07/12/2023
აღმოაჩინე IQOS ILUMA - IQOS-ის უახლესი თაობის მოწყობილობა
IQOS ILUMA და TEREA-ს თამბაქოს ღერებს თამბაქოს გახურება შემდეგ საფეხურზე
გადაყავს. ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მდგრადი, ინტენსიური თამბაქოს აეროზოლის მიწოდებას, თითოეული ღერის მოხმარების შემთხვევაში.
IQOS ILUMA-ს თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა - თამბაქოს გახურების შემდეგი საფეხური
IQOS-ის ახალი თაობის მოწყობილობა - IQOS ILUMA მომხმარებელს აწვდის ნამდვილი თამბაქოს გემოს და კმაყოფილებას. IQOS ILUMA წარმოქმნის 95%-ით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს სიგარეტთან შედარებით. *
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS ILUMA არ არის რისკისგან თავისუფალი და წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.
*„95%-ით ნაკლები“ წარმოადგენს სიგარეტის კვამლში იმ 9 ქიმიური ნივთიერების დონის საშუალო შემცირებას, რომლის შემცირებაც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და, რომელიც არ მოიცავს ნიკოტინს. ეს სულაც არ უდრის რისკის 95%-ით შემცირებას. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS.com-ზე.
ყოველი IQOS ILUMA-ს მოწყობილობა აღჭურვილია შემდეგი საფეხურის ტექნოლოგიით, რომელიც ქმნის თამბაქოს მოხმარების უფრო მარტივ და სუფთა გამოცდილებას. ახალი გახურების ტექნოლოგიის მეშვეობით, დანის დაზიანება, თამბაქოს ნარჩენები და წმენდა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. IQOS ILUMA-ს მოხმარება ექსკლუზიურად TEREA-ს თამბაქოს ღერებთან არის შესაძლებელი.
IQOS ILUMA არ წვავს თამბაქოს, არამედ ახურებს მას. რაც ნიშნავს არანაირ ფერფლსა და კვამლს.
SMARTCORE ინდუქციური სისტემა™ - თამბაქოს ტექნოლოგიის შემდეგი საფეხური
IQOS ILUMA-ს სერიის ყოველი მოწყობილობა იყენებს SMARTCORE ინდუქციურ სისტემას. სპეციალურად IQOS ILUMA-სთვის შექმნილი TEREA-ს თამბაქოს ღერებთან ერთად, მოწყობილობა არ იყენებს გასახურებელ დანას, არამედ იყენებს უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ გასახურებელ ელემენტს, რომელიც TEREA-ს თამბაქოს ღერშია მოთავსებული და იწვევს თამბაქოს ღერის შიგნიდან გახურებას. SMARTCORE ინდუქციური სისტემა™ უზრუნველყოფს თამბაქოს მოხმარების მდგრად გამოცდილებას ისე, რომ მოწყობილობა არ საჭიროებს წმენდას.
IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან შედარებით IQOS ILUMA-ს გამოყენებისას ნაკლები სუნი გამოიყოფა.* IQOS ILUMA-ს არ აქვს დანა, ამიტომ დანის გატყდომის საფრთხეც არ არსებობს!
*2020-2021 წლებში იაპონიასა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 726 სრულწლოვანი მომხმარებლის 75% ეთანხმება ზემო-აღნიშნულ დებულებას.
TEREA-ს თამბაქოს ღერები
ექსკლუზიურად IQOS ILUMA-ს მოწყობილობისთვის შექმნილი ღერები დამზადებულია ექსპერტიზითა და სრული სიზუსტით, რათა უზრუნველყოს მოხმარების თანმიმდევრული და მდგრადი გამოცდილება, ინტენსიურ თამბაქოს აეროზოლთან ერთად. თითოეული TEREA-ს თამბაქოს ღერი დახურულია ორივე მხრიდან, რაც ამარტივებს მის მოწყობილობაში მოთავსებისა და ამოღების პროცესს.
დახურული გვერდები კი ნიშნავს, რომ გასახურებელი მოწყობილობის მოხმარების პროცესში არ წამოიქმნება თამბაქოს ნარჩენები, შესაბამისად, ის არ საჭიროებს წმენდას. უბრალოდ, ამოიღეთ ღერი მოწყობილობიდან და გადააგდეთ. სულ ესაა.
IQOS ILUMA-ს მოწყობილობები შექმნილია ექსკლუზიურად TEREA-ს ღერებთან მოხმარებისთვის. არ მოიხმაროთ IQOS ILUMA და/ან TEREA-ს ღერები IQOS-ის სხვა მოწყობილობებთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაზიანება.
IQOS ILUMA-ს მოწყობილობის სახეობები
IQOS ILUMA PRIME: ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული მოწყობილობა
IQOS ILUMA PRIME-ს აქვს დამატებითი მახასიათებლები. მისი მახასიათებლების მართვა შესაძლებელია IQOS-ის აპლიკაციის მეშვეობით, მათ შორის, როგორებიცაა: ავტოსტარტი, განათება და ვიბრაცია. IQOS ILUMA PRIME-ს აქვს სრულიად ახალი დიზაინი და ვიზუალი. გასახურებელი და დამტენი მოწყობილობის ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან, დამტენ მოწყობილობას კი აქვს ტყავის ან ქსოვილის ზედაპირი. ხელმისიაწვდომია სამ განსხვავებულ ფერში.
IQOS ILUMA:ნაცნობი დიზაინი, გაუმჯობესებული მახასიათებლებით, რაც მოწყობილობის მოხმარებას უფრო მეტად ამარტივებს.
IQOS ILUMA ONE: კომპაქტური, all in one დიზაინი
IQOS ILUMA ONE-ს აქვს კომპაქტური, all-in-one დიზაინი, შესაბამისად, ის არ საჭიროებს ცალკე დამტენ და გასახურებელ მოწყობილობას. სხვა IQOS ILUMA-ს მოწყობილობების მსგავსად, ის იყენებს SMARTCORE ინდუქციის სისტემას™, რომელიც თამბაქოს მოხმარების მდგრად და თანმიმდევრულ გამოცდილებას უზრუნველყოფს.