02/09/2022

არის თუ არა IQOS-ის მოწყობილობა ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მსგავსი?

ჩვენ გამუდმებით გვესმის კითხვა: არის თუ არა IQOS -ის მოწყობილობა ელექტრონული სიგარეტი?

პასუხი? მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოწყობილობა თამბაქოს უკვამლო ალტერნატივას წარმოადგენს, სრულწლოვან მწეველთათვის IQOS-ი თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა არ არის ელ. სიგარეტის მსგავსი. 

 

რა განსხვავებაა IQOS-სა და თამბაქოს სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს შორის?

გთავაზობთ ამ მოწყობილობებს შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებებს:

  1. ტექნოლოგია

IQOS-ი მიეკუთვნება ნიკოტინის შემცველი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების კატეგორიას. შესაბამისად, მოწყობილობა იყენებს თამბაქოს გახურების - HeatControl™ ტექნოლოგიას. ელექტრონულ სიგარეტებთან შედარებით, რომლებიც ახურებენ სპეციალურად ამ მოწყობილობებისთვის შექმნილ ელ. სითხეს, IQOS-ის მოწყობილობა ახურებს თამბაქოს. 

  1. თამბაქო

IQOS-ის მოწყობილობა იყენებს ნამდვილი თამბაქოს ფოთლებს, რომლებიც სპეციალური დამუშავების ტექნოლოგიის შედეგად ქმნიან თამბაქოს გასახურებელ ღერ HEETS-ს. თამბაქოს გახურების ტექნოლოგიის მეშვეობით, გასახურებელი თამბაქოს ღერი მომხმარებელს თამბაქოს მდიდარი არომატით უზრუნველყოფს, წვის, ფერფლისა და კვამლის გარეშე. 

HEETS-ი არ არის სრულიად უსაფრთხო. ის იწვევს დამოკიდებულებას, რადგან შეიცავს ნიკოტინს - ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს ფოთოლში ბუნებრივად არსებობს. IQOS-ისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტები არ იყენებენ თამბაქოს, არამედ ახურებენ სპეციალურად ელექტრონული მოწყობილობებისთვის შექმნილ სითხეს, რომელსაც სხვადასხვა არომატი აქვს. სითხე არის როგორც ნიკოტინის შემცველი, ასევე ნიკოტინის გარეშე. 

  1. გამოცდილება

IQOS-ის მოწყობილობა მომხმარებელს ტრადიციული მოწევის მსგავსი გამოცდილებით უზრუნველყოფს, რადგან მომხმარებელს აწვდის ნამდვილი თამბაქოს გემოს. უფრო მეტიც, HEETS-ის ღერები სპეციალურად არის შექმნილი, რათა მომხმარებელს 14 ნაფაზის შესაძლებლობა მისცეს, რაც დაახლოებით ტრადიციული სიგარეტის მოხმარების რაოდენობას უტოლდება. IQOS-ის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტები ტრადიციული თამბაქოსგან განსხვავებულ გამოცდილებას ქმნიან, რადგან ნამდვილი თამბაქოს ნაცვლად, სპეციალურად მოწყობილობისთვის შექმნილ ელ. სითხეს იყენებენ.

 

IQOS-ის მოწყობილობა არ წარმოადგენს ელექტრონულ სიგარეტს

 

IQOS-ის მოწყობილობა არ არის ელექტრონული სიგარეტი, თუმცა ის ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს. ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი სწორედ წვის შედეგად გამოიყოფა. IQOS-ი კი არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს და ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, 95%-ით ამცირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS-ი არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს - დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას. 

 

შეადარე IQOS-ის მოწყობილობები

 

* “95%-ით ნაკლები” ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების (გარდა ნიკოტინისა) რაოდენობის საშუალოდ შემცირებას კვლევაში გამოყენებული სიგარეტის (3R4F) კვამლში არსებულ ნივთიერებებთან შედარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს 95%-ით შემცირებულ რისკს.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი