21/03/2023
ბოლო წლების განმავლობაში ელ. სიგარეტების პოპულარობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, რაზეც ზრდასრული მწეველების დიდი ნაწილის ტრადიციულ სიგარეტიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა მეტყველებს. ელ. სიგარეტების მომხმარებელთა მზარდ რაოდენობასთან ერთად, იზრდება კითხვების რაოდენობაც. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მომხმარებლებს აინტერესებთ იწვევს თუ არა ელ. სიგარეტების დახურულ სივრცეში გამოყენება ცეცხლისა და კვამლის დეტექტორების გააქტიურებას.
ცეცხლისა და კვამლის დეტექტორების სხვადასხვა ფუნქცია ეკისრებათ - როდესაც ოთახი კვამლით ივსება, კვამლის დეტექტორი ის მოწყობილობაა, რომელიც შენობაში კვამლის არსებობის იდენტიფიცირებას ახდენს. შემდეგ ის ინფორმაციას სახანძრო სიგნალიზაციას გადასცემს, რომელიც შენობაში მყოფ ადამიანებს ხანძრის შესახებ აფრთხილებს.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის კვამლისა და ხანძრის დეტექტორები არსებობს. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ელ. სიგარეტების მიერ წარმოქმნილ აეროზოლზე რეაგირებდეს.
სავარაუდოა, რომ სითბური დეტექტორები შენობაში ელ. სიგარეტების აეროზოლის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რადგან ისინი დახურულ სივრცეში ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებენ - ანუ აქტიურდებიან, როდესაც ტემპერატურა 58° ცელსიუსს აჭარბებს.
იონიზაციის სენსორები ირთვებიან მაშინ, როდესაც ხდება შიდა მექანიზმის გარკვეული ნაწილაკებით გააქტიურება. არსებობს მცირე რისკი იმისა, რომ ელ. სიგარეტების აეროზოლმა გამოიწვიოს აღნიშნული დეტექტორის გააქტიურება, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა.
ოპტიკური სენსორები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც მათ სისტემაში კვამლი აღწევს და ინფრაწითელ ნათებას ეფარება.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ელ. სიგარეტების აეროზოლი არ გამოიწვევს ოპტიკური სენსორების გააქტიურებას. მაგრამ შესაძლოა, გამოიწვიოს ხანძრის სიგნალიზაციის ჩართვა - გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე უმჯობესია.
როდესაც საქმე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ეხება, ჩვენ მხოლოდ ელ. სიგარეტებს არ ვგულისხმობთ. ჩვენ ასევე გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებსაც მოვიაზრებთ. საინტერესოა, მოქმედებენ თუ არა გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები ხანძრის დეტექტორზე?
ელ. სიგარეტების მსგავსად, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების შემთხვევაშიც არსებობს ხანძრის დეტექტორის გააქტიურების რისკი. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს.
თანამედროვე სახანძრო სისტემები მოწყობილია ისე, რომ ისინი არა-საშიშ აეროზოლზე არ ახდენენ რეაგირებას. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ელ. სიგარეტის აეროზოლი არ გამოიწვევს სიგნალიზაციის გააქტიურებას. თუმცა, ამის შანსი მაინც არსებობს. რისკების თავიდან ასარიდებლად:
- არ მოიხმაროთ ელ. სიგარეტი კვამლის/ცეცხლის დეტექტორთან ახლოს
- აირჩიეთ კარგი ვენტილაციის მქონე ოთახი
- გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ელ. სიგარეტების გამოყენების დროს და არ გამოუშვათ დიდი რაოდენობით მკვრივი აეროზოლი
ამ სიფრთხილის ზომების დაცვა თავიდან აგარიდებთ ხანძრის დეტექტორის გააქტიურების საფრთხეს - თუმცა, გააქტიურების შემთხვევაში, არასდროს სცადოთ მისი გამორთვა.
როგორც ვახსენეთ, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ თქვენი ელ. მოწყობილობა არ გამოიწვევს ხანძრის სიგნალიზაციის გააქტიურებას. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ისეთ კერძო დაწესებულებას, როგორიც სასტუმროა, მნიშვნელოვანია, თავდაპირველად გადაამოწმოთ ინფორმაცია დაწესებულებაში მოქმედი რეგულაციების შესახებ. არსებობს სასტუმროები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალურად მოწევისთვის განკუთვნილი სივრცეები, სწორედ ამიტომ, თავიდანვე მიჰყევით სასტუმროში არსებულ პროტოკოლს.
აღნიშნული მიდგომა მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც, სადაც უმეტესწილად ელ. სიგარეტების მოხმარება აკრძალულია. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა თვითმფრინავში ელ. სიგარეტის მოხმარების აკრძალვას - იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის უყურადღებო საქციელი გამოიწვევს ხანძრის დეტექტორის გააქტიურებას, თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული იქნება, განახორციელოს საავარიო დაჯდომა, რაც შესაძლოა სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
გსურთ, გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ სად შეგიძლიათ ელ. სიგარეტების მოხმარება? მაშინ გადადით ბმულზე.
ხანძრის სიგნალიზაციის გამორთვა შესაძლებელია, თუმცა, ეს უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ უძრავ ქონებას ქირაობთ, მაშინ შესაძლებელია, შენობაში ელ. სიგარეტების მოხმარება აკრძალული იყოს. ამისათვის, გაეცანით შენობაში მოქმედ პროტოკოლს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქმედებებით საჯარო სივრცეში ან კერძო საკუთრებაში გამოიწვევთ ხანძრის სიგნალიზაციის გააქტიურებას, შედეგად შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება ან დაჯარიმდეთ. აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც. ამიტომ, უმჯობესია, თავიდანვე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ წესებს.
აღნიშნული საინფორმაციო სტატია განკუთვნილია საგანმანათლებლო მიზნებისთვის. სტატიაში გამოყენებული ინფორმაციის ნაწილი დაფუძნებულია მესამე წყაროს რესურსებზე და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სისწორეზე, ვალიდურობასა და სრულყოფილებაზე.