ყველაზე ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობა
ნაცნობი დიზაინი. გაუმჯობესებული გამოცდილება.
კომპაქტური, ყველაფერი ერთში დიზაინი.
შენ შეიძინე ახალი IQOS ILUMA i ONE — აი, როგორ გამოიყენო ის პირველად:
1. დააჭირე და 4 წამით გეჭიროს მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკზე თითი, შემდეგ გაუშვი; მოწყობილობის სტატუსის ნათებები ნელ-ნელა ჩაირთვება.
2. პირველ გამოყენებამდე სრულად დამუხტე მოწყობილობა დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში, თანდართული გაფრთხილებებსა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
3. გადაწიე თავსახური და მოათავსე SMARTCORE STICK™ ფილტრის ხაზამდე, სანამ მოწყობილობა ვიბრაციას არ დაიწყებს და სტატუსის ნათებები არ აციმციმდება.
4.წინასწარი გახურება იწყება ავტომატურად პირველი ვიბრაციის შემდეგ ან ღილაკზე 1 წამით დაჭერით. მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის მეორე ვიბრაციის შემდეგ.
5. მოხმარებისას სტატუსის ნათებები აჩვენებენ დარჩენილ დროს. როდესაც მოწყობილობა დაიწყებს ვიბრაციას და ნათურები აციმციმდება, ნიშნავს, რომ დარჩენილი გაქვს ბოლო 2 ნაფაზი ან 30 წამი.
6. მოხმარების დასრულების შემდეგ ამოიღე გამოყენებული SMARTCORE STICK™ და გადააგდე უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
7. გადაწიე და დახურე მოწყობილობის თავსახური.
მიჰყევი მარტივ ინსტრუქციებს შენი მოწყობილობის ოპტიმალური დამუხტვისთვის.
1.შეაერთე AC ადაპტერი (ცალკე იყიდება / მისი შეძენა შესაძლებელია ცალკე) და კაბელი შენს მოწყობილობასთან, შემდეგ კი კედლის დენის წყაროსთან — სრულად დამუხტვისთვის საჭიროა დაახლოებით 90 წუთი.
2.დამუხტვისას, ზოლიანი ნათებები მოწყობილობაზე დაიწყებენ ციმციმს.
3. თუ შენი მოწყობილობა სრულადაა დამჯდარი, შესაძლოა პირველ ნათებას დასჭირდეს რამოდენიმე წამი, იმისათვის, რომ ყვითლად აციმციმდეს.• როგორც კი დამტენი მოწყობილობა 7%-ზე მეტად დაიმუხტება, ნათების ფერი შეიცვლება ყვითლიდან თეთრზე
4. დამუხტვისას, ნათებები ციმციმებენ და აჩვენებენ დამუხტვის დონეს.
4 ზოლი ანათებს თეთრად — 100% დამუხტვა
3 ზოლი ანათებს თეთრად — 75%
2 ზოლი ანათებს თეთრად — 50%
1 ზოლი ანათებს თეთრად — 25%
ნახე ვიდეო, რათა უკეთ გაიგო როგორ დამუხტო შენი IQOS ILUMA i ONE.
გაითვალისწინე, რომ IQOS ILUMA i ONE მოწყობილობასთან გამოიყენო მხოლოდ SMARTCORE STICKS™. ისინი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა შექმნილი, ამიტომ დარწმუნდი, რომ არ მოიხმარ უკვე გამოყენებულ ღერს.
დამუხტე შენი IQOS ILUMA i ONE დამტენი მოწყობილობა შესაბამისი AC ადაპტერით (იყიდება ცალკე) და კაბელით.
ჩვენი აქსესუარების ასორტიმენტის დახმარებით, გახადე შენი IQOS ILUMA i ONE შენს სტილზე მორგებული - შეუხამე სხვადასხვა დიზაინი და ფერი, აქციე შენი მოწყობილობა გამორჩეულად.
IQOS ILUMA™ განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORE™ ღერებთან მოხმარებისთვის.
არ გამოიყენო SMARTCORE™ ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORE™ ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.