09/01/2024
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.
პირველად 2021 წელს, IQOS-ის ახალი თაობის მოწყობილობების IQOS ILUMA-ს პორტფოლიო იაპონიასა და შვეიცარიაში გამოჩნდა.
2022 წელს, მათ რიცხვს რამდენიმე ევროპული ქვეყანაც შეუერთდა, მათ შორის: ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია და ლიეტუვა.
რა უნდა იცოდე IQOS ILUMA-ს პორტფოლიოს შესახებ?
ტექნოლოგიას რომელიც გამოყენებულია IQOS ILUMA-ს მოწყობილობებში თამბაქოს გახურება შემდეგ საფეხურზე გადაყავს.
IQOS ILUMA-ს პორტფოლიოში არსებული ყველა მოწყობილობა იყენებს SMARTCORE ინდუქციური სისტემის™ ტექნოლოგიას. IQOS ILUMA-ს მოწყობილობების მოხმარება ექსკლუზიურად TEREA-სთან ერთად არის შესაძლებელი. თამბაქოს ღერის შიგნიდან გასახურებლად, მოწყობილობა იყენებს ინდუქციის ტექნოლოგიას, რომელიც არ საჭიროებს გასახურებელ დანას. შესაბამისად, ქმნის უკეთეს და უფრო მდგრად გემოს, მოწყობილობის წმენდის საჭიროების გარეშე. შესაბამისად, IQOS ILUMA ქმნის მდგრად თამბაქოს მოხმარების გამოცდილებას, თამბაქოს ნარჩენებისა და გასახურებელი მოწყობილობის წმენდის საჭიროების გარეშე.
IQOS ILUMA PRIME - ეს არის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული, ახალი დიზაინისა და ვიზუალის მქონე IQOS-ის მოწყობილობა. გასახურებელი მოწყობილობის ზედაპირი და დამტენი მოწყობილობა დამზადებულია ალუმინისგან, დამტენის ზედაპირი კი დაფარულია ტყავის / ქსოვილის ზედაპირით.IQOS ILUMA PRIME მოწყობილობა Საქართველოში სამ ფერში არის წარმოდგენილი.
IQOS ILUMA-ს აქვს ნაცნობი დიზაინი და გაუმჯობესებული მახასიათებლები. ის ხელმისაწვდომია ხუთ სტანდარტულ ფერში.
IQOS ILUMA ONE კომპაქტური, all-in-one მოწყობილობაა, შესაბამისად, ის არ საჭიროებს ცალკე დამტენ და გასახურებელ მოწყობილობას. ერთჯერადად დატენვის შემთხვევაში, IQOS ILUMA ONE უზრუნველყოფს 20 თანმიმდევრულ მოხმარებას. IQOS ILUMA ONE წარმოდგენილია 3 სტანდარტულ ფერში.
რა უნდა იცოდეთ ტექნოლოგიის შესახებ?
SMARTCORE ინდუქციური სისტემის™ მეშვეობით, IQOS ILUMA-ს მოწყობილობა თამბაქოს ღერს შიგნიდან ახურებს.
SMARTCORE ინდუქციური სისტემა™ დაფუძნებულია მეტალის გასახურებელ ფირფიტაზე, რომელიც TEREA-ს თამბაქოს ღერის შიგნით არის მოთავსებული და დაფარულია უჟანგავი მეტალით, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს თანმიმდევრულ გახურებას.