07/12/2023

IQOS ILUMA-ს სერია: აღმოაჩინე განსხვავება IQOS ILUMA-ს, IQOS ILUMA PRIME-სა და IQOS ILUMA ONE-ს შორის

IQOS ILUMA-ს სერია: აღმოაჩინე განსხვავება IQOS ILUMA-ს, IQOS ILUMA PRIME-სა და IQOS ILUMA ONE-ს შორის

უახლესი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს უკვამლო ალტერნატივაა, რომელიც SMARTCORE ინდუქციური სისტემის™ მეშვეობით თამბაქოს გახურება შემდეგ საფეხურზე გადაყავს.

 

IQOS ILUMA-ს პორტფოლიოში არსებული ყველა მოწყობილობა იყენებს SMARTCORE ინდუქციური სისტემის™ ტექნოლოგიას. IQOS ILUMA-ს მოწყობილობების მოხმარება ექსკლუზიურად TEREA-სთან ერთად არის შესაძლებელი. თამბაქოს ღერის შიგნიდან გასახურებლად, მოწყობილობა იყენებს ინდუქციის ტექნოლოგიას, რომელიც არ საჭიროებს გასახურებელ დანას. შესაბამისად, ქმნის უკეთეს და უფრო მდგრად გემოს, მოწყობილობის წმენდის საჭიროების გარეშე. შესაბამისად, IQOS ILUMA ქმნის მდგრად თამბაქოს მოხმარების გამოცდილებას, თამბაქოს ნარჩენებისა და გასახურებელი მოწყობილობის წმენდის საჭიროების გარეშე.

 

რა განსხვავებაა IQOS ILUMA-ს, IQOS ILUMA PRIME-სა და IQOS ILUMA ONE-ს შორის? 

 

1. გამოყენება: IQOS ILUMA-სა და IQOS ILUMA PRIME-ს მოწყობილობა იყენებს დამტენ და გასახურებელ მოწყობილობას. IQOS ILUMA ONE კი არის all-in-one მოწყობილობა.  

 

2. თანმიმდევრული სესიები: IQOS ILUMA და IQOS ILUMA PRIME-ის გასახურებელი მოწყობილობები ერთჯერადად დატენვის შემთხვევაში 2 თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა. IQOS ILUMA ONE მოწყობილობა ერთჯერადად დატენვის შემთხვევაში 20 თანმიმდევრულ მოხმარებას უზრუნველყოფს.

 

3. დატენვა: IQOS ILUMA PRIME-ისა და IQOS ILUMA-ს მოწყობილობების სრულად დატენვას 2 საათი და 15 წუთი ესაჭიროება, IQOS ILUMA ONE-ის შემთხვევაში კი - 1 საათი და 30 წუთი.

 

4. წონა: IQOS ILUMA PRIME-ის მოწყობილობის წონა, დამტენ და გასახურებელ მოწყობილობასთან ერთად 171.5 გრამია, IQOS ILUMA-ს შემთხვევაში - 147 გრამი, IQOS ILUMA ONE all-in-one მოწყობილობის წონა კი 68.5 გრამია.

 

IQOS ILUMA-ს მოხმარება მხოლოდ TEREA-ს ღერებთან ერთად არის შესაძლებელი. არ მოიხმაროთ IQOS ILUMA და/ან TEREA-ს ღერები IQOS-ის სხვა მოწყობილობებთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპოთ ან დაშალოთ TEREA-ს ღერი, რადგან ის შეიცავს ბასრ მეტალის ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წაიკითხეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

განვიხილოთ სხვა მახასიათებლები, მათ შორის მოწყობილობის ფერები და აქსესუარები:

 

IQOS ILUMA PRIME -ის მახასიათებლები 

 

IQOS ILUMA PRIME არის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული, ახალი დიზაინისა და ვიზუალის მქონე IQOS-ის მოწყობილობა. გასახურებელი მოწყობილობის ზედაპირი და დამტენი მოწყობილობა დამზადებულია ალუმინისგან, დამტენის ზედაპირი კი დაფარულია ტყავის / ქსოვილის ზედაპირით. IQOS ILUMA PRIME-ის მოწყობილობა ხელმისაწვდომია სამ ფერში. IQOS ILUMA PRIME-ს აქვს აქსესუარების ყველაზე ფართო არჩევანი, მათ შორის დამტენი მოწყობილობის საფარი, გასახურებელი მოწყობილობის რგოლების მრავალფეროვანი ფერებისა და ტექსტურის არჩევანი.

 

IQOS ILUMA PRIME-ის მახასიათებლების გამოყენება IQOS-ის აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი, მათ შორის არის ჭკვიანი ჟესტები და ავტოსტარტი ნათებისა და ვიბრაციის ფუნქცია, რაც მოწყობილობის პერსონალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

 

გასახურებელ მოწყობილობას აქვს სწრაფად დატენვის ფუნქცია, რაც ორი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა. სრულად დამუხტვის შემთხვევაში კი, შესაძლებელია 20 თამბაქოს ღერის თანმიმდევრული მოხმარება.

 

IQOS ILUMA-ს მახასიათებლები 

 

IQOS ILUMA-ს აქვს ნაცნობი დიზაინი, გაუმჯობესებული მახასიათებლები და SMARTCORE ინდუქციის სისტემის™ ტექნოლოგია. ამასთან, მისი მოხმარება უფრო მარტივია.

 

IQOS ILUMA-ს აქვს ყველა მახასიათებელი იმისათვის, რომ მოწყობილობა შენზე მორგებული გახადო, მათ შორის არის განათებისა და ვიბრაციის ფუნქციები, ჭკვიანი ჟესტები და ავტოსტარტი, რომელთა მართვა IQOS-ის აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.

 

გასახურებელ მოწყობილობას აქვს სწრაფად დატენვის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ორ თანმიმდევრულ მოხმარებას, თუმცა, სრულად დატენვის შემთხვევაში გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს 20 ღერის თანმიმდევრულად მოხმარების შესაძლებლობას იძლევა. IQOS ILUMA ხელმისაწვდომია ხუთ ფერში და აქვს აქსესუარების ფართო არჩევანი. მათ შორის გასახურებელი მოწყობილობის რგოლები და ჩანაცვლებადი გვერდითი პანელები, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და ტექსტურებში.

 

IQOS ILUMA ONE-ს მახასიათებლები 

 

IQOS ILUMA ONE ეს არის მარტივი მოხმარების, კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც არ საჭიროებს გასახურებელ მოწყობილობასა და გარე დამტენს. აღჭურვილია SMARTCORE ინდუქციური სისტემით™ და ქმნის მდგრადი თამბაქოს გამოცდილებას.

ეს კომპაქტური მოწყობილობა არ საჭიროებს წმენდას და ქმნის 20 თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას.

 

IQOS ILUMA ONE ხელმისაწვდომია 3 ფერში, თუმცა აქვს მრავალფეროვანი, სილიკონისა და მატერიისგან დამზადებული სხვადასხვა აქსესუარები, როგორებიცაა ჩასადები.

 

IQOS ILUMA-ს მოხმარება მხოლოდ TEREA-ს ღერებთან ერთად არის შესაძლებელი. არ მოიხმაროთ IQOS ILUMA და/ან TEREA-ს ღერები IQOS-ის სხვა მოწყობილობებთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპოთ ან დაშალოთ TEREA-ს ღერი, რადგან ის შეიცავს ბასრ მეტალის ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი