28/02/2023

გაიგეთ, როგორ მოქმედებს ნახშირბადის მონოქსიდი მწეველთა ორგანიზმზე

ალბათ, ხშირად გაიგონებდით, რომ მწეველთა სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის, იგივე მხუთავი აირის (CO) შემცველობის მაღალი დონე ფიქსირდება. დაინტერესებულხართ, რას ნიშნავს ეს?


მხუთავი აირი უფრო და უსუნო ტოქსიკური გაზია, რომელიც სხვადასხვა ნივთიერების (ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის და სხვა) წვის შედეგად წარმოიქმნება. მისი დიდი რაოდენობით შესუნთქვა კი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

 

მხუთავი აირის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ნათელ მაგალითს ტრადიციული თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს.

 

ტრადიციული სიგარეტის წვის დროს, 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებასთან ერთად ნახშირბადის მონოქსიდი გამოთავისუფლდება, რომელსაც ადამიანი მოწევის პროცესში ჩაისუნთქავს. მხუთავი აირის ფილტვებში მოხვედრის შემდეგ ის გადადის სისხლში, უკავშირდება ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმში ჟანგბადის გადატანას. ორგანიზმში ჟანგბადის დონის შემცირება კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე, გულსა და კუნთოვან სისტემაზე.

 

როგორ არის შესაძლებელი სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობის შემცირება?

 

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს კვამლში დიდი რაოდენობით ნახშირბადის მონოქსიდის გამოთავისუფლებას წვის პროცესი განაპირობებს.

 

თუმცა, ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS არ იყენებს წვას, არამედ ის ახურებს თამბაქოს, შედეგად IQOS-ის მოწყობილობა 98%-ით ნაკლებ მხუთავ აირს გამოყოფს, რაც ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ორგანიზმში მოხვედრილი მხუთავი აირის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს[1].


თუმცა, ეს არ ნიშნავს IQOS-ის მოწყობილობის მიერ რისკის 98%-ით შემცირებას, რადგან ნახშირბადის მონოქსიდი თამბაქოს წვის შედეგად გამოთავისუფლებული მრავალი მავნე ნივთიერებიდან მხოლოდ ერთ-ერთია.

 

მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანი მოწევისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის სრულად თავის დანებებაა. თუმცა, იმ სრულწლოვან მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ სიგარეტისა და თამბაქოს პროდუქტების მოხმარებას, IQOS-ის მოწყობილობა უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს. ამის მიზეზი ისაა, რომ ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, IQOS-ზე გადასვლით მცირდება სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოთავისუფლებული CO-სა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა.

 

გაინტერესებთ, როგორ გაზომოთ თქვენს ორგანიზმში მხუთავი აირის დონე?

 

მწეველთა ორგანიზმში მხუთავი აირის დონის განსაზღვრისთვის არსებობს მხუთავი აირის ტესტი, რომელიც სულ რამდენიმე წამში ზომავს მწეველის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში მხუთავი აირის დონეს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მოწყობილობა არ წარმოადგენს სამედიცინო აღჭურვილობას, შესაბამისად, მისი მეშვეობით არ ხდება დიაგნოზის დასმა, დაავადებებისა თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა. არამედ, მოწყობილობის მეშვეობით მხოლოდ ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის დონის გაგება არის შესაძლებელი.

 

მხუთავი აირის ტესტის გაკეთება IQOS-ის ოფიციალური გაყიდვის ობიექტებში არის შესაძლებელი და ის სრულიად უფასოა. მისამართების სანახავად გადადი ლინკზე და მონიშნე „CO Meter”.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო, ის შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

 

[1] წყარო: ჩვენ გავზომეთ აღიარებულ ჯანმრთელობის ორგანიზაციების მიერ პრიორიტიზებული მავნე ნივთიერებების რაოდენობა და ისინი შემცირებულია საშუალოდ  95%-ით სიგარეტის კვამლთან შედარებით (ნიკოტინის გამოკლებით)

ბოლო სიახლეები

TEREA-ს პორტფელში სიახლეა - თქვენს გემოვნებაზე მორგებული ახალი არომატები
გაიგე მეტი
ჩვენი კატალოგი განახლდა!
გაიგე მეტი
სიახლე IQOS-ისგან!
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები Jazz Sea Black festival-ზე 2024
გაიგე მეტი