საგარანტიო მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ 2 წლიან გარანტიას შენი IQOS-ის მოწყობილობისთვის
შენი ნებაყოფლობითი საგარანტიო პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში შეიძინე IQOS-ის მოწყობილობა. მაგალითად, საქართველოში შენ მიიღებ 2 წლიან გარანტიას მოწყობილობის შეძენის დღიდან. ერთადერთი, რაც გჭირდება არის შეინახო ქვითარი ან გადაუღო მას სურათი, რომ მოხდეს ნივთის შეძენის დადასტურება.

დაარეგისტრირე შენი IQOS მოწყობილობა და მიიღე ტექნიკური ინფორმაცია:

  • გარანტია და შეცვლა.
  • IQOS-ის მომხმარებელზე ზრუნვის საერთაშორისო დაფარვა და IQOS მოწყობილობის შეცვლის მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
  • IQOS მოწყობილობის გახანგრძლივებული გარანტია, თქვენი მოწყობილობის შემთხვევით დაზიანების შემთხვევაში

    IQOS-ის სერვის ცენტრებში შეძენის, მოწყობილობა ავტომატურად რეგისტრირდება, შესაბამისად, შეგიძლია პირველი დღიდანვე დაიწყო შენი ციფრული გამოცდილების მიღება.


 

საერთაშორისო დახმარება საზღვარგარეთ მოგზაურობისას

მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ან მოწყობილობის შესაცვლელად , მომხმარებლებზე ზრუნვის სერვისი ხელმისაწვდომია 39 ქვეყანაში 24/7-ზე, ამისთვის, მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებაა საჭირო. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში საგარანტიო მომსახურების ფარგლებში შეგიცვლით მოწყობილობას.

საზღვარგარეთ ხარ და გჭირდება დახმარება IQOS-ის მოწყობილობით სარგებლობასთან დაკავშირებით?

არ იდარდო, ჩვენს საერთაშორისო მომხმარებელზე ზრუნვის გუნდთან მხოლოდ ერთი ზარი გაშორებს. დარეკე: 0 800 003 003
*ზარის საფასურთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ქსელის ოპერატორთან. 

როგორ მიიღო IQOS-ის საერთაშორისო დახმარება?

როგორ მიიღო IQOS-ის საერთაშორისო დახმარება? გამგზავრებამდე, დაგჭირდება მხოლოდ შენი მოწყობილობის დარეგისტრირება.

მსოფლიოს რომელ ქვეყნებში შეგიძლია მიიღო IQOS-ის საერთაშორისო დახმარება? IQOS

IQOS-ის საერთაშორისო დახმარება ხელმისაწვდომია 39 ქვეყანაში.

ვადები და პირობები

მომსახურების პირობები, IQOS-ის მოწყობილობა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობა, რეაგირების და მიწოდების დროები, შესაძლოა განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ შეგიცვალეს მოწყობილობის დაზიანებული ნაწილი, ნებისმიერი ახალი ნაწილი ხდება შენი საკუთრება და ჩანაცვლებული ნაწილი ხდება იმ კომპანიის საკუთრება, რომელიც შეცვლას ახორციელებს. IQOS-ის მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში, IQOS-სთან დაკავშირებული პრობლემები განისაზღვრება მასალის ან დამზადების თვალსაზრისით.

რაზე ვრცელდება IQOS-ის გარანტია?

კომპანია ფილიპ მორისის ინთერნეიშენალი, დასახელებეში ‘Customer Care’, საკუთარი შეხედულებისამებრ (მაგრამ თქვენი კანონიერი უფლებების დარღვევის გარეშე), შეცვლის ან გამოასწორებს ნებისმიერ კომპონენტს, რომელიც დეფექტურია მასალის ან დამზადების თვალსაზრისით, თუკი მისი გამოყენება ხდება IQOS™-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად და თუ ექვემდებარებიან მოქმედ საგარანტიო მოთხოვნას. ამ გარანტიის დებულებები მოქმედებს მხოლოდ მისი შეძენის ქვეყანაში.

რაზე არ ვრცელდება IQOS-ის გარანტია?

IQOS-ის გარანტია არ ვრცელდება შემდეგზე:

ა) მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში.

ბ) დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ცვეთით.


გ) კოსმეტიკური დაზიანება (როგორებიცაა ნაკაწრები, ჩაჭყლეტილი ადგილები და გატეხილი პლასტმასა).


დ) დაზიანება, რომელიც გამოწვეულია არასწორად გამოყენებით, მაღალი ძაბვით, არასათანადო მოპყრობით, მოწყობილობის დასველებით ან დაწვით.


ე) გაუმართავი მუშაობა, გამოწვეული მოწყობილობის გამოყენებით არათავსებად პროდუქტებთან.


ვ) დაზიანება ან გაუმართავი მუშაობა, რომელიც გამოწვეულია მისი გახსნის, შეცვლის და შეკეთების მცდელობებით, მომხმარებლის ან IQOS-ის მიერ არა აკრედიტებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ.


ზ) დაზიანება ან გაუმართავი მუშაობა, რომელიც გამოწვეულია IQOS-ს მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციების შეუსრულებლობით.


*როცა მოწყობილობა შემთხვევით დაზიანდება და ჯერ კიდევ გარანტია აქვს.

** მოწყობილობის ან ცალკეული კომპონენტის ერთჯერადი შეცვლა თითო კალენდარული წლის განმავლობაში. გარანტია ვრცელდება მხოლოდ IQOS-ის მომხმარებლების ბაზაში რეგისტრირებულ პირზე ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც არ არის დაფარული IQOS– ის გარანტიით (პროგრამული ხარვეზი ან ქარხნული წუნი) მაგრამ დაფარულია გახანგრძლივებული IQOS გარანტიით (IQOS Care Plus). თუ თქვენ უკვე ისარგებლეთ მოწყობილობის შეცვლის უფლებით, მოქმედია მხოლოდ გარანტია, რომელიც ვრცელდება პროგრამული ხარვეზის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში.

როგორ მოვითხოვით მოწყობილობის გამოცვლა?

ხანდახან უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსაც შესაძლოა შეექმნას ხარვეზი

გსურს მოითხოვო მოწყობილობის შეცვლა? დაუკავშირდი ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდს, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

თუ მოწყობილობა არ შეგიძენია საქართველოში საჭიროა წარმოადგინო მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას ნებაყოფლობით გამოიყენოს გარანტიის ხანგრძლივობა IQOS მოწყობილობის კომპონენტების წარმოების დღიდან, საკუთარი ჩანაწერების საფუძველზე.

 

ეწვიე ჩვენი IQOS-ის ფეისბუქ გვერდს და გაესაუბრე ჩვენს ერთ-ერთ ექსპერტს

 

ყოველდღე - პარასკევი 10:00 - 19:00

ეწვიე ჩვენი 17 IQOS-ის მაღაზიიდან ნებისმიერს, რომელთაც გააჩნიათ გაყიდვების შემდგომი მომსახურება
გსურს გაესაუბრო IQOS-ის მომხმარებელზე ზრუნვის ექსპერტს? დაგვირეკე 0 800 003 003

ყოველდღე - პარასკევი 10:00 - 19:00