01/07/2022

ყველაფერი, რაც lil SOLID 2.0-ის შესახებ უნდა იცოდეთ


lil SOLID 2.0 არის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც 3 თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ნიკოტინის სასურველი დონე ფერფლის, ცეცხლისა და კვამლის გარეშე.

 

მოწყობილობა იყენებს უჟანგავი ფოლადის ღერძს, რომლის დახმარებითაც სპეციალურად Lil™ SOLID 2.0-ისთვის შექმნილ Fiit-ის თამბაქოს ღერს 25 წამში ახურებს. ინდუქციური გახურების მეთოდი უზრუნველყოფს ღერძის გარშემო თანაბარ გახურებას.

 

როგორ დავტენოთ მოწყობილობა?

 

მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისთვის, სრულად დატენეთ თქვენი მოწყობილობა USB კაბელისა და კვების ბლოკის გამოყენებით. მოწყობილობის დენის წყაროში შეერთების შემდეგ  სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა აინთება.

 

გახსოვდეთ, რომ თუ მოწყობილობის სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა წითლად ანათებს, თქვენი მოწყობილობა დატენვას საჭიროებს. ნარინჯისფერი ნათება მიგანიშნებთ, რომ მოწყობილობა დატენილია 1-30%-მდე, ღია ლურჯი - 30-60%-მდე, ხოლო ლურჯი 60-100%.

 

მოწყობილობა სრულად 2 საათში იტენება. Lil™ SOLID 2.0-ის ერთჯერადად დატენვის შემთხვევაში, მოწყობილობა 3 თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა და 25 თამბაქოს ღერის მოხმარებას უზრუნველყოფს.

 

როგორ გამოვიყენოთ  lil SOLID 2.0 მოწყობილობა?

 

lil SOLID 2.0 მოხმარება რეკმენდებულია მოწყობილობისთვის სპეციალურად შექმნილ FiitTM თამბაქოს გასახურებელ ღერებთან ერთად არის შესაძლებელი.

 

თავდაპირველად, გამოიყვანეთ მოწყობილობა ძილის რეჟიმიდან. ამისათვის, დააჭირეთ თითი ღილაკს 2 წამის განმავლობაში. მოწყობილობა მალე დაიწყებს ძილის რეჟიმიდან გამოსვლას, რაზეც LED ნათურის ორჯერ თანმიმდევრული ციცმციმი წითლად, ნარინჯისფრად, ღია ლურჯად და ლურჯად მიგანიშნებთ. მოწყობილობის გააქტიურების შემდეგ კი სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა ღია ლურჯად აციმციმდება  ერთი წამის

განმავლობაში და იგრძნობთ 2 ვიბრაციას.

 

შემდეგ მოათავსეთ lil SOLID-ისთვის შექმნილი Fiit-ის თამბაქოს ღერი თამბაქოს ღერის მოსათავსებელ ნაწილში ისე, რომ თამბაქოს შემცველი ნაწილი ქვემოთ იყოს მოქცეული. დააწექით თამბაქოს ღერს, სანამ ის არ შეეხება თამბაქოს ღერის მოსათავსებელი ნაწილის ძირს.

 

დააჭირეთ ღილაკს ორი წამის განმავლობაში, სანამ არ იგრძნობთ ვიბრაციას. 2 წამის შემდეგ, სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა ღია ლურჯ ფრად დაიწყებს ციმციმს და ამავდროულად მოხდება ვიბრირება. დაახლოებით 25 წამის განმავლობაში მოწყობილობა დაიწყებს წინასწარი გახურების პროცესს.

 

წინასწარი გახურების პროცესის დასრულების შემდეგ კი სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა აინთება და მოწყობილობა დაიწყებს ვიბრირებას.

 

ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის. მოწყობილობის მოხმარების თითოეული სესია 5 წუთის, ანუ 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება.

 

მაშინ, როდესაც მოწყობილობის მოხმარება დასასრულს მიუახლოვდება, თქვენ იგრძნობთ ერთ ვიბრაციას და სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა ღია ლურჯად დაიწყებს ციმციმს, რაც მიგანიშნებთ, რომ მოხმარებისთვის დარჩენილია 30 წამი ან 3 ნაფაზი.

 

მოხმარების დასრულებისას, სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა და მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.

 

როგორ მოვუაროთ მოწყობილობას?

 

მოწყობილობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭიროა მისი რეგულარული წმენდა, ამიტომ გირჩევთ, ყოველი 20 თამბაქოს ღერის მოხმარების შემდეგ გაწმინდოთ მოწყობილობა. ამისათვის, გამოიყენეთ ორმაგი საწმენდი ხელსაწყო.

 

მოხსენით მოწყობილობას თავსახური. მოათავსეთ საწმენდი პირი მოწყობილობაში და დაატრიალეთ ხელსაწყო მოწყობილობის გასაწმენდად. შემდეგ მოათავსეთ საწმენდი ჯაგრისი მოწყობილობაში და დაატრიალეთ ხელსაწყო დარჩენილი თამბაქოს ნარჩენების მოსაშორებლად.

 

Lil™ SOLID 2.0 აქვს ავტომატური წმენდის ფუნქციაც. ღილაკზე თითის 5-ჯერ სწრაფად დაჭერის შემთხვევაში LED ნათურა 90 წამის განმავლობაში ნარინჯისფრად აციმციმდება, რის შემდეგაც დაიწყება ავტომატური წმენდის პროცესი. მისი დასრულების შემდეგ კი სტატუსის მაჩვენებელი LED ნათურა ავტომატურად ჩაქრება და თქვენ იგრძნობთ ორ ვიბრაციას.

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი