პირველი ნაბიჯები შენს IQOS ILUMA i PRIME​-თან ერთად

როგორ გამოიყენო შენი ახალი IQOS ILUMA i PRIME

შენ შეიძინე ახალი IQOS ILUMA i PRIME: გაინტერესებს როგორ გამოიყენო შენი მოწყობილობა პირველად?

1. დააჭირე თითი დამტენი მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკს 4 წამის განმავლობაში, შემდეგ აუშვი; დამტენი მოწყობილობისა და გასახურებელი მოწყობილობის სტატუსის ნათებები ნელა აინთება.

2. მოათავსე გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში და დახურე საფარი, რათა მოწყობილობამ დაიწყოს დამუხტვა. გასახურებელი მოწყობილობის სტატუსის ნათება აჩვენებს დამუხტვის დონეს.

3. პირველ გამოყენებამდე სრულად დამუხტე შენი დამტენი მოწყობილობა დაახლოებით 135 წუთის განმავლობაში, თანდართული გაფრთხილებებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.

4. მოხმარების დასაწყებად, ამოიღე გასახურებელი მოწყობილობა დამტენი მოწყობილობიდან და მოათავსე SMARTCORE STICK™ ფილტრის ხაზამდე, სანამ არ იგრძნობ მოწყობილობის ვიბრაციას.

5. წინასწარი გახურება იწყება ავტომატურად ან შეგიძლია დაიწყო მანუალურად, სენსორულ ეკრანზე თითის ქვემოდან ზემოთ გადატარებით. სენსორული ეკრანი გაჩვენებს გახურების სტატუსს. მეორე ვიბრაციის შემდეგ მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის.

6. როდესაც სენსორული ეკრანი ორი ჰორიზონტალურ ხაზს აჩვენებს, ეს ნიშნავს სამი მოხმარების შესაძლებლობას. თუ ეკრანზე მხოლოდ ერთი ჰორიზანტალური ხაზია გამოსახული, ეს იმის მანიშნებელია, რომ დარჩენილია მოწყობილობის ორი მოხმარება იმ შემთხვევაში, თუ დაპაუზების რეჟიმი არ იყო გამოყენებული პირველი მოხმარების დროს. სენსორული ეკრანის გარშემო არსებული განათება მიუთითებს თითოეული მოხმარების დასრულებამდე დარჩენილ დროს.

7. მოხმარების დასრულების შემდეგ ამოიღე გამოყენებული SMARTCORE™ ღერი და გადააგდე უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.

8. გასახურებელი მოწყობილობა დააბრუნე დამტენ მოწყობილობაში დასამუხტად.

შეგიძლია ნახო ვიდეო, რათა უკეთ გაიგო, თუ როგორ გამოიყენო შენი IQOS ILUMA i PRIME.

*მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის რისკისგან თავისუფალი.
გაიგე, როგორ დამუხტო შენი IQOS ILUMA i PRIME

მიჰყევი ამ მარტივ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყო შენი მოწყობილობის ოპტიმალური დამუხტვა:

1. მოათავსე გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში და დარწმუნდი, რომ მოწყობილობა ჩართულია.

2. შეაერთე კვების AC ადაპტერი (მისი შეძენა ცალკე არის შესაძლებელი) და კაბელი შენს დამტენ მოწყობილობასთან, შემდეგ კი დენის წყაროსთან 135 წუთით სრულად დამუხტვისთვის.

• დამუხტვისას IQOS ILUMA i PRIME-ის დამტენ მოწყობილობაზე არსებული ნათებები დაიწყებს ციმციმს.
•თუ შენი მოწყობილობა სრულადაა დამჯდარი, შესაძლოა პირველ ნათებას დასჭირდეს რამდენიმე წამი, იმისათვის, რომ ყვითლად აციმციმდეს.
• როგორც კი დამტენი მოწყობილობა 7%-ზე მეტად დაიმუხტება,ნათების ფერი შეიცვლება ყვითლიდან თეთრზე.

3. შეამოწმე შენი მოწყობილობის დამუხტვის დონე — დააჭირე და აუშვი თითი დამტენ მოწყობილობაზე არსებულ ღილაკს.

დამუხტვისას, ნათება ციმციმებს და აჩვენებს დამუხტვის დონეს.

• იმისათვის, რომ მოწყობილობა სრულად დაიმუხტოს, ოთხივე ზოლი უნდა ანათებდეს თეთრად.

შეგიძლია უყურო ვიდეოს, რათა უკეთ გაიგო, თუ როგორ დამუხტო შენი IQOS ILUMA i PRIME.

IQOS ILUMA i PRIME გაუმჯობესებული ფუნქციები
პაუზის რეჟიმი

სენსორული ეკრანი მიუთითებს, ხელმისაწვდომია თუ არა პაუზის რეჟიმი — თუ ხელმისაწვდომია,  ეკრანზე გამოჩნდება ორი ვერტიკალური ხაზი. პაუზის რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტულ რეჟიმში, პირველი ან ზედიზედ მეორე მოხმარების დროს და მისი აქტივაცია შესაძლებელია მოხმარების პირველი 3 წუთის ან პირველი 8 ნაფაზის განმავლობაში

.
პაუზის რეჟიმის გასააქტიურებლად:
1. გადაუსვი თითი სენსორული ეკრანის მთელ ზედაპირს ზემოდან ქვემოთ — ამ დროს ეკრანზე გამოჩნდება 4 ვერტიკალური ხაზი.
• თუ თითს არ გადაუსვამ სენსორული ეკრანის მთელ ზედაპირს, პაუზის რეჟიმი არ გააქტიურდება.
2. მოხმარების გასაახლებლად გადაუსვი თითი სენსორული ეკრანის მთელ ზედაპირს ქვემოდან ზემოთ და დაელოდე წინასწარი გახურების დაწყებას. ვიბრაცია და ნათებები მიგანიშნებს, რომ გასახურებელი მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის.
• პაუზის რეჟიმი მაქსიმუმ 8 წუთის განმავლობაში გრძელდება. თუ ამ დროის მანძილზე მოხმარება არ გაგრძელდება, გასახურებელი მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.

FlexPuff

• FlexPuff ჭკვიანი ფუნქციაა, რომელმაც შენს ინდივიდუალურ მოხმარების სტილზე დაყრდნობით, შესაძლოა გაახანგრძლივოს მოხმარების დრო მაქსიმუმ 6 წუთით.
• შენი მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს შესუნთქული აეროზოლის მოცულობას, რის შედეგადაც, შესაძლოა გაააქტიუროს FlexPuff.
• თუ FlexPuff გააქტიურდება, შენ მიიღებ დამატებით 4 ნაფაზს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დარჩენილი 6 წუთის განმავლობაში
• FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელი ღერებისთვის.
• FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა მომხმარებელზე.
• პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.
• სენსორული ეკრანის განათებები მიგანიშნებს, როდესაც დამატებითი ნაფაზები ხელმისაწვდომი გახდება.
• დარწმუნდი, რომ მოხმარების დროს პაუზის რეჟიმი არ არის ჩართული, რადგან ეს ხელს შეუშლის FlexPuff-ის ფუნქციის გააქტიურებას.

FlexBattery

FlexBattery არის ფუნქცია, რომლის მართვაც IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიებში არის შესაძლებელი. მისი მეშვეობით, მოწყობილობის ბატარეის გამოყენება შესაძლებელი ხდება ორ სხვადასხვა რეჟიმში:
1. სტანდარტული რეჟიმი (რომელიც ავტომატურად არის გააქტიურებული)։
გულისხმობს მაქსიმუმ 3 თანმიმდევრულ მოხმარებას პაუზის რეჟიმის გარეშე, ან ორ თანმიმდევრულ მოხმარებას, რომელთაგან ერთ-ერთის განმავლობაში შესაძლებელია პაუზის რეჟიმის გამოყენება.
2. ეკო რეჟიმი
უზრუნველყოფს 1 გამოყენებას პაუზის რეჟიმის გარეშე და ახანგრძლივებს გასახურებელი მოწყობილობის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 1 წლით — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა სრულად გამოიყენება ეკო რეჟიმში, მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში.
თუმცა, შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური მოხმარების მიხედვით.

IQOS ILUMA i PRIME-ის გამოყენების რჩევები

SMARTCORE™️ღერის მოთავსება

გაითვალისწინე, რომ IQOS ILUMA i PRIME მოწყობილობის მოხმარება მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან არის შესაძლებელი. ისინი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა შექმნილი, ამიტომ დარწმუნდი, რომ ყოველი მოხმარებისას ახალ ღერს იყენებ.

დარწმუნდი, რომ მოწყობილობა დამუხტულია

დამუხტე შენი IQOS ILUMA i PRIME დამტენი მოწყობილობა შესაბამისი AC ადაპტერით (მისი შეძენა შესაძლებელია ცალკე) და კაბელით.

მოწყობილობის პერსონალიზაცია

ჩვენი აქსესუარების ასორტიმენტის დახმარებით, გახადე შენი IQOS ILUMA i შენს სტილზე მორგებული - შეუხამე სხვადასხვა დიზაინი და ფერი, აქციე შენი მოწყობილობა გამორჩეულად.

IQOS ILUMA i PRIME მომხმარებლის სახელმძღვანელო
ჩვენს IQOS ILUMA i PRIME-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოში უამრავი გამოსადეგი ინფორმაცია დაგხვდება. IQOS ILUMA i PRIME-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო მოგცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიგო როგორ მუშაობს შენი მოწყობილობა და როგორ გამოიყენო ის.
ეს პროდუქტი არ არის რისკისგან თავისუფალი. იგი წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი
იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.
Store locator
შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე
IQOS Support Georgia
ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება
Find out more
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
ჩვენ შენთან ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
Write to us

IQOS ILUMA™ განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან მოხმარებისთვის.

არ გამოიყენო SMARTCORE™ ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORE™ ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.