წარმატება საქმის პასუხისმგებლობით კეთებას ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი პროდუქტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის. თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე არასრულწლოვნების წვდომის პრევენცია ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გამოვყოფთ ძირითად პრინციპებს, რომლებიც თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობის პრევენციას ემსახურება:
-
ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან ნიკოტინს. არასრულწლოვნებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეთ წვდომა თამბაქოს ან ნიკოტინის შემხცველ პროდუქტებზე, მათთან დაკავშირებულ მოწყობილობებსა და აქსესუარებზე და არ უნდა მოიხმარონ აღნიშნული პროდუქტები.
-
არასრულწლოვნების თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე წვდომის პრევენციაში ყველა ჩვენი პარტნიორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
-
ყველა მომხმარებელი, ვისაც პროდუქციის შეძენა სურს, უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის.
-
თუ წარმომადგენელს მომხმარებლის სრულწლოვანებაში ეჭვი ეპარება, მას შეუძლია მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს აცხადებს დოკუმენტის წარდგენაზე ან არის არასრულწლოვანი, პროდუქციის გაყიდვა ან პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია - გამონაკლისის გარეშე.
-
თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა განთავსდეს არასრულწლოვნებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი პროდუქტების სიახლოვეს, მაგალითად სათამაშოების ან ტკბილეულის გვერდით.
ჩვენ ყოველდღიურად პასუხისმგებლობით ვეკიდებით ასაკობრივი კონტროლის წესების დაცვას.