18/05/2022

რა არის გასახურებელი თამბაქო?

ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს, რაც გასახურებელი თამბაქოს შესახებ გაინტერესებთ.

 

 

რა არის გასახურებელი თამბაქო?

 

 

ჩვენს გარშემო დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა იდეა, თამბაქოს წვის თამბაქოს გახურების ტექნოლოგიით ჩანაცვლების შესახებ. “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” რამდენიმე წლიანი კვლევისა და ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, ეს იდეა რეალობად იქცა - ჩვენ შევქმენით ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივა იმ სრულწლოვანი მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას და ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების მოხმარებას.

 

საინტერესოა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოწევა წვას საჭიროებს. ეს არის ქიმიური პროცესი, რომელიც 600°C-ზე იწყება, ხოლო ნაფაზის მოქაჩვისას კი 800°C-საც აჭარბებს. სწორედ წვის შედეგად გამოიყოფა მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც მწეველი სიგარეტისმოწევის დროს ჩაისუნთქავს.

 

 

სიგარეტისგან განსხვავებით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილი მოწყობილობა IQOS-ი თამბაქოს წვის ნაცვლად 350°C-მდე ახურებს. მოწყობილობა გამოყოფს თამბაქოს გემოს  წვის, ფერფლისა და კვამლის გარეშე. შესაბამისად, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს*. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არ ნიშნავს რისკის 95%-ით შემცირებას. IQOS-ის მოწყობილობა არ არის სრულიად ურისკო, ის გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

 

IQOS-ის კიდევ ერთი მახასიათებელია, რომ ის წარმოქმნის ნაკლებს სუნს, შესაბამისად, ნაკლებად შემაწუხებელია თქვენს გარშემომყოფთათვის. თამბაქოს გახურების ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, IQOS-ის მოხმარების შემთხვევაში არ არსებობს პასიური მოწევა. ის გამოიმუშავებს თამბაქოს აეროზოლს, რომელიც შეიცავს მავნე ქიმიური ნივთიერებების მნიშნელოვნად დაბალ დონეს*, რის გამოც სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზეგავლენა აქვს ჰაერზე თქვენს გარშემო.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS-ი არ არის ურისკო თქვენთვის ან თქვენს გარშემომყოფთათვის.

 

 

*რეფერენსული სიგარეტის (3R4F) კვამლთან შედარებით მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის საშუალო შემცირება (ნიკოტინის გამოკლებით).

 

 

რა არის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები?

 

გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები არც მეტი, არც ნაკლები თამბაქოს ის პროდუქტებია, რომლებიც თამბაქოს წვის ნაცვლად ახურებს.

 

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი კი IQOS-ია. ინოვაციური HeatControl™ ტექნოლოგიის გამოყენებით, მოწყობილობა თამბაქოს ღერს 350°C-მდე ახურებს და მომხმარებელს თამბაქოს მოხმარების განსაკუთრებული გამოცდილებით უზრუნველყოფს  წვისა და ფერფლის გარეშე. წვის უგულებელყოფით, მოწყობილობა არ ტოვებს უსიამოვნო სუნს ხელებზე, თმებსა და ტანსაცმელზე.

 

 

IQOS-ის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა

 

 

დღეს საქართველოში IQOS-ის ორი მოწყობილობა არის ხელმისაწვდომი: IQOS 3 DUO და IQOS 2.4 PLUS.

 

[IQOS 3 DUO (hyperlink 1)] ჩვენი ყველაზე თანამედროვე მოწყობილობაა. IQOS 3 DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა, დატენვის გარეშე, ორი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო დამტენი მოწყობილობა კი დატენვას 20  მოხმარებისთვის უზრუნველყოფს. დამტენი მოწყობილობა გასახურებელ მოწყობილობას პირველი მოხმარებისთვის სწრაფად ტენის - 1 წუთსა და 50 წამში. ჩვენი მოწყობილობის აქსესუარების მეშვეობით კი დამტენი მოწყობილობის პერსონალიზაციისთვის 1000-ზე მეტ ვარიაცია არსებობს

 

IQOS 2.4 PLUS ჩვენი კლასიკური, თუმცა რევოლუციური მოწყობილობაა. მას აქვს ინტუიციური, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი და დამტენი მოწყობილობის სრული დატენვის შემთხვევაში, მოწყობილობის 20-ჯერმოხმარების შესაძლებლობას გაძლევთ.

 

 

როგორ მუშაობს IQOS გასახურებელი მოწყობილობა?

 

IQOS-ის ყველა მოწყობილობა ერთნაირად მუშაობს: თავდაპირველად, მოათავსეთ HEETS-ი მოწყობილობაში, შემდეგ დააჭირეთ მოწყობილობის ღილაკს. მოწყობილობა ჩაირთვება და მზად იქნება მოხმარებისათვის.

 

მოხმარების დასრულების შემდეგ აწიეთ გასახურებელი მოწყობილობის თავსახური და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ HEETS-ის ღერი მოწყობილობიდან.

 

ჩვენი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხია

 

 

ჩვენი მთავარი ღირებულება, IQOS-ის სრულწლოვანი მომხმარებლების თამბაქოს მაღალი ხარისხის გამოცდილებით უზრუნველყოფაა. HEETS-ის დამზადების მეთოდი კი ამ გამოცდილებას ნამდვილად განსხვავებულს ხდის.

 

HEETS-ის დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ, დაპატენტებულ მიდგომას, რომელიც ღერს გახურების ტექნოლოგიაზე მორგებულს ხდის. დამზადების ტექნოლოგია უმაღლესი ხარისხის თამბაქოს ფოთლების სპეციალურ დამუშავებას და შემდეგ მათ თამბაქოს ფურცელში აწყობას გულისხმობს. თამბაქოს შეხვეული ღერი შემდეგ სხვა კომპონენტებთან - მათი ერთობლიობა კი ქმნის HEETS-ის ღერს.

 

HEETS-ის თამბაქოს ღერი ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მსგავს გამოცდილებას უზრუნველყოფს. გასახურებელი თამბაქოს ღერების არომატი კი განსხვავებულია პროდუქტის მიხედვით.  

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი