19/04/2023
ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენენ იმ სრულწლოვანი მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებას.
მიზეზი კი არის ის, რომ თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ გამოყოფენ კვამლს, რადგან ისინი ახდენენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარების განუყოფელი ნაწილის - წვის პროცესის უგულებელყოფას.
მიუხედავად ამისა, ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მოხმარების პროცესი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაშინ, როდესაც ელექტრონული სიგარეტი იყენებს ელ. სიგარეტისთვის შექმნილ გასახურებელ სითხეს, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა იყენებს ნამდვილი თამბაქოსგან შექმნილ ღერებს.
თავდაპირველად უნდა გვახსოვდეს ის, რომ ელექტრონული სიგარეტები არ იყენებენ ნამდვილ თამბაქოს, არამედ ისინი იყენებენ სპეციალურად ელ. სიგარეტისთვის შექმნილ სითხეს, რომელსაც ზოგჯერ ელ. სიგარეტის სითხეს ან ელექტრო სითხესაც უწოდებენ. ელ. სითხეს აქვს სხვადასხვა გემო და არომატი, ზოგიერთი მათგანი ასევე შეიცავს ნიკოტინს.
ელ. სიგარეტებისგან განსხვავებით, IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობა იყენებს ნამდვილ თამბაქოს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავების შედეგად იქმნება. HEETS-ი ექსკლუზიურად IQOS-ის IQOS-ის გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობასთან ერთად.
დამზადების სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, HEETS-ის ღერები მომხმარებელს ტრადიციული თამბაქოს არომატით უზრუნველყოფს. თითოეული მათგანი, ტრადიციული სიგარეტის მსგავსად, 14 ნაფაზის/ 6 წუთისგანმავლობაში გრძელდება, რაც მომხმარებელს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მსგავსი რიტუალით უზრუნველყოფს.
HEETS-ის თამბაქოს ღერები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ისინი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.
HEETS-ის გასახურებელ ღერებსა და ელ. სითხეებს შორის მთავარი განსხვავება მათი მოხმარების შედეგად მიღებულ გამოცდილებაშია.
ელ. სიგარეტის შემთხვევაში, ელ. სითხე ფითილის მეშვეობით ელემენტზე მომუშავე გასახურებელ კომპონენტს გადაეცემა. სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომლის შესუნთქვაც მუნდშტუკის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ზრდასრული მწეველები ელ. სიგარეტების მოხმარების დროს შეიგრძნობენ ელ. სითხეების სპეციფიურ გემოს.
თუმცა, ელ. სითხისგან განსხვავებით, HEETS-ის თამბაქოს ღერები თავსდება IQOS-ის თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობაში, რომელიც გასახურებელი დანის მეშვეობით, HEETS-ის ღერის შიგნიდან გახურებას უზრუნველყოფს. HeatControl-ის ტექნოლოგიის დახმარებით კი ტემპერატურა 350 გრადუსს არ სცდება, რაც მომხმარებელს თამბაქოს მოხმარების მდიდარი გამოცდილებით უზრუნველყოფს ცეცხლის, ფერფლისა და კვამლის გარეშე.
მართალია, ელ. სითხეებსა და HEETS-ის ღერებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, თუმცა მათ საერთო თვისებაც აერთიანებს: ორივე მათგანი წარმოადგენს ტრადიციული მოწევის ალტერნატივას. თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მწეველი, ეძებთ ტრადიციული სიგარეტის უკვამლო ალტერნატივას, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და სხვა შემთხვევაში გააგრძელებდით მოწევას ან თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებას, მაშინ ელექტრონული სიგარეტები და ელ. სითხეები თქვენთვის საინტერესო პროდუქტი იქნება. თუმცა, თუ თქვენ გსურთ გააგრძელოთ ტრადიციული მოწევის მსგავსი რიტუალი, მიიღოთ ტრადიციული თამბაქოს მოხმარების მსგავსი გამოცდილება და შეიგრძნოთ თამბაქოს მდიდარი არომატი, გახსოვდეთ, რომ IQOS-ი ტრადიციულ მოწევასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო.
აღმოაჩინე HEETS-ის ყველა გემო.