08/07/2022

როგორ ჩავანაცვლოთ სიგარეტი და არა - ნიკოტინი

ნიკოტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, რომელიც არა მხოლოდ თამბაქოს ფოთოლში, არამედ ხილსა და ბოსტნეულშიც გვხვდება. ნიკოტინს შეიცავს პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და კარტოფილი.

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნიკოტინი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია. თუმცა, სამეცნიერო კვლევები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების (როგორიც არის გულის დაავადებები და კიბო) მთავარ გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებები წარმოადგენს.

თამბაქოს კვამლში არსებული ნივთიერებების გამოთავისუფლებას კი წვის პროცესი განაპირობებს.

თამბაქოს წვა 6000C-ზე მიმდინარეობს, შედეგად გამოიყოფა 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, რომელთა დიდი ნაწილი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზად სახელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს სწორედ წვა წარმოადგენს.

მართალია, მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, და სურთ ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ჩანაცვლება, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა გონივრული არჩევანია. ეს ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მომხმარებელს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების გამოცდილებას სთავაზობს წვისა და კვამლის გარეშე.

 

რა ტიპის ალტერნატივები არსებობს?

 

დღეს ბაზარზე ტრადიციული სიგარეტის სხვადასხვა ალტერნატიული პროდუქტი არსებობს. ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები კარგად ნაცნობ ალტერნატივებს წარმოადგენს. თუმცა, ბაზარზე უკვამლო მოწყობილობების კიდევ ერთ ჯგუფს - თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებს შეხვდებით. მაგალითად, IQOS-ი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობაა, რომელიც არ იყენებს წვას, არამედ თამბაქოს განსაზღვრულ ტემპერატურამდე ახურებს. შესაბამისად, IQOS-ი არ წარმოქმნის კვამლსა და ფერფლს.

IQOS-ი ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს. უნიკალური HeatControl™ ტექნოლოგიის გამოყენებით მოწყობილობა 350C-მდე ახურებს სპეციალურად შექმნილ თამბაქოს გასახურებელ ღერს, HEETS-ს, რომელიც ნამდვილ, დამუშავებულ თამბაქოს შეიცავს. შედეგად, მოწყობილობა არ წარმოქმნის კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს, რომელიც ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს.*

* მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო. ის გამოყოფს ნიკოტინს, რაც იწვევს დამოკიდებულებას. 

ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივების არჩევის პროცესში, ნიკოტინის მიღების გამოცდილებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. სწორად შერჩეულმა ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივამ, მოწყობილობის მეშვეობით ნიკოტინის  მიღებისა და მისი მოხმარების გამოცდილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სრულწლოვანი მწეველის მხრიდან ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებასა და მისი თამბაქოს უკვამლო ალტერნატივით ჩანაცვლებას.

ანუ, შესაძლებელია ჩავანაცვლოთ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და არა ნიკოტინი?

დიახ, ეს შესაძლებელია! ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას კი IQOS-ის მოწყობილობა წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც სრულწლოვან მწეველს აქვს არჩევანი, სიგარეტი ჩაანაცვლოს ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტით.

მიზეზი კი არის ის, რომ IQOS-ის მომხმარებელი იღებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მსგავს გამოცდილებას** კვამლისა და ფერფლის გარეშე, რაც ამარტივებს მომხმარებლის მხრიდან ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებების პროცესს. ამის შესაძლებლობას კი IQOS-ის უკან მდგარი ტექნოლოგია უზრუნველყოფს - ნიკოტინი თამბაქოს ფოთოლში ბუნებრივად არსებობს. HEETS-ის ღერი კი თამბაქოს შეიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ IQOS-ის მეშვეობით მომხმარებელი იღებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად მიღებული ნიკოტინის მსგავს რაოდენობასა და გამოცდილებას.  

 

აღმოაჩინეთ IQOS თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები

 

* “95%-ით ნაკლები” ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების (გარდა ნიკოტინისა) რაოდენობის საშუალოდ შემცირებას რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლში არსებულ ნივთიერებებთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.

 

** წყარო: 3 თვის განმავლობაში, აშშ-სა და იაპონიაში რეალურ პირობებში ჩატარდა კლინიკური კვლევები (ამბულატორიული), რომელშიც 160 სრულწლოვანი მწეველი იღებდა მონაწილეობას.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი