SMARTCORE™ ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORE™ ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.