12/08/2022

რა მოხდება როდესაც მოწევას შეწყვეტ და უკვამლო ალტერნატივებზე გადახვალ?

 

სიგარეტიდან უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლის უპირატესობა

 

თუ გსმენიათ „ თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების“ შესახებ და გაინტერესებთ, რას წარმოადგენს ეს ალტერნატივები, სწორედ შესაბამის სტატიას კითხულობთ.  თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით არ წვავს თამბაქოს და გამოყოფს ნიკოტინის შემცველ აეროზოლს კვამლისა და ფერფლის გარეშე.

 

ზრდასრული დღეისათვის, მწეველების დიდი ნაწილი  თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს მოწევის გაგრძელების ალტერნატივად განიხილავს. იმისათვის, რომ გაიგოთ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ  რატომ არის სიგარეტის მოწევა მავნე  და რას ნიშნავს, როდესაც წყვეტთ სიგარეტის მოწევას და გადადიხართ  უკვამლო ალტერნატივაზე.

 

სიგარეტის მოწევა მოიცავს წვის პროცესს,  რაც წარმოქმნის სიგარეტის კვამლს და გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. წვის დროს სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ქიმიკატების მაღალი დონე უშუალოდ მოწევასთან დაკავშირებული დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ზოგადად, უკვამლო პროდუქტები არ  წვავს თამბაქოს და არ  წარმოქმნის  თამბაქოს კვამლს. , შესაბამისად, სიგარეტის კვამლთან შედარებით  გამოყოფს მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობის მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.  უკვამლო პროდუქტები არ არის რისკისგან თავისუფალი და შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თამბაქოს უკვამლო პროდუქტის ერთ-ერთი მაგალითია IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობა.

 

 

რა მოხდება როდესაც სიგარეტის მოწევას შეწყვეტთ და უკვამლო ალტერნატივებზე გადახვალთ?

 

 თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების მოხმარება არ ნიშნავს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებაზე მთლიანად უარის თქმას, ვინაიდან ეს პროდუქტები  შეიცავს ნიკოტინს, შესაბამისად, ისინი იწვევს დამოკიდებულებას. თუ თქვენ მწეველი ბრძანდებით  და ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მაშინ საუკეთესო გზა  თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად, თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტაა. თუმცა, იმ ზრდასრული მომხმარებლებისთვის, , რომლებიც სხვაგვარადგააგრძელებდნენ მოწევას,მათთვის უკვამლო ალტერნატივების მოხმარება უკეთესი არჩევანი იქნებოდა, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევის გაგრძელება.

 

ჩვენ აღვწერეთ ძირითადი განსხვავებები, რომლებსაც სავარაუდოდ შეამჩნევთ სიგარეტიდან  უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლისას. 

 

 

  1. მოწევის გაგრძელების ალტერნატივა

 

მოწევასთან დაკავშირებული  ზიანის დიდი ნაწილი სიგარეტის წვის შედეგია. სიგარეტის  წვის  დროს სიგარეტის კვამლში მაღალი ტემპერატურის გამო დიდი რაოდენობით წარმოიქმნება მავნე ქიმიური ნივთიერება.  მათგან დაახლოებით 70  მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება, მათ შორის მხუთავი აირი და კუპრი.

უდავოა, რომ მოწევა საზიანოა ან რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. განსხვავებით სიგარეტებისგან, რომლებიც თამბაქოს წვავს,  უკვამლო ალტერნატივები არ მოიცავს წვის პროცესს. შესაბამისად, კვამლის აღმოფხვრით, მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიკატების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის მიღმა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების განხილვა და შეფასება.

 

 

  1. გემოსა და არომატის ფართო არჩევანი

 

უკვამლო ალტერნატივები სხვადასხვა არომატის ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. გასახურებელ თამბაქოსთან ერთად, ასევე ხელმისაწვდომია არომატების ფართო არჩევანი.

 

მაგალითად, HEETS-ის თამბაქოს ღერები IQOS-ისთვის გვთავაზობს სახეობების ფართო არჩევანს, რომელიც შეიძლება მოერგოს ნებისმიერ გემოვნებას. მდიდარი და თბილიდან - რბილ და პიკანტურამდე - HEETS-ის არომატი არსებობს ყველა ზრდასრული მწეველისთვის.

