03/06/2022

რატომ ხდება თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა სულ უფრო მეტად მოთხოვნადი სრულწლოვან მწეველებს შორის?



თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა წარმოქმნის თამბაქოს გემოს და გამოიმუშავებს ნიკოტინს, რაც მომხმარებელს ტრადიციული სიგარეტის მსგავსი მოხმარების გამოცდილებით წვის გარეშე უზრუნველყოფს.

 

თამბაქოს გახურებისას გემო და ნიკოტინი მომხმარებელს მიეწოდება თამბაქოს წვის გარეშე. თამბაქოს მოხმარება წვის, ფერფლისა და სუნის გარეშე - ეს ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა IQOS სრულწლოვან მომხმარებლებს შორის მოთხოვნით სარგებლობს.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. იმის გარდა, რომ მოწყობილობა იყენებს ნამდვილ თამბაქოს, ის ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით საშუალოდ 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებასაც გამოყოფს*.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. მოწყობილობა არ არის სრულიად ურისკო. ის გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებელთათვის.

 

IQOS-ის მახასიათებლების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწყობილობამ შეაწუხოს თქვენი გარშემომყოფები, რადგან მის შემთხვევაში არ არსებობს პასიური მოწევა. მოწყობილობა არ ტოვებს უსიამოვნო გამყოლ სუნს ხელებზე, თმებსა და ტანსაცმელზე.

 

ეს თვისებები მოწყობილობას ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანო პროდუქტად აქცევს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 10 მილიონზე მეტმა მწეველმა თავი დაანება ტრადიციულ მოწევას**

 

* რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლთან შედარებით მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის საშუალო შემცირება (ნიკოტინის გამოკლებით).

 

**წყარო: “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ფინანსური დოკუმენტები, IQOS-ის მომხმარებელთა პანელი და “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევა. განახლებულია 2020 წელს. IQOS-ის მომხმარებლები, რომლებმაც სრულად დაანებეს თავი ტრადიციულ მოწევას და ბოლო 7 დღის განმავლობაში მოხმარებული თამბაქოს პროდუქტების 70%-ს HeatSticks წარმოადგენდა.

 

რა განასხვავებს გასახურებელ თამბაქოს თამბაქოს სხვა ალტერნატივებისგან?

 

ჩვენს გარშემო დიდი ხანია არსებობს ნიკოტინის მიღების ალტერნატიული პროდუქტები. თუმცა, ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ისეთი ალტერნატივები, როგორიც არის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა და ელექტრონული სიგარეტები,  უფრო ხელმისაწვდომი გახადა მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას,

 

ჩვენი გასახურებელი მოწყობილობა IQOS იყენებს თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას, შესაბამისად, ის არ წარმოქმნის კვამლსა და ფერფლს. ეს კი ყველაზე დიდი განსხვავებაა IQOS-ის მოწყობილობასა და სიგარეტებს შორის.

 

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის მსგავსად, ელექტრონული სიგარეტები არ წარმოქმნის კვამლს, რადგან მისი გამოყენებისას არ არსებობს წვა. თუმცა, IQOS-ისა და HEETS-ისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტები საერთოდ არ იყენებენ თამბაქოს. თამბაქოს ნაცვლად ისინი იყენებენ გასახურებელ სითხეს, რომელიც შეიცავს ნიკოტინს. მოხმარების პროცესში ელექტრონული სიგარეტი წარმოქმნის აეროზოლს.

 

იცით, რომელია IQOS-ის ყველაზე გამორჩეული არომატი?

 

სპეციალურად IQOS-ის მოწყობილობისთვის შექმნილი თამბაქოს გასახურებელი ღერი HEETS მომხმარებელს ტრადიციული თამბაქოს მსგავს გამოცდილებას სთავაზობს წვისა და ფერფლის გარეშე. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ყურადღება გაამახვილოს მოხმარების მომენტსა და გემოზე.

 

ეს პროდუქტი კლასიკური თამბაქოს თანამედროვე ვარიაცია. HEETS-ი მომხმარებელს ნებისმიერი გემოვნების დასაკმაყოფილებლად სთავაზობს გემოს გამოცდილების დიაპაზონს - მდიდრიდან დახვეწილ გემომდე როგორიცაა თამბაქოს ძლიერი არომატი და მენთოლის გემო. HEETS-ის შერჩევა შესაძლებელია არომატის, ინტენსივობის და გემოს მიხედვით. დაბალი ინტენსივობა დახვეწილი გემოვნური თვისებების განმაპირობებელი ფაქტორია, როდესაც მაღალი ინტესივობა განაპირობებს შედარებით მდიდარ გემოებს.

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი