09/03/2022

გახურება თუ წვა

რატომ არის წვა ძირითადი პრობლემა?

 

სიგარეტის წვისას თამბაქოს ტემპერატურა 600°- 900°C აღწევს და წარმოიქმნება კვამლი, რომელიც 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მათგან დაახლოებით 100 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ ან პოტენციურად გამომწვევ მიზეზად სახელდება. ამ ნივთიერებებს შორის კი არის მხუთავი აირი (CO, ნახშირბადის მონოქსიდი) და კუპრი.

ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS-ის მოწყობილობა თამბაქოს 350°C-მდე ახურებს და არ წვავს მას. შესაბამისად IQOS არ გამოყოფს კვამლს, არამედ აეროზოლს რომელიც სიგარეტის კვამლთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები მავნე ქიმიური ნივთერებებისგან შედგება.*

 

ტრადიციული სიგარეტი გამოყოფს კუპრს,

 

კუპრი სიგარეტის წვით გამომუშავებული კვამლის ნარჩენის მასაა, რომელიც დაცლილია წყლისგან და ნიკოტინისგან.

IQOS  არ გამოყოფს კუპრს, რადგან IQOS-ი იყენებს გახურების ტექნოლოგიას, რაც ნიშნავს თამბაქოს გახურებას მისი წვის ნაცვლად.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ წვის შედეგად წარმოქმნილი სხვა ქიმიური ნივთიერები წარმოადგენს. მათ შორისაა კუპრი და მხუთავი აირი. 

ტრადიციული სიგარეტი გამოყოფს კუპრს - 5 სიგარეტის კვამლის ნარჩენი. IQOS არ გამოყოფს კუპრს - 5 ღერის მოხმარების შედეგად გამოყოფილი აეროზოლის ნარჩენი

 

IQOS-ის აეროზოლი 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიური ნივთიერებების დონეს[1] შეიცავს

 

IQOS-ის მოწყობილობა თამბაქოს წვის ნაცვლად ახურებს. შედეგად, გამოყოფს აეროზოლს, რომელიც 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას, IQOS არ არის ურისკო და გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლისთვის.

 

 IQOS საშუალოდ 98% ნაკლებ მხუთავ აირს გამოყოფს, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი

მხუთავი აირი (ნახშირბადის მონოქსიდი, CO)უფერო და უსუნო ტოქსიკური გაზია. ის გამომუშავდება როდესაც რამე იწვის, მაგალითად საწვავი, ხე და თამბაქო სიგარეტში.

მხუთავი აირის შესუნთქვისას ის ფილტვების მეშვეობით აღწევს სისხლში და ხელს უშლის სისხლს ჟანგბადის სხეულში გადატანაში, რაც გავლენას ახდენს ტვინზე, გულზე და კუნთებზე.

ტრადიციული სიგარეტი გამოყოფს დიდი რაოდენობით მხუთავ აირს, IQOS - არა.

IQOS-ი წვის ნაცვლად თამბაქოს ახურებს რის გამოც გამოიმუშავებს 98%-ით ნაკლებ მხუთავ არის და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების მნიშვნელოვნად დაბალ დონეს სიგარეტთან შედარებით[2].

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 98%-ით შემცირებას, და მხუთავი აირი სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებებთაგან ერთ-ერთია. IQOS არ არის ურისკო და გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

ტრადიციული სიგარეტი დიდი რაოდენობით მხუთავ აირს გამოყოფს. IQOS - არა

 IQOS-ის უკან მეცნიერებაა

იცოდი, რომ IQOS თამბაქოს გასახურებელი პირველი მოწყობილობაა, რომელსაც აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსი მიანიჭა?

 

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, ტრადიციული სიგარეტის სრულად IQOS-ის მოხმარებით ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს მოწევის შედეგად ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს[3].

 

 

 ---------------------------------- 

 

[1] მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 98%-ით შემცირებას.  IQOS არის ურისკო, ის გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლისთვის

წყარო: ჩვენ გავზომეთ გარკვეული მავნე ნივთიერებების დონეები, რომლებიც პრიორიტეტადაა დასახელებული გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ და კვლევებმა აჩვენა, რომ გასახურებელი მოწყობილობის მიერ გამომუშავებული აეროზოლი საშუალოდ 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს სიგარეტის კვამლთან შედარებით (ნიკოტინის გამოკლებით).

[2] წყარო: FDA

[3] მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის ურისკო და გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლისთვის.

 

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი