როგორ გამოიყენო VEEV ONE?

გაიგე ყველაფერი, რაც VEEV ONE-ის გამოყენებისათვის გჭირდება: გაიგე, როგორ მოიხმარო VEEV ONE მოწყობილობა, წაიკითხე რჩევები, რაც დაგეხმარება საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.
თუ VEEV ONE™ მოწყობილობას პირველად იყენებ, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
1. მოამზადე შენი მოწყობილობა პირველი გამოყენებისათვის
მოემზადე ვეიფინგის გამოცდილების მისაღებად VEEV ONE™-თან ერთად. დარწმუნდი, რომ პროცესის დასაწყებად ყველა კომპონენტი ადგილზეა: მოწყობილობა, ოფიციალური დამტენი კაბელი და მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული AC დამტენის გადამყვანი და შენ მიერ შერჩეული VEEV ONE™-ის კარტრიჯი (პოდი)
2. მოემზადე
მოათავსე VEEV ONE-ის კარტრიჯი (პოდი) შენს მოწყობილობაში. არომატული და მრავალფეროვანი კარტრიჯი (პოდი): შეცვალე არომატები და ისიამოვნე ახალი გამოცდილებით.
3. დააჭირე თითი მოწყობილობის ჩართვის ღილაკს
დარწმუნდი, რომ შენი VEEV ONE™ მოწყობილობა საკმარისად არის დატენილი გამოყენების პროცესის დასაწყებად. პირველ გამოყენებამდე, ჩართე შენი მოწყობილობა - ამისათვის, დააჭირე ღილაკს 3 წამის განმავლობაში და შემდეგ აუშვი. მოწყობილობის სტატუსის მაჩვენებელი ოთხი თეთრი ნათურა ნელ-ნელა აინთება, რაც იმაზე მიგანიშნებს, რომ უკვე შეგიძლია დაიწყო VEEV ONE™-ის გამოყენება.
4. ვეიფინგი
აეროზოლის მსუბუქად შესუნთქვა VEEV ONE™-ით ოპტიმალური გამოცდილების საშუალებას იძლევა. VEEV ONE™-ის კარტრიჯის (პოდის) შეცვლა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა მოწყობილობა ჩართულია.
5. გამორთე მოწყობილობა
თუ მოწყობილობა სამი წამის განმავლობაში არ გამოიყენე, ავტომატურად გადავა ძილის რეჟიმში, რათა დაზოგოს ელემენტი. შენ შეგიძლია, სურვილისებრ, გამორთო მოწყობილობა, ამისათვის დააჭირე ჩართვა/გამორთვის ღილაკს სამი წამის განმავლობაში, სანამ სტატუსის მაჩვენებელი ნათება არ ჩაქრება.

რჩევები:

შეამოწმე ელემენტი.

VEEV ONE™-ის მოწყობილობასთან ერთად, მარტივად გაიგებ, როდის საჭიროებს მოწყობილობა დატენვას. ამისათვის, დააჭირე მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკს თითი. ოთხი თეთრი ნათურა ელემენტის დატენვის დონეზე მიგანიშნებს. თუ ანთებულია:

1. ერთი თეთრი LED ნათება, ეს ნიშნავს რომ მოწყობილობის ელემენტის დონე 1% - 25% -ზეა
2. ორი თეთრი LED ნათება, ეს ნიშნავს რომ მოწყობილობის ელემენტის დონე 25% - 50%-ზეა
3. სამი თეთრი LED ნათება, ეს ნიშნავს რომ მოწყობილობის ელემენტის დონე 50% - 75%-ზეა
4. ოთხი თეთრი LED ნათება, ეს ნიშნავს რომ მოწყობილობის ელემენტის დონე 75% - 100%-ზეა.

არ დაახშოთ ჰაერის ნაკადის ხვრელები.
იმისათვის, რომ გამოიყოს აეროზოლი, საჭიროა მოწყობილობაში ჰაერი თავისუფლად მოძრაობდეს. ამისათვის, ნაფაზის დროს დარწმუნდით, რომ ორივე საჰაერო ხვრელი (რომლებიც მოწყობილობის გვერდებზეა განთავსებული) თავისუფალია და მათ არ ფარავს თითი.
გაინტერესებს, როგორ გამოცვალო VEEV ONE™-ის კარტრიჯი (პოდი)?
ეს ძალიან მარტივი პროცესია. ამისათვის, არ გჭირდება მოწყობილობის გამორთვა. როდესაც შენს მოწყობილობაში VEEV ONE™-ის ახალ კარტრიჯს (პოდს) მოათავსებ, სტატუსის მაჩვენებელი ნათებები ნელა ჩაირთვება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოწყობილობა მზადაა გამოყენებისათვის. უფრო მეტიც, სხვადასხვა არომატის კარტრიჯების (პოდების) გამოყენების შემთხვევაში, არ ხდება გემოების არევა. მოწყობილობა არ არის რისკისგან თავისუფალი, ის იწვევს დამოკიდებულებას. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მწეველებისათვის. თამბაქოს პროდუქტების არასრულწლოვან პირებზე გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს პროდუქტების დისტრიბუცია. აღნიშნული ქმედებების განხორციელება ისჯება კანონით.