15/02/2023
ელექტრონული სიგარეტი არ შეიცავს თამბაქოს. თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მწეველი და ეძებთ ტრადიციული სიგარეტის იმ უკვამლო ალტერნატივას, რომელიც შეიცავს თამბაქოს, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების შესახებ ინფორმაციას.
დღეს მწეველთათვის მოწევის სხვადასხვა ალტერნატიული საშუალება არსებობს, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები და ფუნქციები გამოარჩევთ. სრულწლოვან მწეველთა ნაწილი ხშირად ყველა განსხვავებულ მოწყობილობას ერთი - „ელექტრო სიგარეტების“ კატეგორიის ქვეშ აერთიანებს. თუმცა, სინამდვილეში ელ.სიგარეტები თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების მხოლოდ ერთი სახეობაა და იგი არ შეიცავს თამბაქოს.
იცოდით, რომ არსებობს სხვა ალტერნატივებიც, რომლებიც ელ. სიგარეტების მიღმა არსებობს და შეიცავს ნამდვილ თამბაქოს?
ელექტრონული სიგარეტი, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ ელ. სიგარეტი და “vape”, წარმოადგენს მოწევის ერთ-ერთ ალტერნატივას. მისი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ელექტრონული მოწყობილობა არ შეიცავს თამბაქოს, არამედ ახურებს ელექტრონული სიგარეტისთვის შექმნილ სითხეს (ელ. სიგარეტის გასახურებელ სითხეს), რომელიც გახურების შედეგად ორთქლდება და მუნდშტუკის მეშვეობით შეისუნთქება.
ელ. სიგარეტის მოხმარების პროცესში არ მიმდინარეობს წვა. შესაბამისად, მოწყობილობა წარმოქმნის არა კვამლს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ორთქლს. სწორედ ამიტომ, ელ. სიგარეტები ტრადიციული თამბაქოს უკვამლო ალტერნატივად მიიჩნევა.
უფრო მეტიც, ელ. სიგარეტებში გამოყენებული ელ. სითხეები სხვადასხვა სახისაა - ზოგი მათგანი შეიცავს ნიკოტინს, ზოგი - არა, ასევე ისინი ერთმანეთისგან გემოთიც განსხვავდებიან - არსებობს თამბაქოს გემოს მქონე ელ. სითხეები, რომლებიც სრულწლოვან მწეველს აძლევს შესაძლებლობას, მოწყობილობის მოხმარების დროს შეიგრძნოს თამბაქოს გემო.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად თამბაქოს გემოსთან მიმსგავსებული გამოცდილებისა, ელ. სიგარეტები არ შეიცავს თამბაქოს.
მართალია, არ არსებობს “თამბაქოს შემცველი ელ. სიგარეტი”, თუმცა თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მწეველი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებას, გეტყვით, რომ ბაზარზე არსებობს თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები და ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა მიეკუთვნება.
გასახურებელი თამბაქო ეს არის თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც იყენებს სპეციალურად დამუშავებული თამბაქოსგან შექმნილ ღერებს. თამბაქოს ღერები თავსდება მოწყობილობაში, სადაც ის განსაზღვრულ ტემპერატურამდე ხურდება. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს თამბაქოს წვა. შედეგად, მოწყობილობა წარმოქმნის ნამდვილი თამბაქოს გემოს ისე, რომ არ გამოყოფს ფერფლსა და კვამლს.
IQOS გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების ერთი-ერთი მაგალითია, რომელიც იყენებს დამუშავებული თამბაქოს ღერებს, სახელად - HEETS. HEETS-ი შექმნილია IQOS-ის ტექნოლოგიის გამოყენებით და განკუთვნილია უნიკალურად IQOS-ის მოწყობილობისთვის.
HEETS-ის ღერები დამზადებულია სპეციალურად დამუშავებული და დაპრესილი რეალური თამბაქოს ფოთლებისგან. თითოეული ღერის მოხმარების ხანგრძლივობა 14 ნაფაზის ტოლია, რაც დაახლოებით იმდენი წუთის განმავლობაში გრძელდება, რამდენიც ტრადიციული სიგარეტის მოწევა.
უფრო მეტიც, IQOS-ის მოწყობილობა HEETS-ის თამბაქოს ღერებს გასახურებელი დანის მეშვეობით ახურებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად ხდება თამბაქოს გახურება (და არა თამბაქოს ღერის გარშემო არსებული ქაღალდის), ეს კი უზრუნველყოფს თამბაქოს მდგრად გემოსა და გამოცდილებას.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ HEETS-ის თამბაქოს ღერები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან იწვევს დამოკიდებულებას. ის შეიცავს ნიკოტინს - ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს ფოთოლში ბუნებრივად არსებობს.