12/09/2022

რა სხვაობაა გასახურებელ თამბაქოსა და ელექტრონულ სიგარეტებს შორის?

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესახებ საუბრის დროს, ალბათ, ფიქრობთ რომ ის ელექტრონული სიგარეტის მსგავსია, თუმცა ეს ასე არ არის. მართალია, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა და ელ. სიგარეტი ორივე ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც სრულწლოვანი მწეველებისთვის ტრადიციული სიგარეტის უკვამლო ალტერნატივას წარმოადგენს, თუმცა მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც არჩევანს IQOS-სა  და ელექტრონულ სიგარეტს შორის აკეთებთ. 

 

რა არის ელექტრონული სიგარეტები ანუ ელ. სიგარეტები?

 

ელ. სიგარეტები ტრადიციული მოწევის ერთ-ერთი ალტერნატივაა, რომელიც სხვადასხვა ფორმის, ზომისა და მახასიათებლების არსებობს და ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ზოგიერთი სახის ელ. სიგარეტი საკუთარ მოთხოვნილებებზე მორგებული გახადოს. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა არსებობს როგორც ერთჯერადი მოხმარების, ასევე - მრავალჯერადი. 

ელექტრონული სიგარეტები ახურებენ სპეციალურად შექმნილ სითხეს და ქმნიან აეროზოლს. ამისათვის კი ელ. სიგარეტების სრულწლოვანი მწეველები იყენებენ სხვადასხვა გემოსა და არომატის მქონე ელ. სიგარეტებისთვის შექმნილ სითხეს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ ნიკოტინს. 

ელექტრონული სიგარეტები სპეციალურად მოწყობილობისთვის შექმნილ ელ. სითხეს ავზიდან ელემენტზე მომუშავე გასახურებელ კომპონენტს აწვდიან და მას 1000C - 2500C გრადუსამდე ახურებენ. შედეგად, წარმოიქმნება აეროზოლი, რომლის შესუნთქვა მუნდშტუკის საშუალებით არის შესაძლებელი. 

 

რა არის IQOS -ის გასახურებელი მოწყობილობა?

 

IQOS-ი “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობაა, რომელიც იყენებს HeatControl™-ის სმარტ ტექნოლოგიას. აღნიშნულ ტექნოლოგიას ხშირად „გახურება წვის ნაცვლად“ ტექნოლოგიის სახელად მოიხსენიებენ, რადგან ის არ იყენებს ტრადიციული სიგარეტისთვის დამახასიათებელ წვას, არამედ სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს ახურებს. 

სწორედ გახურება და არა წვა არის ის, რაც IQOS-ის ტექნოლოგიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს, რაც მას ტრადიციული მოწევის ალტერნატივად აქცევს.

IQOS-ი იყენებს სპეციალურად შექმნილ თამბაქოს გასახურებელ ღერს -  HEETS-ს, რომელიც ნამდვილი, დამუშავებული თამბაქოსგან იქმნება. მოწყობილობა IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობის, გასახურებელი დანისა და “ტემპერატურის კონტროლის” ტექნოლოგიის მეშვეობით მას 3500C-მდე ახურებს, შედეგად, წარმოქმნის აეროზოლს, კვამლისა და ფერფლის გარეშე.

 

გასახურებელი თამბაქო VS ელ. სიგარეტები

 

თუ თქვენ ხართ  სრულწლოვანი მწეველი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას და გსურთ, გადახვიდეთ ტრადიციული თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობის მოხმარებაზემნიშვნელოვანია იცოდეთ, რა განსხვავებაა IQOS-ის გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებსა და ელ. სიგარეტებს შორის. 

მართალია, ორივე ელექტრონული მოწყობილობა ტრადიციული მოწევის ალტერნატივას წარმოადგენს, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ IQOS-ის მოწყობილობა იყენებს ნამდვილ თამბაქოსა და მას 3500C-მდე ახურებს, ხოლო, ელექტრონული სიგარეტები იყენებენ სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სითხეს და მას 1000C - 2500C გრადუსამდე ახურებენ. სწორედ ამ განსხვავების გამო, IQOS-ის მოწყობილობა მდიდარ თამბაქოს გემოსა და არომატს წარმოქმნის და სრულწლოვან მწეველებისთვის  კარგად ნაცნობი, ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მსგავსი გამოცდილებით უზრუნველყოფს.*

 

აღმოაჩინე IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობები 

 

*წყარო: 3 თვის განმავლობაში, აშშ-სა და იაპონიაში რეალურ პირობებში ჩატარდა კლინიკური კვლევები (ამბულატორიული), რომელშიც 160 სრულწლოვანი მწეველი იღებდა მონაწილეობას.

160 სრულწლოვანი მწეველი იღებდა მონაწილეობას.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი