16/04/2025

რა განსხვავებაა TEREA-სა და DELIA-ს გასახურებელი თამბაქოს ღერებს შორის : 5 განსხვავება

2024 წლის დეკემბერში გაგაცანით გასახურებელი თამბაქოს ახალი ბრენდი DELIA - IQOS ILUMA-სთვის. IQOS-ის სრულწლოვანმა მომხმარებლებმა დააფასეს სიახლე, თუმცა ხშირად გვისვამდნენ კითხვებს - რა განსხვავებაა TEREA-სგან და რატომ არის DELIA უფრო იაფი.
 
ჩვენ ვპასუხობთ:
 
ჩვენ წარმოვადგინეთ DELIA საქართველოს ბაზარზე, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი სრულწლოვანო მომხმარებლები იმსახურებენ საუკეთესო გამოცდილებას და შესაძლებლობას აირჩიონ გასახურებელი თამბაქოს მათთვის სასურველი გემო, დიზაინი და ჰქონდეთ საშუელება აირჩიონ პროდუქტი სხვადასხვა საფასო კატეგორიაში. ფასიც კი.


1. განსხვავებული გემო და თამბაქოს ნაზავის განსხვავებული რეცეპტი

TEREA-სა და DELIA-ს ღერებისთვის განკუთვნილი თამბაქო ერთი და იგივე მაღალი ხარისხისაა და მუშავდება ერთი და იგივე ტექნოლოგიით, მაგრამ თამბაქოს ნაზავის რეცეპტი (სხვადასხვა სახის თამბაქოსა და არომატიზატორის პროპორციები) განსხვავებულია. ამიტომ, TEREA-ს და DELIA-ს გემოები არ მეორდება. თუ თქვენ ეძებთ ახალ ვარიაციებს, რომლებიც ჯერ არ გამოგიცდიათ, შეგიძლიათ სცადოთ ორივე ბრენდის არომატი.


2. Ნაირსახეობა

გასახურებელი თამბაქოს არომატებს შორის TEREA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი აქვს : არომატები- კლასიკური თამბაქო, გამაგრილებელი არომატი, ხილის არომატი ან კაფსულები- პრაქტიკულად სრულწლოვანი მომხმარებლის ყველა გემოვნებისთვის.
DELIA-სთან ერთად შევამცირეთ ასორტიმენტი და ყურადღება გავამახვილეთ ყველაზე მოთხოვნად გემოებზე. წარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით ჩვენ შევძელითIQOS ILUMA-ს სრულწლოვანიმომხმარებლებისთვის პროდუქტი წარგვედგინა უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

3. ახალი არომატები და შეზღუდული გამოშვებები

TEREA ცნობილია თავისი მრავალფეროვანი არჩევანით და სიახლეებით, რომლებიც ყოველ სეზონზე ჩნდება - ახალი არომატები, ღერები კაფსულებით და ა.შ.
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ TEREA-ს საკმაოდ ეგზოტიკურ არომატებს და ლიმიტირებულ გამოშვებებს, როგორიცაა : მიხაკის არომატი ნამდვილი ყვავილებით, ანისის ვარსკვლავის არომატი ან როზმარინის ფოთლებით გაჯერებულ არომატი, ასევე მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულებისა და მიქსოლოგების მიერ შემუშავებულ არომატებს.


4. შეფუთვის დიზაინი

TEREA-ს პროდუქციის მრავალფეროვნება ასახულია მის დიზაინში. საქართველოში კი, გასულ ზაფხულს TEREA-ს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შეფუთვის დიზაინი წარმოვადგინეთ.

5. TEREA და DELIA კოლოფის ფასი

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ აშკარაა, რომ TEREA-ს და DELIAს გასახურებელი თამბაქო კოლოფები განსხვავდება ფასით. DELIA ოდნავ იაფია ვიდრე TEREA, შეფუთვის საშუალო ფასის სხვაობა 1 ლარია.

ორივე ბრენდი განკუთვნილია IQOS ILUMA-სთან გამოსაყენებლად და არ არის თავსებადი სხვა მოწყობილობებთან. DELIA-ს და TERE-ს დამზადებისას თამბაქოს ერთნაირი რაოდენობა გამოიყენება, ამიტომ ღერები ერთ წონას იწონის. ასევე, მათ აქვთ იგივე ზომა და იგივე სტრუქტურა - სპეციალურად ინდუქციური გახურებისთვის. თამბაქოს ნაწილის შიგნით მოთავსებულია ლითონის თხელი ფირფიტა - როდესაც IQOS ILUMA-ს ჩართავთ, მოწყობილობა იწყებს ელექტრომაგნიტური ტალღების გამომუშავებას, რომელიც უკონტაქტოდ ათბობს ლითონის ფირფიტას და ის, თავის მხრივ, აცხელებს თამბაქოს აეროზოლის აორთქლებამდე. ეს არის ინდუქციური გახურების ტექნოლოგია.

ბოლო სიახლეები

შენ შეგიძლია ვალენტინობის დღე ცვლილების პირველ დღედ აქციო!
გაიგე მეტი
IQOS x STEVE AOKI 10 Year Edition უკვე ხელმისაწვდომია.
გაიგე მეტი
გსურს გამოსცადო IQOS ILUMA-ს ან IQOS ILUMA ONE-ის მოწყობილობა? ამისათვის, შეგიძლია ისარგებლო გაქირავების სერვისით.
გაიგე მეტი
DELIA: ახალი ბრენდი გასახურებელი თამბაქოს კატეგორიაში, IQOS-ისგან​
გაიგე მეტი