  

 

  1. თქვენ არ აწუხებთ გარშემომყოფებს კვამლით

 

როგორც თავად სახელწოდება მიუთითებს,  უკვამლო ალტერნატივა არ გამოყოფს კვამლს. ალტერნატივები, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი, გამოყოფს აეროზოლს, რომელიც შეიძლება გამოუცდელი თვალისთვის კვამლს ჰგავდეს, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება სიგარეტის წვის დროს გამოყოფილი კვამლისგან. ასევე გასახურებელი თამბაქოს მოხმარებისას არ წარმოიქმნება ფერფლი და, ზოგადად, სუნიც ნაკლები აქვს, ვიდრე სიგარეტს. თქვენთან ახლოს მყოფებს არ უწევთ სიგარეტის კვამლის შესუნთქვა, არც ფერფლისა და სიგარეტის კვამლის სუნი რჩება თმაზე, ხელებსა თუ ტანსაცმელზე.

 

მაგალითად, IQOS-ის გასახურებელ თამბაქოს არ აქვს უარყოფითი ზეგავლენა  დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხზე.*

 

*წყარო:PMI-ს მიერ კვლევა ჩატარდა  ISO-ს სტანდარტების გათვალისწინებით  სიმულირებული რეალური ცხოვრების სცენარებით. კვლევა, ასევე, დაფუძნებულია არსებული ჰაერის ხარისხის გაიდლაინების მიხედვით შემუშავებულ ზღვრებზე.

 

 

რჩევები კვამლისგან თავისუფალ ალტერნატივებზე გადასვლასთან დაკავშირებით

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზრდასრული მწეველისთვის თამბაქოს და ნიკოტინის მოხმარებისთვის სრულიად თავის დანებება საუკეთესო გზაა, სიგარეტის მოწევიდან  უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლა შეიძლება იყოს ალტერნატივა იმ ზრდასრულთათვის, რომლებიც  სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. გთავაზობთ რამდენიმე ზოგად რჩევას, რომელიც დაეხმარება ზრდასრულ მწეველს წარმატებით გადავიდეს  უკვამლო პროდუქტზე.

 

ჩამოთვალეთ მიზეზები, რის გამოც გსურთ უკვამლო პროდუქტზე გადასვლა

 

დაიწყეთ შეკითხვით - რატომ გსურთ სიგარეტიდან უკვამლო ალტერნატივაზე გადასვლა? იმიტომ, რომ თქვენმა მეგობრებმა წაგახალისეს? იმიტომ ხომ არა, რომ ფერფლისა და სიგარეტის სუნისგან თავის არიდება გსურთ? ან, იქნებ, იმიტომ, რომ გსურთ შეამციროთ მოწევის შედეგად მავნე ქიმიკატების ზემოქმედება თქვენს ორგანიზმზე ? ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გქონდეთ მიზეზების მარტივი, მკაფიო ჩამონათვალი,  რომელიც უკვამლო პროდუქტზე გადასვლისას შეგიძლიათ განიხილოთ.

 

იყავი მომზადებული

 

სთხოვეთ თქვენს მწეველ მეგობრებს, არ შემოგთავაზონ სიგარეტი ან თავად არ მოწიონ იგი თქვენი თანდასწრებით. მუდამ  თან ატარეთ თქვენი უკვამლო პროდუქტი, რათა არ გაგიჩნდეთ სიგარეტზე დაბრუნების სურვილი.

 

უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ გადადიხართ

 

აცნობეთ სხვებს, რომ სიგარეტიდან უკვამლო ალტერნატივაზე გადადიხართ, ეს წაახალისებს მათ, თქვენთან ერთად მოსინჯონ მოცემული გზა.

 

 

 ხელმისაწვდომია თუ არა უკვამლო ალტერნატივები ზრდასრული მწეველებისთვის?

 

დღესდღეობით უკვამლო ალტერნატივის სხვადასხვა სახეობაა ხელმისაწვდომი ზრდასრული მწეველებისთვის, რაც  სიგარეტის უკვამლო ალტერნატივით ჩანაცვლებას შესაძლებელს ხდის. განსხვავებული ბრენდის, პროდუქტის და მახასიათებლების ასორტიმენტში აუცილებლად იქნება თქვენს პირად უპირატესობებზე მორგებული უკვამლო პროდუქტი.

 

დასაღეჭი თამბაქო

 

დასაღეჭი თამბაქო დიდი ხანია არსებობს; სინამდვილეში, როგორც ამბობენ, ეს თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი უძველესი გზაა. ზოგადად, დასაღეჭი თამბაქო იწარმოება გამხმარი თამბაქოს ფოთლებისგან. დასაღეჭი თამბაქო უნდა განთავსდეს ლოყასა და ქვედა ღრძილს შორის ან დაიღეჭოს, რომლის დროსაც ხდება ნიკოტინის მიღება. დასაღეჭი თამბაქოს მოხმარებისას არ წარმოიქმნება კვამლი ან აეროზოლი.

 

სნუსი

 

სნუსი  არის უკვამლო,წვრილად დაფქული თამბაქოს პროდუქტი, რომელიც მცირე ზომის ტომარაშია მოთავსებული. სნუსის გამოყენებისას პროდუქტი უნდა მოთავსდეს ზედა ტუჩსა და კბილებს შორის.

 

 

ელექტრონული სიგარეტი

 

ელექტრონული სიგარეტი, ან ვეიფი, თამბაქოს უკვამლო ალტერნატივის ერთ-ერთი სახეობაა.

 

ვეიპი ანუ ელექტრო სიგარეტი არის ბატარეაზე მომუშავე მოწყობილობა, რომლიც ფუნქციონირებს სპეციალურად განკუთვნილი სითხის გაცხელებით; ამ სითხეს ეწოდება ელექტრონული სითხე, რომელიც შეიცავს არომატიზატორებს და ნიკოტინს. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ნამდვილ თამბაქოს არ შეიცავს, ელექტრონული სითხეები სხვადასხვა არომატის არსებობს, მათ შორის, თამბაქოს არომატით. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებისას წარმოიქმნება აეროზოლი.

 

ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა ელექტრონული სიგარეტი ისეთივე საზიანო, როგორც სიგარეტის მოწევა? მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ წვა იწვევს სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას. ელექტრონულ სიგარეტში წვის პროცესი არ არსებობს, შესაბამისად, მოწყობილობას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად შეამციროს მავნე ქიმიკატების რაოდენობა.   რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის მიღმა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების განხილვა და შეფასება. ელექტრონული სიგარეტი არ არის უსაფრთხო.

 

 

გასახურებელი თამბაქო

 

გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით  სპეციალურად დამზადებულ თამბაქოს ღერს კონკრეტულ ტემპერატურაზე ახურებს. გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც თამბაქოს გემო ახასიათებს. გასახურებელი თამბაქო არ მოიცავს წვის პროცესს. შესაბამისად, მოწყობილობა ზრდასრულ მომხმარებლებს სთავაზობს მიიღონ თამბაქოს ნამდვილი გემო ყოველგვარი კვამლის, ფერფლისა და სიგარეტისთვის დამახასიათებელი სუნის გარეშე.  

 

გაეცანით გასახურებელ თამბაქოს და მის უპირატესობებს

 

 

შეგიძლიათ მეტი გაიგოთ  უკვამლო ალტერნატივების შესახებ ჩვენს სტატიაში, რომელიც  ამ პროდუქტების  შესახებ არსებულ მითებს ამსხვრევს. <8.1სტატიისის ბმული>

 

 

რატომ  უკვამლო ალტერნატივები?

 

 თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არის სიგარეტის მოწევის ალტერნატივა იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას. უდავოა, რომ მწეველისათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტა წარმოადგენს. დღეისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ალტერნატიული პროდუქტის გათვალისწინებით, იქნება ეს ელექტრონული სიგარეტი თუ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები, როგორიცაა IQOS-ი, სიგარეტიდან ალტერნატივაზე გადასვლის არაერთი გზა არსებობს.

 

გაიგეთ მეტი IQOS-ის, როგორც  უკვამლო ალტერნატივის უპირატესობების შესახებ.

 

ეს სტატია განკუთვნილია ზოგადი ინფორმაციისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. სტატიაში გარკვეული ინფორმაცია ეყრდნობა გარეშე, მესამე მხარის წყაროებს; ჩვენ არ ვაკეთებთ რაიმე განაცხადს და არ ვიძლევით ამგვარი ინფორმაციის სიზუსტის, საიმედოობისა და სისრულის გარანტიას.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი