20/06/2022

IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობის შექმნის ისტორია

IQOS-ის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შექმნის ისტორია

 

როდესაც ადამიანები “ფილიპ მორისის” შესახებ საუბრობენ, ისინი თავდაპირველად “თამბაქოს კომპანიის” ან “სიგარეტის მწარმოებლის” შესახებ ფიქრობენ. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში,  კომპანიის ტრანსფორმაციით და განვითარებით ახლა არა მარტო სიგარეტს ვაწარმოებით.

 

ჩვენ მისიად დავისახეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სრულად ჩავანაცვლოთ ტრადიციული სიგარეტები თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით.

 

ეჭვგარეშეა რომ მოწევის არდაწყება ან მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ იმ სრულწლოვან მწეველებს, რომლებსაც სურთ თამბაქოს მოხმარების გაგრძელება, უნდა იცოდნენ რომ თამბაქოს ყველა პროდუქტი ერთნაირი არ არის. ჩვენ გვჯერა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, ნაკლები ზიანის მომტანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების მოხმარებას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ბიზნესის ტრანსფორმაცია და ჩვენი მომავლის თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებზე დაფუძნება.

 

როდის გაჩნდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შექმნის იდეა?

 

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების იდეა რამდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში. თუმცა, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის პირველი ბრენდები და მათი პროდუქტები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მათ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს - მწეველთათვის შეეთავაზებინათ თამბაქოს მოხმარების მისაღები ალტერნატივა.

 

როგორ შეიქმნა IQOS-ის ბრენდი?

 

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალში” მიზნად დავისახეთ, მთელს მსოფლიოში ერთი მილიარდი სრულწლოვანი მწეველისთვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, შეგვეთავაზებინა ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივა. სწორედ ასე შეიქმნა IQOS - თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა.

 

ჩვენ მოწყობილობა პირველად ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა იაპონიასა და იტალიაში. ნელ-ნელა IQOS სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა და დღეს 70-მდე ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი.

 

თუმცა, IQOS-ის შექმნის ისტორია ჯერ კიდევ 2008 წელს იწყება, როდესაც “ფილიპ მორის ინთერნეიშენალში” მუშაობა დავიწყეთ მწეველთათვის ალტერნატიული მოწყობილობების შექმნაზე. ჩვენი მისწრაფება დაფუძნებულია მრავალწლიანი შეფასებასა და ფიქრზე, რომელიც საფუძვლიანი კვლევის და განვითარების პროგრამითაა მხარდაჭერილი.

 

 

IQOS ჩვენი უკვამლო მოწყობილობების პორტფელის ნაწილია და მის შექმნაში “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” 6 მილიარდი აშშ დოლარის და 10 წლიანი კვლევის და განვითარების ინვესტიცია განახორციელა. პარალელურად 400-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა უკვამლო პროდუქტის შეფასებასა და განვითარებაზე.

 

დღეს, მსოფლიოში 10 მილიონზე მეტმა სრულწლოვანმა მწეველმა მიიღო გადაწყვეტილება, თავი დაენებებინა ტრადიციული სიგარეტისთვის და გადასულიყო IQOS-ის მოხმარებაზე*. ეს სულაც არაა გასაკვირი.

 

რატომ ირჩევენ IQOS-ს? ამის მრავალი მიზეზი არსებობს - მოწყობილობა მომხმარებელს ტრადიციული თამბაქოს მდიდარი გემოთი უზრუნველყოფს წვის, ფერფლისა და უსიამოვნო სუნის გარეშე. IQOS გამოყოფს 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას**.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს არ ნიშნავს, რომ მოწყობილობა 95%-ით ამცირებს რისკს. IQOS არ არის სრულიად უსაფრთხო. მოწყობილობა გამოყოფს ნიკოტინს - ნივთიერებას, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებელთათვის.

 

ამჟამად თქვენ შეგიძლიათ IQOS-ის ორი თაობის მოწყობილობას შორის გააკეთოთ არჩევანი. ჩვენი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მოძიება ონლაინ ან ნებისმიერ IQOS-ის გაყიდვის ობიექტში არის შესაძლებელი. აღმოაჩინეთ, თქვენთან ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზიები ჩვენი Store Locator-ის დახმარებით.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის სრულიად ურისკო. მოწყობილობა გამოყოფს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

 

 

*წყარო: “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ფინანსური დოკუმენტები, IQOS-ის მომხმარებელთა პანელი და “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევა. განახლებულია 2020 წელს. IQOS-ის მომხმარებლები, რომლებმაც სრულად დაანებეს თავი ტრადიციულ მოწევას და ბოლო 7 დღის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის 70%-ს HeatSticks წარმოადგენდა.

 

** 95%-ით ნაკლები წარმოადგენს რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლთან შედარებით მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის საშუალო შემცირების რაოდენობას (ნიკოტინის გამოკლებით). იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS-ის შესახებ.

 

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი