03/08/2022

უკვამლო ალტერნატივების შესახებ მითების დამსხვრევა

ბაზარზე უფრო და უფრო მეტი უკვამლო ალტერნატივის შემოსვლასთან ერთად სრულწლოვან მწეველებს მოწევაზე უარის თქმის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.  ამასთან ერთად, ჩნდება მითები ალტერნატიული პროდუქტების ირგვლივ. ზოგჯერ მითი შეიძლება გაუგებრობის შედეგი იყოს, ზოგჯერ კი დეზინფორმაციის.  დღეს ჩვენ შევეცდებით დავამსხვრიოთ ყველაზე გავრცელებული მითები და გავცეთ სრულწლოვან მწეველებს პასუხები უკვამლო ალტერნატივების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე.

  

რა არის უკვამლო ალტერნატივები?

 

უკვამლო ალტერნატივები არის პროდუქტთა კატეგორია სრულწლოვანი მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. როგორც თავად დასახელება მიუთითებს, უკვამლო ალტერნატივები არ გამოყოფს კვამლს. ეს ნიშნავს, რომ სიგარეტისგან განსხვავებით,  ისინი არ წვავენ თამბაქოს. უკვამლო პროდუქტები არ არის რისკისგან თავისუფალი, ისინი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

უნდა აღინიშნოს, რომ კვამლის არარსებობა მოიაზრებს მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიკატების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას. საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მწეველს შეუძლია მიიღოს, თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებაზე სრულიად უარის თქმაა.

 

 

რა არის გასახურებელი თამბაქო?

 

 სიგარეტის წვის დროს წარმოქმნილ კვამლში, კვამლში 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერებაა, რომელთაგან 70 მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზია.

 

გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს კონკრეტულ ტემპერატურაზე ახურებს. მოწყობილობა არ მოიცავს წვის პროცესს. თამბაქოს გახურების შედეგად ის გამოყოფს აეროზოლს ცეცხლის, ფერფლისა და კვამლის გარეშე.

 

გაიგეთ მეტი გასახურებელი თამბაქოს შესახებ. 

 

 

რა არის ვეიპინგი და რა არის ელექტრონული სიგარეტი?

 

ელექტრონული სიგარეტი, რომელსაც ელექტრო სიგარეტს ან ვეიპსაც უწოდებენ -  უკვამლო ალტერნატივის ერთ-ერთი სახეობაა.  ზოგიერთი ვეიპი ერთჯერადი მოხმარებისაა, ზოგი კი მრავალჯერადი. ზოგი მათგანი შეიძლება სიგარეტს ჰგავდეს, ზოგი სიგარას ან კალმებს წააგავს, ზოგი კი ბევრად უფრო დიდია და კოლოფის ფორმა აქვს.

 

ზოგადად, ელექტრონული სიგარეტი არომატოზატორისა და ნიკოტინის შემცველი სითხეების გაცხელებით და აორთქლებით ფუნქციონირებს. კონკრეტულ ტემპერატურამდე გაცხელებისას ელ-სიგარეტებში ხდება სითხის აორთქლება და აეროზოლის წარმოქმნა, რომელსაც სრულწლოვანი მომხმარებელი შეისუნთქავს.

 

რა არის დასაღეჭი თამბაქო?

 

დასაღეჭი თამბაქო, რომელსაც საწუწნ თამბაქოსაც უწოდებენ, კიდევ ერთი უკვამლო ალტერნატივაა;  ზოგადად, დასაღეჭი თამბაქო იწარმოება გამხმარი თამბაქოს ფოთლებისგან. დასაღეჭი თამბაქო უნდა განთავსდეს ლოყასა და ქვედა ღრძილს შორის ან დაიღეჭოს, რომლის დროსაც ხდება ნიკოტინის მიღება. დასაღეჭი თამბაქოს მოხმარებისას არ წარმოიქმნება კვამლი ან აეროზოლი.

 

 რა არის შესასუნთქი თამბაქო?

 

შესასუნთქი თამბაქო, რომელსაც საწუწნ თამბაქოსაც უწოდებენ, ჩვეულებრივ, მზადდება ფხვიერი, გამხმარი, წვრილად დაფქული თამბაქოსგან და შეიძლება შეზავებული იყოს სხვადასხვა სურნელითა და არომატით. როგორც წესი, იგი განთავსებულია კოლოფებში ან ქილებში,

 

რა არის სნუსი?

 

სნუსი  არის უკვამლო,წვრილად დაფქული თამბაქოს პროდუქტი, რომელიც მცირე ზომის ტომარაშია მოთავსებული. სნუსის გამოყენებისას პროდუქტი უნდა მოთავსდეს ზედა ტუჩსა და კბილებს შორის.

 

 

დამსხვრეულია: 6 მითი უკვამლო ალტერნატივების შესახებ

 

ახლა, როცა უკეთ იცნობთ დღეისათვის არსებულ  უკვამლო ალტერნატივებს, მოდით, ვუპასუხოთ ამ პროდუქტების შესახებ გავრცელებულ რამდენიმე კითხვას.

 

არის თუ არა უკვამლო ალტერნატივა მოწევის ჯანსაღი და უსაფრთხო ალტერნატივა?

 

არა, არცერთი ნიკოტინის შემცველი პროდუქტი არ არის უსაფრთხო, მათ შორის,  უკვამლო  პროდუქტი.

 

საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მწეველმა მიიღოს, თამბაქოს და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტაა. იმ სრულწლოვანებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას,  უკვამლო  ალტერნატივა შეიძლება უკეთესი არჩევანი გამოდგეს, ვიდრე მოწევის გაგრძელება. ამის მიზეზი კვლავ სიგარეტში თამბაქოს წვის შედეგად  წარმოქმნილ კვამლს უკავშირდება. სიგარეტის კვამლი შეიცავს ათასობით ქიმიურ ნივთიერებას და მათგან დაახლოებით 70 მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან ასოცირდება.

 

ვეიპინგი, გასახურებელი თამბაქო, დასაღეჭი თამბაქო, შესასუნთქი და სნუს პროდუქტები შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და უსაფრთხო არ არის.

 

 

უკვამლო ალტერნატივები იგივეა, რაც სიგარეტი?

 

არა, უკვამლო ალტერნატივა არ არის იგივე, რაც სიგარეტი. ძირეული სხვაობა უკვამლო ალტერნატივების შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ზოგადად ისინი არ მოიცავს წვის პროცესს და შესაბამისად, არ წარმოქმნიან კვამლს.

მიუხედავად იმისა, რომ გასახურებელი თამბაქოს ზოგიერთ მოწყობილობაში შეიძლება გამოყენებული იყოს გარეგნული იერსახით სიგარეტის მსგავსი თამბაქოს ღერები, ეს თამბაქოს ღერები განკუთვნილია შესაბამისი მოწყობილობებისთვის და არ შეიძლება მათთვის ცეცხლის მოკიდება და მოწევა.

 

 

უკვამლო ყველა ალტერნატივა ერთნაირია?

 

არა, უკვამლო ალტერნატივა ყველა ერთნაირი არ არის. არსებობს მრავალი განსხვავებული ტიპის უკვამლო ალტერნატივა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სრულწლოვან მწეველს, რომელსაც სურს შეწყვიტოს მოწევა და გადავიდეს ალტერნატივაზე, ეძლევა ნებისმიერი ალტერნატივის არჩევანი.

 

მოწევის მსგავსი სიამოვნების მიღების მსურველთათვის მისაღები ვარიანტი შეიძლება გასახურებელი თამბაქო აღმოჩნდეს; შედარებით დაბალი ტექნოლოგიების მაძიებელი სრულწლოვანი მწეველებისთვის საინტერესო იქნება დასაღეჭი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო და სნუსი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროდუქტი განსხვავებულია, კვამლისგან თავისუფალ ალტერნატივებს საერთო აქვთ ერთი რამ: ისინი არ წვავენ თამბაქოს.

 

 

საზიანოა თუ არა სხვებისთვის  უკვამლო ალტერნატივები, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო და ვეიპი?

 

წვის არარსებობის გამო, უკვამლო ალტერნატივა არ ახდენს გავლენას გარშემომყოფ არა-მწეველებზე. ვინაიდან უკვამლო ალტერნატივები შედარებით ახალია ბაზარზე, მათი გრძელვადიანი „გვერდითი ეფექტები“ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამასთან, IQOS-ის გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში, IQOS-ი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას  შენობაში ჰაერის ხარისხზე*, თუმცა,  რისკებისგან არც ესაა სრულიად თავისუფალი.

*წყარო:PMI-ს მიერ კვლევა ჩატარდა  ISO-ს სტანდარტების გათვალისწინებით  სიმულირებული რეალური ცხოვრების სცენარებით. კვლევა, ასევე, დაფუძნებულია არსებული ჰაერის ხარისხის გაიდლაინების მიხედვით შემუშავებულ ზღვრებზე.

 

გამორიცხავს თუ არა უკვამლო ალტერნატივები დამოკიდებულების გაჩენას?

არა, უკვამლო ალტერნატივა შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

უკვამლო პროდუქტები განკუთვნილია სრულწლოვანი მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. უკვამლო ალტერნატივები არ არის მოწევის შეწყვეტის საშუალება.

 

ღირს თუ არა სიგარეტიდან  უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლა?

თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად საუკეთესო გზა თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტაა.თუმცა, იმ სრულწლოვნებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას,  უკვამლო ალტერნატივებზე სრულად გადართვა უკეთესი არჩევანი იქნებოდა, ვიდრე სიგარეტის მოწევის გაგრძელება.

 

 

სად შეიძლება ვიყიდო გასახურებელი თამბაქო?

 

თუ სიგარეტიდან უკვამლო ალტერნატივაზე გადასვლას ცდილობთ, IQOS-ი სავარაუდოდ ყველაზე კარგი ვარიანტია - მთელს მსოფლიოში უკვე 14 მილიონმა სრულწლოვანმა მომხმარებელმა შეაჩერა მასზე არჩევანი. IQOS-ის ონლაინ დაჯავშნა შესაძლებელია ამ ვებგვერდზე ან შეგიძლიათ პირდაპირ ეწვიოთ ჩვენს მაღაზიას. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიის ლოკატორი თქვენთვის უახლოესი მაღაზიის მდებარეობის მოსაძებნად.

 

 

IQOS-ი არის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად შექმნილ HEETS-ის თამბაქოს ღერებს შიგნიდან ახურებს და სრულწლოვან მომხმარებელს თამბაქოს გემოსა და დაკმაყოფილების შეგრძნებას კვამლისა და ფერფლის გარეშე სთავაზობს. შედეგად, სიგარეტთან შედარებით IQOS-ის მიერ გამოყოფილი მავნე ქიმიკატების რაოდენობა საშუალოდ 95%-ით ნაკლებია.**

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის რისკისგან თავისუფალი პროდუქტი. ის შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

 

** რიგი მავნე ქიმიური ნივთიერებების (ნიკოტინის გამოკლებით) დონის საშუალო შემცირება  სიგარეტის კვამლთან შედარებით (3R4F). ეს სულაც არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას.

 

აღმოაჩინეთ მეტი IQOS თამბაქოს მოწყობილობების გახურების ტექნოლოგიის შესახებ.

 

ეს სტატია განკუთვნილია ზოგადი ინფორმაციისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. სტატიაში გარკვეული ინფორმაცია ეყრდნობა გარეშე, მესამე მხარის წყაროებს; ჩვენ არ ვაკეთებთ რაიმე განაცხადს და არ ვიძლევით ამგვარი ინფორმაციის სიზუსტის, საიმედოობისა და სისრულის გარანტიას.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი