lil SOLID Ez ეს არის „All-in-one“ მოწყობილობა, რომელიც გაძლევს გასახურებელი თამბაქოს მოხმარების შესაძლებლობას, ფერფლის, კვამლის და სიგარეტის სუნის გარეშე.
LED ნათება აჩვენებს ელემენტის სტატუსს. მოხმარების დროს კი LED ნათება მიგანიშნებს, რომ მოწყობილობა ჩართულია და მუშაობს.
2600mAh ISO სერტიფიცირებული ელემენტი.
2 საათის განმავლობაში დატენვაა საჭირო მოწყობილობის 25-ჯერ მოხმარებისთვის*
შენ შეგიძლია, დაჯავშნო შენთვის სასურველი მოწყობილობა IQOS-ის სავაჭრო ობიექტებში.
შენს მოწყობილობაზე ვრცელდება გარანტია.
ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი ყოველთვის მზად არის უპასუხოს პროდუქტთან დაკავშირებულ შენს ნებისმიერ კითხვას.
1. თავდაპირველად, დარწმუნდი რომ შენი მოწყობილობა ჩართულია. ამისათვის, სწრაფად დააჭირე თითი ჩართვის ღილაკს და შეამოწმე მოწყობილობის ელემენტის დონე.
2. მოხადე თავსახური და მოათავსე Fiit-ის ღერი მოწყობილობაში თამბაქოს მხრიდან.
· ჩართე შენი lil SOLID Ez მოწყობილობა. ამისათვის დააჭირე თითი ჩართვა/გამორთვის ღილაკს 2 წამის განმავლობაში, სანამ არ იგრძნობ ვიბრაციას.
· მალე შენი მოწყობილობა დაიწყებს გახურებისთვის მზადებას. ამ დროს ღია ლურჯი ნათება 25 წამის განმავლობაში იციმციმებს.
· როდესაც მოწყობილობა დაასრულებს მომზადებას, ღია ლურჯი ნათება აინთება. კვლავ იგრძნობ ვიბრაციას, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის.
3. მოწყობილობის მოხმარების თითოეული გამოცდილება 5 წუთის ან 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება.
· როდესაც კვლავ იგრძნობ ვიბრაციას და ღია ლურჯი ნათება დაიწყებს ციმციმს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დარჩენილია მოხმარების 30 წამი ან 3 ნაფაზი.
4. მას შემდეგ, რაც დაასრულებ მოწყობილობის მოხმარებას, ერთი მიმართულებით დაატრიალე თამბაქოს ღერი მოწყობილობაში 3-ჯერ ან მეტჯერ, ამოიღე გასახურებელი ღერი და დახურე თავსახური.
· Fiit-ი სპეციალურად lil™-ისთვის შექმნილი თამბაქოს ღერებია და ისინი ერთჯერადი მოხმარებისაა. არ მოათავსოთ გამოყენებული ღერი მოწყობილობაში.
ამისათვის, რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო:
1. დატენვის დროს სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა დაიწყებს ციმციმს, მისი ფერი კი ელემენტის დატენვის დონის მანიშნებელი იქნება.
2. სრულად დატენვის შემდეგ ნათურა ლურჯად აინთება.
3. თუ ნათურა ლურჯად ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ ელემენტი 100-75%-მდეა დატენილი.
4. ღია ლურჯი ნათება მიგანიშნებს, რომ ელემენტი 75-35%-მდეა დატენილი და შენ ჯერ კიდევ შეგიძლია მისი გამოყენება.
5. ნარინჯისფერი ნათება გაჩვენებს, რომ ელემენტის დონე 35-1%-მდეა და მოწყობილობა დასატენია.
6. თუ ნათურა წითლად ანათებს, მაშინ შენი მოწყობილობა დამჯდარია და დასატენია.
1. გაწმენდამდე ყოველთვის გამორთე შენი მოწყობილობა.
2. გახსენი ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო საწმენდი პირის მხრიდან.
3. მოხსენი მოწყობილობას თავსახური.
4. გამოიყენე საწმენდი ხელსაწყო გასახურებელი ღერძის გასაწმენდად.
5. გახსენი ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო თავსახურის საწმენდის მხრიდან.
6. გამოიყენე თავსახურის საწმენდი და გაწმინდე თავსახური, რათა ხელი შეუწყო მოწყობილობაში აეროზოლის თავისუფალ გადაადგილებას.
გაწმინდე მოწყობილობა ყოველი 20 მოხმარების შემდეგ, რათა უზრუნველყო აეროზოლის ოპტიმალური გამოყოფა.
ასევე, შესაძლებელია მოწყობილობის გახურებით წმენდა:
1. სწრაფად დააჭირე თითი მოწყობილობის ღილაკს 5-ჯერ.
2. LED ნათურა ნარინჯისფრად დაიწყებს ციმციმს 90 წამის განმავლობაში.
3. წმენდის დასრულების შემდეგ LED ნათურა ჩაქრება და იგრძნობ ორ ვიბრაციას.
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სანახავად ეწვიე გვერდს „ხშირად დასმული კითხვები“
lil SOLID Ez