01/07/2022

ტრადიციული მოწევის ალტერნატივები

დღეს თამბაქოს სრულწლოვან მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ტრადიციული მოწევისგან განსხვავებული გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მწეველი, რომელიც სხვა შემთხვევაში  გააგრძელებდა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, გაინტერესებთ ტრადიციული მოწევის ალტერნატივები და გსურთ, ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით ჩანაცვლება, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა.

 

ტრადიციული მოწევის რა ალტერნატივები არსებობს?


ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივების ორი ძირითადი ჯგუფი არსებობს: გასახურებელი თამბაქო იგივე „გახურება წვის ნაცვლად“ და ელექტრონული სიგარეტები.

 

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, როგორც მოწევის ალტერნატივა


თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციული მოწევის უკვამლო ალტერნატივაა, რომელიც სპეციალურად დამუშავებული თამბაქოსგან შექმნილ გასახურებელ ღერს იყენებს.

თამბაქოს გასახურებელი ღერი მოწყობილობაში თავსდება, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით ის განსაზღვრულ ტემპერატურამდე ხურდება. თუმცა, მოწყობილობა არ იწვევს თამბაქოს წვას, შესაბამისად ის არ გამოყოფს კვამლს.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების ჯგუფი აერთიანებს განსხვავებული ტიპის მოწყობილობებს, რომლებიც ერთმანეთისგან გახურების ტექნოლოგიის სისტემებით განსხვავდებიან.

რიგი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები გარეგანი გახურების სისტემას იყენებენ, შედეგად ისინი მთლიანად ახურებენ თამბაქოს ღერს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოწყობილობებში პირველად თამბაქოს ღერის ქაღალდი ხურდება და მხოლოდ ამის შემდეგ -ღერში მოთავსებული თამბაქო. ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა გემოს ცვლილება გამოიწვიოს.

თუმცა ისეთი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, როგორიც არის IQOS, თამბაქოს ღერს შიგნიდან ახურებს. მოწყობილობა შეიცავს ოქროსა და პლატინიუმის პირის მქონე კერამიკულ დანას, რომელზეც სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერის - HEETS-ის განთავსება ხდება. შედეგად, თამბაქოს ღერი შიგნიდან ხურდება, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ ეტაპზე ხურდება თამბაქო, ხოლო შემდეგ - ქაღალდი. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების მდგრადი გემოსა და გამოცდილების მიღებას.

 

ელექტრონული სიგარეტები, როგორც მოწევის ალტერნატივა


ელექტრონული სიგარეტები თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც არ იყენებს თამბაქოს წვას, არამედ სპეციალურად ელექტრონული სიგარეტებისთვის შექმნილ სითხეს ახურებს. გახურების ტემპერატურა კი 100C-დან 250C-მდე მერყეობს.

სითხის გახურებისთვის ელექტრონული სიგარეტების დიდი ნაწილი “ფითილისა და სპირალის” სისტემას იყენებს - ფითილის მეშვეობით ნიკოტინის შემცველი არომატული სითხის სპირალისთვის მიწოდება ხდება, სპირალის მეშვეობით კი სითხის გახურება მიმდინარეობს. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც მომხმარებელი მუნდშტუკის მეშვეობით შეისუნთქავს.

გარდა იმისა, რომ ელექტრო სიგარეტების ჯგუფში შემავალი მოწყობილობები გახურების ტემპერატურით განსხვავდებიან, მათ ასევე ავზის სისტემებიც განასხვავებს. ის რამდენიმე ტიპის არსებობს: ერთჯერადი გამოყენების, დატენვადი ან კატრიჯების შემცველი.

 

რითი განსხვავდება თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები ტრადიციული სიგარეტისგან?


ტრადიციულ სიგარეტის მოხმარებასა და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებას შორის მთავარი განსხვავება ტექნოლოგიაშია - თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ იყენებენ წვას, შესაბამისად არ გამოყოფენ კვამლს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიგარეტის მოხმარება წვას საჭიროებს. ამ პროცესში სიგარეტის წვერი 600C-ს და, რიგ შემთხვევებში, უფრო მაღალ ტემპერატურასაც კი აღწევს, რაც მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას იწვევს.

თუმცა, თამბაქოს ისეთი უკვამლო მოწყობილობები, როგორებიც არის ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები, უგულებელყოფენ წვას. მაგალითად, IQOS-ის მოწყობილობა თამბაქოს ღერს 350 C-მდე ახურებს. შედეგად წარმოიქმნება არა კვამლი, არამედ აეროზოლი. წვის უგულებელყოფის შედეგად, IQOS მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებ ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს.* თუმცა, ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ წვის უგულებელყოფის გარდა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს დამატებითი უპირატესობებიც გააჩნიათ - IQOS-ი არ წარმოქმნის ფერფლსა და კვამლს, შესაბამისად, ავეჯსა და ტანსაცმელზე არ ხვდება ნამწვი. უფრო მეტიც, IQOS-ის დახმარებით, სრულწლოვან მწეველებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თამბაქოს ნამდვილი გემოს გამოცდილება.

სრულწლოვან მწეველთათვის, რომლებიც ეძებენ თამბაქოს მოხმარების განსხვავებულ გამოცდილებას, IQOS-ი ტრადიციულ მოწევასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS-ი არ არის რისკისგან თავისუფალი.

  

 * ”95%-ით ნაკლები” ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების (გარდა ნიკოტინისა) რაოდენობის საშუალოდ შემცირებას რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლში არსებულ ნივთიერებებთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე IQOS.com

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი