16/03/2023
ბოლო წლების განმავლობაში, მწეველთა შორის ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარობა იზრდება, რაც მწეველთა მხრიდან ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ჩანაცვლებაში გამოიხატება. თუ თქვენ ხართ ზრდასრული ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მომხმარებელი, მაშინ შესაძლებელია გაინტერესებდეთ, ელ. სიგარეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების წესები. ამ სტატიაში, ჩვენ მოგიყვებით სად შეგიძლიათ მოიხმაროთ ელ. სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი გულისხმობს სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის. ეს შეიძლება იყოს დახურული შენობა - მეტროს გაჩერება, მუზეუმი, სავაჭრო ცენტრი ან ღია სივრცე - სკვერი, ქუჩა თუ სხვა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ელ. სიგარეტების მოხმარების შესახებ განსხვავებული რეგულაციები და წესები მოქმედებს.
რეგულაციები მიზნად ისახავს, მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული პოტენციური რისკების პრევენცია. რიგი სახელმწიფოები აღიარებენ ელ. სიგარეტების ზიანის შემცირების პოტენციალს ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და შესაბამისად, რეგულაციების განსხვავებულია.
რეგულაციები ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებით - დახურულ თუ ღია სივრცეში. ანუ, იმისათვის რომ პასუხი გავცეთ კითხვას, ნებადართულია თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ელ. სიგარეტების მოხმარება საჭიროა განვიხილოთ თითოეული შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ელ. სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია, მათი მოხმარება დახურულ სივრცეში, ტრადიციული სიგარეტის მსგავსად, ხშირ შემთხვევაში აკრძალულია.
გრძელი, დამღლელი დღის შემდეგ შესაძლოა სახლისკენ მიმავალს მოწევის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ელ. სიგარეტის მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებსა და მატარებლებში. აღსანიშნავია, რომ ელ. სიგარეტების მოხმარება აკრძალულია თვითმფრინავებშიც.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელ. სიგარეტების მოხმარება შესაძლებელია ნებადართული იყოს რიგ დახურულ სივრცეებში. ეს დამოკიდებულია თავად დაწესებულებაში მოქმედ წესებზე.
ღია სივრცეებში ელ. სიგარეტების მოხმარება უმეტესწილად ნებადართულია, თუმცა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით. რეგულაციების დარღვევისგან თავის ასარიდებლად, უმჯობესია მოგზაურობის დროს წინასწარ გადაამოწმოთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და, ასევე, გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას.
გარკვეულ ქვეყნებში, ელ. სიგარეტების მოხმარება შესაძლებელია ნებადართული იყოს ღია სივრცეებში, როგორებიც არის სკვერები და ქუჩები.
თუმცა, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ელ. სიგარეტების შესახებ, რადგან მსოფლიოში თანდათან სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების პოპულარობა. საინტერესოა, როგორი რეგულაციები მოქმედებს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებზე.
გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც სრულწლოვანი მწეველებისთვის შეიქმნა. თუ თქვენ მოიხმართ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებს, ალბათ დაგაინტერესებთ, რა სახის რეგულაციები ვრცელდება აღნიშნული მოწყობილობების მოხმარებაზე?
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების რეგულირება ტრადიციული სიგარეტის მსგავსად ხდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის მოხმარება ღია და დახურულ სივრცეებში, უმჯობესია ის სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილ ადგილებში მოიხმაროთ.
შევეცდებით გაგიზიაროთ ელ. სიგარეტების მოხმარების შესახებ არსებული ინფორმაცია კონრეტული სივრცეების მიხედვით:
- კინოთეატრი - კინოთეატრების დიდ ნაწილში აკრძალულია კრძალავს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება;
- ოფისი - დამოკიდებულია დამსაქმებლის პოლიტიკაზე;
- სასტუმრო - დამოკიდებულია თავად სასტუმროზე, შესაძლებელია ჰქონდეს სპეციალურად მოწევისთვის განკუთვნილი სივრცეები, სადაც ნებადართულია ელ. სიგარეტების მოხმარება;
- პაბები და ბარები - ხშირ შემთხვევაში, ბარებს აქვთ სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები მოწევისა და ელ. სიგარეტების მოხმარებისათვის;
- რესტორნები - ხშირ შემთხვევაში, რესტორნებში აკრზალულია დახურულ სივრცეში მოწევა და ელ. სიგარეტების მოხმარება;
- ღამის კლუბები - ღამის კლუბებში ელ. სიგარეტების მოხმარება აკრძალულია, თუმცა შესაძლებელია არსებობდეს სპეციალურად განკუთვნილი სივრცეები;
როდესაც საქმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებისა და ელ. სიგარეტების მოხმარებას ეხება, რეგულაციები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ამიტომ, უმჯობესია, გადაამოწმოთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მოგზაურობას გეგმავთ.
თუ თქვენ ეძებთ ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას, შესაძლებელია IQOS -ის მოწყობილობები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. HeatControl ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნამდვილითამბაქოს მოხმარების გამოცდილება. იხილეთ IQOS-ის მოწყობილობები.
აღნიშნული საინფორმაციო სტატია განკუთვნილია საგანმანათლებლო მიზნებისთვის. სტატიაში გამოყენებული ინფორმაციის ნაწილი დაფუძნებულია მესამე წყაროს რესურსებზე და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სისწორეზე, ვალიდურობასა და სრულყოფილებაზე.