09/08/2021

IQOS-ის სერვისი საქართველოში უკვე 1 წელია რაც ხელმისაწვდომია!

IQOS-ის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ჩვენი გუნდის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ IQOS-ის მომხმარებელზე მორგებული სერვისები. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით გარანტიის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მოწყობილობის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში ისარგებლოთ ჩვენი ტექნიკური სერვისებით. ასევე, ჩვენ დავნერგეთ IQOS რენტალ სერვისი, რომელიც ზრდასრული მწეველებს აძლევს საშუალებას, 7 დღის განმავლობაში იქირაოს IQOS-ის მოწყობილობა. ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია განვადების სერვისი, რომელიც IQOS 3 DUO-სა და მის აქსესუარებზე ვრცელდება.

IQOS მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჩვენ შევქმენით სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი. მათი მეშვეობით IQOS-ის მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი ქოლ-ცენტრის, IQOS Bot-ის და ჩვენი Facebook გვერდის IQOS Support Georgia-ს დახმარებით.

ეს ჩვენს მიერ განხორციელებული ინიციატივებიდან მხოლოდ რამდენიმეა. 

IQOS მომხმარებლისთვის ყოველდღიურობის გამარტივების  და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდების მიზნით, ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ სერვისცენტრების დაფარვის არეალს. დღეს IQOS-ის სერვისცენტრები საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. თუმცა, იმ ზრდასრულ მომხმარებელთათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩვენს სერვისცენტრებში სტუმრობას, შევქმენით დისტანციური მომსახურების სერვისი, რათა სრულად მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ ჩვენი გარემო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და მოგაწოდოთ სრულად თქვენზე მორგებული გამოცდილება.

ბოლო სიახლეები

რა განსხვავებაა TEREA-სა და DELIA-ს გასახურებელი თამბაქოს ღერებს შორის : 5 განსხვავება
გაიგე მეტი
შენ შეგიძლია ვალენტინობის დღე ცვლილების პირველ დღედ აქციო!
გაიგე მეტი
IQOS x STEVE AOKI 10 Year Edition უკვე ხელმისაწვდომია.
გაიგე მეტი
გსურს გამოსცადო IQOS ILUMA-ს ან IQOS ILUMA ONE-ის მოწყობილობა? ამისათვის, შეგიძლია ისარგებლო გაქირავების სერვისით.
გაიგე მეტი