06/07/2022

სიგარეტის ალტერნატივით ჩანაცვლების შესაძლებლობა

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გვაინტერესებს, დღევანდელ დღეს ინტერნეტის მარტივი საძიებო სისტემა გვაძლევს მრავალფეროვან და ამომწურავ ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტის, სერვისის და მისი ალტერნატივებისა შესახებ - რომელიც გვეხმარება არჩევანის გაკეთებაში. ასეთი არჩევანის შესაძლებლობა იმ სრულწლოვან მწეველთათვისაც არსებობს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. 

თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მწეველი და გსურთ, ჩაანაცვლოთ ტრადიციული სიგარეტი ალტერნატიული, უკვამლო მოწყობილობით, მაშინ წაიკითხეთ სტატია და აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.

 

 

რა არის მოწევის ალტერნატივის სხვადასხვა სახეობა?

 

ელექტრონული სიგარეტი ტრადიციული სიგარეტის ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს. ეს მოწყობილობა არ შეიცავს თამბაქოს, თუმცა, იყენებს სპეციალურად ელექტრონული სიგარეტებისთვის შექმნილ სითხეს, რომლის გახურების შედეგად წარმოქმნის აეროზოლს.

თუ თქვენ გსურთ, ტრადიციული სიგარეტი ელექტრონული სიგარეტით ჩაანაცვლოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ამ ორ პროდუქტს შორის მთავარი განსხვავება - ელექტრო სიგარეტები არ იყენებენ თამბაქოს, შესაბამისად, არ საჭიროებენ წვის ტექნოლოგიას.

ელექტრო სიგარეტების გარდა, ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მეორე კატეგორიასაც შეხვდებით. ეს  თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობებია, რომლებიც იყენებენ სპეციალურად დამუშავებულ თამბაქოს და ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით ახურებენ მას. მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს. რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტის მსგავსად, არ გამოყოფს კვამლს და წარმოქმნის აეროზოლს.

IQOS-ი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობაა, რომელიც ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს. ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მიერ შექმნილი მოწყობილობა IQOS-ი იყენებს HeatControl™-ის  სმარტ ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ის სპეციალურად IQOS-ისთვის შექმნილ თამბაქოს ღერს - HEETS-ს განსაზღვრულ ტემპერატურამდე ახურებს.

 

 

რა განასხვავებს IQOS-ის მოწყობილობას ტრადიციული სიგარეტისგან?

 

მიუხედავად იმისა, რომ IQOS-ი  არ გამოყოფს ტრადიციული სიგარეტისთვის დამახასიათებელ კვამლს, მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, ის გამოყოფს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მიუხედავად ამისა, მისი მოხმარება ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას.

ტრადიციული სიგარეტის წვის დროს ტემპერატურა 600 C-ს აღწევს. შედეგად, გამოთავისუფლდება 6,000-მდე ქიმიური ნივთიერება, რომელთა დიდი ნაწილი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS-ი თამბაქოს 350 C-მდე ახურებს, რაც წვის პროცესის პრევენციას უზრუნველყოფს.

 

IQOS-ის, როგორც სიგარეტის ალტერნატივის მოხმარებას თან ახლავს რამდენიმე უპირატესობა:

  1. არანაირი კვამლი: სიგარეტებისგან განსხვავებით, IQOS არ წარმოქმნის კვამლს, არამედ გამოყოფს თამბაქოს აეროზოლს, რომელიც ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით 95%-ით ნაკლებ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს*; 
    მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS-ი არ არის სრულიად უსაფრთხო.
  2. არანაირი ფერფლი: გამომდინარე იქიდან, რომ IQOS-ი არ წვავს თამბაქოს, ის არ წარმოქმნის ფერფლს;
  3. არანაირი შემაწუხებელი და გამყოლი სუნი: IQOS-ის მოწყობილობის მიერ გამოყოფილი აეროზოლი ჰაერში უფრო სწრაფად იფანტება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის შედეგად გამოყოფილი კვამლი. შესაბამისად, სუნი არ რჩება ხელზე, თმასა და ტანსაცმელზე;
  4. არანაირი კვალი თითებზე: სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS-ი  არ ტოვებს კვალს თითებზე;
  5. ნაკლებად ბეშემაწუხელი: IQOS-ი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლებ სუნს გამოყოფს, შესაბამისად, ის ნაკლებად შემაწუხებელია გარშემომყოფთათვის.

 

ტრადიციული სიგარეტის ნაკლები ზიანის მქონე იმ ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლება** რომელიც არ გამოყოფს კვამლს ან ფერფლს - თუმცა მაინც წარმოქმნის ნამდვილი თამბაქოს გემოს - შესაძლებელია IQOS-ის მოწყობილობის დახმარებით. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო.

 

 

* “95%-ით ნაკლები” ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების (გარდა ნიკოტინისა) რაოდენობის საშუალოდ შემცირებას რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლში არსებულ ნივთიერებებთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე IQOS.com

** წყარო: ინფორმაცია დაფუძნებულია IQOS-ის შესახებ ხელმისაწვდომ სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომელიც მიღებულია მოწყობილობის მოხმარების შედეგების ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგებთან შედარებით

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი