24/11/2020

როგორ მუშაობს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა?

როგორ მუშაობს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა?

გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. შედეგი? არანაირი ცეცხლი, კვამლი და ფერფლი. ყველა გასახურებელ თამბაქოს მოწყობილობას აქვს გასახურებელი ხელსაწყო. ზოგი მათგანი ელექტრონულია და ტემპერატურა, რომელზეც მოწყობილობა ხურდება, პროდუქტის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. თუმცა, ნებისმიერი ასეთი მოწყობილობა თამბაქოს მხოლოდ იმ ტემპერატურამდე ახურებს, რომლის დროსაც არ ხდება მისი წვა.

რა განსხვავებაა გასახურებელ მოწყობილობებს შორის?

გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს “heat-not-burn” მოწყობილობებსაც უწოდებენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ მოწყობილობა წვის ნაცვლად თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას იყენებს.

რადგან IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობა ბატარეაზე მუშაობს, ამიტომ ის მუდმივ დატენვას საჭიროებს, ისევე როგორც სმარტფონი. მოწყობილობა დატენვის შემდეგ მზად არის მოხმარებისთვის. მოწყობილობის გამოყენება ძალიან მარტივი პროცესია - განათავსეთ HEETS-ის ღერი მოწყობილობაში, დააჭირეთ თითი ღილაკს და თამბაქოს გახურება დაიწყება. ამ დროს მოწყობილობის სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია ჩაისუნთქოს მოწყობილობის მიერ გამოყოფილი აეროზოლი. მოხმარების დასრულების შემდეგ, ამოიღეთ გასახურებელი თამბაქოს ღერი და მოათავსეთ სანაგვე ურნაში.
IQOS-ის მოწყობილობის მთავარ კომპონენტს HeatControl ტექნოლოგია წარმოადგენს, რომელიც შვეიცარიაში შეიქმნა. ის თამბაქოს გახურების ტემპერატურის რეგულირებაზე არის პასუხისმგებელი. მოწყობილობის მოხმარების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს გახურების ტემპერატურა არ აღემატებოდეს 350⁰C-ს.

IQOS-ის კერამიკული დანა, რომელსაც ოქროსა და პლატინის პირები აქვს, HEETS-ის ღერში მოთავსებულ თამბაქოს ახურებს. შედეგად, მოწყობილობის ზრდასრულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ტრადიციული სიგარეტის მსგავსი გამოცდილება წვის, კვამლისა და ფერფლის გარეშე.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი