25/07/2022

როგორ მუშაობს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა?

როგორ მუშაობს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა:

 

გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს.  შედეგი? -  ტრადიციული მოწევის მსგავსი გამოცდილება ცეცხლის, ფერფლისა და კვამლის გარეშე.

ყველა გასახურებელ თამბაქოს მოწყობილობას აქვს გასახურებელი ხელსაწყო. ზოგი მათგანი ელექტრონულია და ტემპერატურა, რომელზეც მოწყობილობა ხურდება, პროდუქტის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. თუმცა, ნებისმიერი ასეთი მოწყობილობა თამბაქოს მხოლოდ იმ ტემპერატურამდე ახურებს, რომლის დროსაც არ ხდება მისი წვა.

 

 

რა განსხვავებაა თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებს შორის?

 

გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს „heat-not-burn” მოწყობილობებსაც უწოდებენ. ამის მიზეზი კი  არის ის, რომ მოწყობილობა წვის ნაცვლად თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას იყენებს.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება IQOS-ი, რომელიც თანამედროვე სისტემის დახმარებით სპეციალურად შექმნილ თამბაქოს გასახურებელ ღერს, სახელწოდებით HEETS-ს, ფიქსირებულ ტემპერატურამდე ახურებს. გამართულად ფუნქციონირებისთვის IQOS-ის მოწყობილობა რეგულარულ დატენვას საჭიროებს ისევე, როგორც თქვენი სმარტფონი. მიზეზი არის ის, რომ მოწყობილობა ბატარეაზე მუშაობს.

მოწყობილობა დატენვის შემდეგ მზად არის მოხმარებისთვის. განათავსეთ HEETS-ის მოწყობილობაში, დააჭირეთ თითი ღილაკს და თამბაქოს გახურება დაიწყება. ამ დროს სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია ჩაისუნთქოს მოწყობილობის მიერ გამოყოფილი აეროზოლი. მოხმარების დასრულების შემდეგ , ამოიღეთ გასახურებელი თამბაქოს რერი და მოათავსეთ სანაგვე ურნაში.

 

რადგან IQOS-ი არ არ მოიცავს წვის პროცესს,  არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას, ის ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით საშუალოდ 95%-ით ნაკლებ ქიმიურ  ნივთიერებას გამოყოფს.* მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS-ი არ არის სრულიად უსაფრთხო.

* “95%-ით ნაკლები” ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების (გარდა ნიკოტინისა) რაოდენობის საშუალოდ შემცირებას ტრადიციულ  სიგარეტის (3R4F) კვამლში არსებულ ნივთიერებებთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

 

 

IQOS-ის გამორჩეული ტექნოლოგია

 

ფიქრიდან რეალობამდე - IQOS-ის თითოეული ელემენტი სიფრთხილითა და დეტალებზე ორიენტირებულობით იქმნება.

IQOS-ის მოწყობილობის მთავარ კომპონენტს HeatControl™ ტექნოლოგია წარმოადგენს, რომელიც შვეიცარიაში შეიქმნა. ის თამბაქოს გახურების რეგულირებაზე არის პასუხისმგებელი. სისტემა თამბაქოს სპეციალურად შექმნილ ღერს 350⁰C-მდე ახურებს

, წვის პროცესის გარეშე. .

ამისათვის მოწყობილობა კერამიკულ დანას იყენებს, რომელსაც ოქროსა და პლატინიუმის პირი აქვს. შესაბამისად,  ზრდასრულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ტრადიციული სიგარეტის მსგავსი გამოცდილება წვის, კვამლისა და ფერფლის გარეშე.

 

 

თამბაქოს გემო

 

ჩვენი მთავარი მიზანი IQOS-ის სრულწლოვან მომხმარებელთათვის ტრადიციული თამბაქოს  მოხმარების მსგავსი გამოცდილების მინიჭებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ თამბაქოს გასახურებელ ღერს განსხვავებული ტექნოლოგიით ვამზადებთ, რაც გვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ განსხვავებული გამოცდილება.

ტექნოლოგია კი შემდეგნარია: HEETS-ის ღერში მოთავსებული თამბაქოს სპეციალური დაპატენტებული მეთოდით მზადდება, რაც თამბაქოს გახურების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამისათვის, უმაღლესი ხარისხის ფოთლები წვრილად იფქვება და შემდეგ თამბაქოს ქაღალდად რეკონსტრუირდება. შეკუმშული თამბაქო ქაღალდი კი ღერის თავში თავსდება. ყველა კომპონენტის შეერთების შედეგად იქმნება HEETS-ის ღერი, რომელიც ტრადიციულ სიგარეტთან მიახლოებული გემოს გამოცდილებას უზრუნველყოფს.**

იმისათვის, რომ IQOS-ის სრულწლოვან მწეველებს შესძლებოდათ ტრადიციული სიგარეტის მსგავსი გამოცდილების მიღება, ჩვენ HEETS-ის მოხმარების ხანგრძლივობა და მოხმარების პროცესი ტრადიციული სიგარეტის მსგავს გამოცდილებად ვაქციეთ. შედეგად, თითოეული HEETS-ის ღერის მოხმარების პროცესი 6 წუთის ან 14 ნაფაზის განმავლობაში გრძელდება. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში და მსუბუქად განახორციელებთ ნაფაზის დარტყმას, მით უფრო ხანგრძლივი იქნება HEETS-ის მოხმარების პროცესი.

სპეციალურად IQOS-ის მოწყობილობისთვის შექმნილი HEETS-ის თამბაქოს ღერები სხვადასხვა არომატით გამოირჩევა. ამ არომატულ პალეტში ან სპექტრში  თქვენ აუცილებლად შეძლებთ იპოვოთ  თქვენზე მორგებული, ინდივიდუალური გემო - აირჩიოთ მდიდარი ან ნაზი ტონები, გამაგრილებელი ან ახალი შერეული არომატები.

გაიგეთ მეტი IQOS-ის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესახებ

 

** წყარო: 3 თვის განმავლობაში, აშშ-სა და იაპონიაში რეალურ პირობებში ჩატარდა კლინიკური კვლევები (ამბულატორიული), რომელშიც 160 სრულწლოვანი მწეველი იღებდა მონაწილეობას.

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი