06/07/2023

„ფილიპ მორისი” საქართველოში იტალიური HEETS / Fiit-ის ღერების იმპორტს იწყებს

ბონჯორნო“ - იტალიურად გესალმებით, რათა მიგახვედროთ, რომ HEETS-ი და Fiit-ი საქართველოში, ახლა უკვე იტალიიდან შემოვა.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შენი გამოცდილების გაუმჯობესებას, ამიტომ  „ფილიპ მორის საქართველო” იტალიაში წარმოებული HEETS/Fiit-ის ღერების იმპორტზე გადადის, რაც იტალიურ ხარისხსა და გამოცდილებას გულისხმობს.

„ფილიპ მორის წარმოება და ტექნოლოგია ბოლონია“ არის ცენტრი, სადაც მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები მუშაობენ უკვამლო პროდუქტების პროტოტიპირებასა და მასშტაბურ წარმოებაზე. თუმცა, ამ სიახლემ არ დაგაბნიოს. 

ეს არ გულისხმობს HEETS/ Fiit-ის წარმოების პროცესის, სტრუქტურისა თუ გემოს ცვლილებას. უკეთ ასახსნელად, საუბარი გასახურებელი თამბაქოსთვის შექმნილი ღერების სტრუქტურით დავიწყოთ. 

HEETS-ი შედგება თამბაქოს და არა-თამბაქოს ნაწილებისგან:  

თამბაქოს ნაწილი:

საგულდაგულოდ შერჩეული, გადამუშავებული და სპეციალურად მომზადებული ნამდვილი თამბაქო გახურებისთვის
არა-თამბაქოს ნაწილი:

გამაგრილებელი საცობი - შექმნილია ნაფაზის მიღებამდე აეროზოლის გასაგრილებლად.
ეს ის ნაწილია, რომელზეც ხშირად არასწორად გვესმის რომ პლასტმასს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სიმინდზე დაფუძნებული ბიოპოლიმერული ფირია, რომელიც ბიოდეგრადირებადია. ეს მასალა ფართოდ გამოიყენება სამედიცინო, კვების და სასმელების ინდუსტრიებში; მაგალითად ერთჯერადი ჩაის კონვერტის/ტომსიკას და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთების დამზადებაში.

დამცავი გარსი - აფიქსირებს თამბაქოს, ასევე უზრუნველყოფს თამბაქოს გახურებას წვის ნაცვლად და ხელს უწყობს გემოს თანმიმდევრულ გადატანას. HEETS-ის ღერის შემადგენელი კომპონენტების გასამყარებლად გამოყენებულია გარე ქაღალდის სახვევი, რომელიც უცვლელი დარჩა.

ფილტრი - მზადდება ცელულოზის აცეტატისგან.

ჰაერის ნაკადის ღრუ - შექმნილია თამბაქოს საცობის გასამყარებლად და აეროზოლის გამაგრილებელ საცობამდე გადასატანად. ფილტრის მსგავსად დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან.

ბოლო სიახლეები

TEREA-ს პორტფელში სიახლეა - თქვენს გემოვნებაზე მორგებული ახალი არომატები
გაიგე მეტი
ჩვენი კატალოგი განახლდა!
გაიგე მეტი
სიახლე IQOS-ისგან!
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები Jazz Sea Black festival-ზე 2024
გაიგე მეტი