07/12/2023

რა არის IQOS ILUMA?

IQOS ILUMA ეს არის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების - IQOS-ის უახლესი თაობა. IQOS ILUMA-ს მოწყობილობის ცენტრს ახალი, კერამიკული დანის არმქონე SMARTCORE ინდუქციური სისტემის ტექნოლოგია წარმოადგენს, რომელიც იყენებს მეტალის გასახურებელ ფირფიტას TERA-ს თამბაქოს ღერის შიგნიდან გასახურებლად.  
 
IQOS ILUMA - თამბაქოს გახურების შემდეგი საფეხური 

 

IQOS ILUMA მოწყობილობა სრულიად ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ქმნის. მოწყობილობაში გამოყენებული ინდუქიური ტექნოლოგიის მეშვეობით: 

- აღარ არის საჭირო მოწყობილობის წმენდა; 

- არ არის საჭირო დანა, შესაბამისად, აღარ არსებობს მისი დაზიანების საშიშროება; 

- თამბაქოს ღერის ორივე თავი დახურულია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ წარმოიქმნება თამბაქოს ნარჩენები. 

გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს, არამედ ახურებს მას, IQOS ILUMA უზრუნველყოფს ინტენსიურ და თანმიმდევრულ თამბაქოს აეროზოლის წარმოქმნას, ამასთან ღერების კონსისტენტურობას. IQOS ILUMA-ს მოწყობილობის მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ TEREA-ს თამბაქოს ღერებთან ერთად. 

IQOS-ის ახალი თაობის მოწყობილობა - IQOS ILUMA მომხმარებელს აწვდის ნამდვილი თამბაქოს გემოს. IQOS ILUMA წარმოქმნის 95%-ით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს სიგარეტთან შედარებით. * 

  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS ILUMA არ არის რისკისგან თავისუფალი და წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.  

*„95%-ით ნაკლები“ წარმოადგენს სიგარეტის კვამლში იმ 9 ქიმიური ნივთიერების დონის საშუალო შემცირებას, რომლის შემცირებაც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და, რომელიც არ მოიცავს ნიკოტინს. ეს სულაც არ უდრის რისკის 95%-ით შემცირებას. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS.com-ზე. 

 
თამბაქოს გასახურებელი SMARTCORE ინდუქციური სისტემა™ - თამბაქოს გახურების შემდეგი საფეხური 

 

SMARTCORE ინდუქციური სისტემა არ იყენებს გასახურებელ დანას, არამედ, იყენებს მეტალის გასახურებელ ფირფიტას, რომელიც თამბაქოს ღერის შიგნით არის მოთავსებული, დაფარულია უჟანგავი მეტალით, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს თანმიმდევრულ გახურებას. შესაბამისად, IQOS ILUMA ქმნის რეალური თამბაქოს გემოსა და უფრო კონსისტენტურ თამბაქოს გამოცდილებას ფერფლისა და წვის გარეშე. ახალი ტექნოლოგიის შედეგად, აღარ არსებობს დანის დაზიანებს საფრთხე.  

 

TEREA-ს თამბაქოს ღერები 

 

IQOS ILUMA-ს მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ TEREA-ს თამბაქოს ღერებთან ერთად. TEREA-ს ახალი, ორივე მხრიდან დახურული დიზაინი თამბაქოს ნარჩენების თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობაში მოხვედრის პრევენციას ახდენს. შესაბამისად, გასახურებელი მოწყობილობა არ საჭიროებს წმენდას. IQOS ILUMA უზრუნველყოს თამბაქოს ინტენსიური აეროზოლის თანმიმდევრულ წარმოქმნას და ღერების კონსისტენტურობას.  

IQOS ILUMA-ს მოხმარება მხოლოდ TEREA-ს ღერებთან ერთად არის შესაძლებელი. არ მოიხმაროთ IQOS ILUMA და/ან TEREA-ს ღერები IQOS-ის სხვა მოწყობილობებთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაზიანება.  

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი