IQOS ORIGINALS DUO ფირუზისფერი

ფირუზისფერი

109.00 ₾

1
  • IQOS ORIGINALS DUO შესაძლებლობას გაძლევს, მიიღო ორი თანმიმდევრული მოხმარების გამოცდილება.

  • IQOS ORIGINALS DUO-ს უნიკალური ტექნოლოგია, კერამიკული დანის საშუალებით ახურებს თამბაქოს წვის ნაცვლად და უზრუნველყოფს ნამდვილ თამბაქოს გემოს.






  •  

     

    IQOS-ის გემოს აღმოსაჩენი ნაკრების სანახავად დააჭირე აქ

    IQOS ORIGINALS DUO
    ახალი სტილი. ახალი არჩევანი. ორიგინალური გამოცდილება.
    IQOS ORIGINAL DUO

    HEETS-ის გასახურებელი თამბაქოს ღერი

    HEETS-ის ღერები შექმნილია სათუთად შერჩეული და დამუშავებული ნამდვილი თამბაქოს ფოთლებისგან. ექსკლუზიურად IQOS-ით მოხმარებისთვის.

    გასახურებელი მოწყობილობა

    IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა წარმოადგენს გასახურებელი თამბაქოს სისტემის ნაწილს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, მიიღო ორი თანმიმდევრული მოხმარების გამოცდილება ზედმეტი დატენვისა და მოცდის პერიოდის გარეშე. ელეგანტური და კომპაქტური.

    დამტენი მოწყობილობა

    IQOS ORIGINALS DUO-ს დამტენი მოწყობილობა გამოიყენება IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობის, როგორც დასატენად, ასევე შესანახად. ეს არის სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მარტივად ეტევა თქვენს ხელში. მოწყობილობა ყოველთვის მზად არის მოხმარებისათვის.

    დაჯავშნა

    შენ შეგიძლია, შენთვის სასურველ IQOS-ის სავაჭრო ობიექტებში დაჯავშნო მოწყობილობა

    გარანტია

    ჩვენ დავფარავთ შენს მოწყობილობას გარანტიით

    მხარდაჭერა

    ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი ყოველთვის მზად არის უპასუხოს შენს ნებისმიერ კითხვას.

    HEETS ვარიანტები

    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი
    ჰითსი

    რა დევს ყუთში

    გასახურებელი მოწყობილობა
    დამტენი მოწყობილობა
    USB-C პორტის კაბელი
    კვების ბლოკი
    საწმენდი ჩხირები
    ორმაგი საწმენდი ხელსაწყო

    1. დამტენი მოწყობილობიდან ამოიღე სრულად დატენილი IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა.

    2. ნაზად მოათავსე HEETS-ის თამბაქოს ღერი. თავდაპირველად დამჭერში ჩადე თამბაქოს ქვედა მხარე და ფრთხილად დააწექი მანამ, სანამ ღერი გასახურებელ მოწყობილობაში ვერსცხლისფერ ნიშნულამდე არ მოთავსდება. ეცადე, არ დაატრიალო HEETS-ის ღერი გასახურებელ მოწყობილობაში.

    3. დააჭირე გასახურებელი მოწყობილობის ღილაკს მანამ, სანამ არ იგრძნობ ვიბრაციას. როდესაც გასახურებელი მოწყობილობის სტატუსის მანათობელი ნათურა დაიწყებს ციმციმს, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა მოხმარებისთვის ემზადება. დაელოდე, სანამ იგრძნობ ორ ვიბრაციას და ნათება შეწყვეტს ციმციმს.

    4. მოწყობილობა მზადაა მოხმარებისთვის! გახსოვდეს, რომ მოწყობილობის ერთი მოხმარება 6 წუთის, ან 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება. როდესაც იგრძნობ ვიბრაციას, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილია ორი ნაფაზი ან მოხმარების 30 წამი.

    5. მას შემდეგ, რაც მოხმარების პროცესი დასრულდება, გახსენი მოწყობილობის თავსახური და ამოიღე HEETS-ის ღერი. გახსოვდეს, რომ თავდაპირველად საჭიროა მოწყობილობის თავსახურის მოხსნა.

    6. ისევ დაახურე გასახურებელ მოწყობილობას თავსახური. დააჭირე და აუშვი თითი ღილაკს იმისათვის, რომ ნახო დარჩენილი მოხმარების რაოდენობა. 1 ნათება ნიშნავს, რომ დარჩენილია ერთი მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ნათურა არ ინთება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობა დატენვას საჭიროებს.

    7. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე როგორ გამოიყენო შენი IQOS ORIGINALS DUO.

    1. წმენდის პროცესის დაწყებამდე დარწმუნდი, რომ შენი IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელმა მოწყობილობამ მოასწრო გაგრილება (ამისათვის, მოხმარების შემდეგ დაელოდე მინიმუმ 30 წამი)

    2. მოხსენი გასახურბელ მოწყობილობას თავსახური და ფრთხილად დაცალე თამბაქოს ნარჩენებისგან. 

    3. გახსენი საწმენდი ხელსაწყოს მბრუნავი თავი და ფრთხილად მოათავსე ის მოწყობილობაში. ნაზად დაატრიალე სამჯერ. ამოიღე საწმენდი ხელსაწყო და ფრთხილად დაცალე გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს ნარჩენებისგან.

    4. გახსენი ორმაგი საწმენდი ხელსაწყოს საწმენდი თავი, გაუსწორე გასახურებელ მოწყობილობას, მოათავსე მარტივად დატრიალების გარეშე. ამოძრავე გვერდულად, მარცხნიდან მარჯვნივ გასახურებელი დანის გარშემო თამბაქოს ნარჩენების მოსაშორებლად. კიდევ ერთხელ, ფრთხილად დაცალე გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს ნარჩენებისგან.  

    5. გამოიყენე საწმენდი ჩხირები გასახურებელი მოწყობილობის შიგნიდან გასაწმენდად, გასახურებელ დანაზე შეხების გარეშე. ასევე, გაწმინდე გასახურებელი მოწყობილობის თავსახური შიგნიდან, ზედა და ქვედა მხრიდან. 

    6. ეცადე, წმენდის დროს არ დაატანო ძალა და არ შეეხო გასახურებელ დანას.

    7. რეკომენდირებულია, რომ შენი მოწყობილობა გაწმინდო ყოველი 20 ღერის მოხმარების შემდეგ.

    8. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე ოგორ გაწმინდო შენი IQOS ORIGINALS DUO.

    რეგულარულად განაახლე შენი IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობა. პროგრამული განახლება შესაძლებლობას მოგცემს, უზრუნველყო შენი მოწყობილობის ოპტიმალური ფუნქციონირება და მიიღო საუკეთესო გამოცდილება.

    1. მოათავსე IQOS ORIGINALS DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში.

    2. ფრთხილად დააჭირე და აუშვი თითი დამტენი მოწყობილობის ღილაკს და შეამოწმე ციმციმა ნათება დატენვის დონის გასაგებად. თუ ნათება მხოლოდ ერთ ზოლზეა და ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ დამტენი მოწყობილობის დატენვის დონე ძალიან დაბალია. 

    3. შეაერთე დამტენი მოწყობილობა დენის წყაროში IQOS ORIGINALS DUO-ს ორიგინალი ადაპტერის და კაბელის გამოყენებით. შენი დამტენი მოწყობილობის დატენვის პერიოდში ნათებები განაგრძობენ ციმციმს. 

    4. გახსოვდეს, ყოველთვის გამოიყენე ორიგინალი IQOS ORIGINALS DUO ადაპტერი და კაბელი. მოერიდე შენი მოწყობილობის დატენვას არაორიგინალი ადაპტერის, კაბელის ან ლეპტოპის საშუალებით. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს შენს გამოცდილებას.

    5. დარწმუნდი, რომ დამტენი მოწყობილობა სრულად არის დატენილი, შენი გასახურებელი მოწყობილობით  20-მდე მოხმარების შესაძლებლობისთვის.

    6. უყურე შემეცნებით ვიდეოს და გაიგე როგორ დატენო შენი IQOS ORIGINALS DUO.

     

    ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სანახავად ეწვიე გვერდს "ხშირად დასმული კითხვები"

     
    შექმნილია ერთმანეთისთვის
    შექმენი შენი უნიკალური IQOS-ის ვიზუალი განსხვავებული, პრემიუმ ხარისხის დამცავი ქეისის, თავსახურისა და სილიკონის დამცავის მეშვეობით.
    IQOS გაქირავების სერვისი
    IQOS-ის გაქირავების სერვისი
    IQOS-ის გაქირავების სერვისის ფარგლებში ნიკოტინის სრულწლოვან მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, 7 დღის განმავლობაში ისარგებლოს IQOS 3 DUO, ან lil SOLID 2.0 მოწყობილობით, მისი შეძენის გარეშე.
    შედარება
    შენ შეგიძლია შეადარო შენი მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები
    IQOS ORIGINALS DUO

    IQOS ORIGINALS DUO

    ჩვენი გამორჩეული ორკომპონენტიანი მოწყობილობა.

    lil SOLID Ez

    lil SOLID Ez

    „All-in-one“ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა, რომელიც გაძლევს სამი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას.

    ახალი VEEV ONE

    კარტრიჯის (პოდის) სისტემის მქონე ელექტრონული სიგარეტი.

    IQOS ORIGINALS DUO მოწყობილობათა ნაკრები